განხეთქილება ეკლესიის ცხოვრებაში არა ოდენ ეკლესიოლოგიურ, არამედ უფრო ფსიქოლოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს ადამიანის გულის სიღრმეში, თავად პიროვნების ცნობიერებისთვის არცთუ იშვიათად დაფარული ბნელი ვნებების და დემონური განცდების წიაღში. განდგომილნი, წმინდა მამათა სიტყვებით, დაცემული არქისტრატეგოსის ცოდვას იმეორებენ. რამ აიძულა მთავარანგელოზი, აღდგომოდა შემოქმედს და ზეციური ეკლესიიდან მოეწყვიტა ანგელოზთა მესამედი?
წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ უგუნური საქციელის მიზეზი სიამაყე იყო. ლუციფერი მოხიბლა საკუთარმა სილამაზემ და დიდებამ, დაავიწყდა, რომ მისი სრულყოფილება მხოლოდ უფლის საჩუქარია, თავად კი ღვთის ნებით არმყოფობიდან გამოხმობილი არარაობაა; მან თავი ღვთის თანასწორად ჩათვალა და სინათლის ანგელოზიდან ბნელეთის ანგელოზად იქცა. ამრიგად, განხეთქილების მიზეზია სიამაყე. როგორც სინათლე იშვა ფერთა სპექტრად, ისე სიამაყე ნაწევრდება და ვლინდება მრავალ ვნებად, რომლებიც ერთი ჯაჭვის რგოლებს შეადგენენ. ესენია: ურჩობა, ძალაუფლების მოყვარება, ქედმაღლობა, თავმომწონება, მეოცნებეობა, და ბოლოს, სრული დემონური მედიუმური მდგომარეობა, რასაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ. აქედან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია.
|
|
ადამიანური სიტყვა ურთიერთობისა და თვითგამოხატვის საშუალებაა. მაგრამ ჩვენ ლექსიკონში არის სიტყვები, რომლებსაც უკვე აღარ აქვს მკაცრად განსაზღვრული აზრობრივი დატვირთვა და საქმის არსს, ნაცვლად ცხადყოფისა, უფრო ბუნდოვანს ხდიან. ზოგი მათგანი იქცა იარლიყად ან მეტსახელად, რომელთაც განუკუთვნებენ მათ, ვინც არ ეთანხმება რაიმე აზრს ან ვინმეს პოზოციას. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა, რომლის შინაარსიც ადამიანებს მთლად ცხადად არ ესმით, არის დღეს ესოდენ მოდური გამოთქმა „ფანატიზმი“. ურყევი შეხედულებების მქონე პიროვნებას ხშირად ფანატიკოსს უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია მყარი მსოფლმხედველობითი პოზიცია, რომლის შეცვლა არც სურს და არც ზნეობა აძლევს ამის ნებას. გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ფანატიკოსებად მოიხსენიებდნენ საერთოდ ყველა რელიგიურ ადამიანს; როდესაც მორწმუნეს ეძახდნენ გონებადაბნელებულს, ამაოდ მორწმუნეს, სურდათ, თავად ღვთისადმი რწმენა უმეცრებად, ფანატიზმად ან თვალთმაქცობად წარმოეჩინათ. და ახლა, ჩვენს დროში, სიტყვა „ფანატიზმს“ ისევ იყენებენ, რათა გარკვეულწილად სახელი გაუტეხონ, ჩირქი მოსცხონ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შეხედულებები აქვს და მათ ხელთათმანებივით არ იცვლის, არც ქამელეონივით იღებს სხვა ფერს გარემო პირობების მიხედვით. ამიტომაც გვმართებს, გავერკვეთ, რა არის ფანატიზმი და რა - პრინციპულობა.
|
– ევქარისტიის შესახებ
– საღვთისმეტყველო ფანტაზიები
– ნამდვილად კარგია კი ჯოჯოხეთში?
|
პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ
|
ერთი რამ თავიდანვე უნდა ითქვას: თანამედროვე მეცნიერებაში უამრავი თეორია და ჰიპოთეზა არსებობს, არა მარტო განსხვავებული ერთმანეთისაგან, არამედ დიამეტრულად საწინააღმდეგოც. ამიტომ დარვინის თეორია უბრალოდ ერთ-ერთი მრავალთაგანია (თანაც მას არც კი გააჩნია რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებანი), მაგრამ ამასთან - ყველაზე გავრცელებულიც. რაში მდგომარეობს დარვინიზმის პრინციპი? ბუნებაში განუწყვეტელი ბუნებრივი შერჩევა მიმდინარეობს. არსებობისათვის ბრძოლაში უფრო ძლიერი ორგანიზმები ახერხებენ გადარჩენას, გარემოსთან ნაკლებად შემგუებლები და სუსტები კი იღუპებიან. ორგანიზმებს უყალი-ბდებათ გადახრები სახეობიდან, რაც სასარგებლოც შეიძლება გამოდგეს, და მაშინ ამ ორგანიზმებს გადარჩენის დამატებითი შანსი ეძლევათ. სასარგებლო ნიშნები მემკვიდრეობით გადაეცემა. ასე ჩნდება ცოცხალ არსებათა ახალი ფორმები და სახეობები. განვითარება მარტივიდან რთულისაკენ მიმდინარეობს.
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 10 11-დან |