ავტორიზაცია



Facebook Image






მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი
ორიგენიზმი მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის წერილში

 

altინტერნეტ გვერდზე www.orthodoxtheology.ge/gansacmendeli გამოქვეყნდა მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის წერილი: „სწავლება განსაწმენდელის შესახებ – მართლმადიდებლური დამოკიდებულება“, რომელიც შეიცავს სულისათვის საზიანო ცრუ სწავლებებს. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, წმიდა მამათა სწავლების შუქზე, გადმოვცეთ მართლმადიდებური ეკლესიის სწავლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

რაზე დაყრდნობით წერს მიტროპოლიტი ილარიონი ქვემოთ მოყვანილ სწავლებას, რომელშიც აშკარად შეინიშნება ორიგენიზმი? ორიგენეს მიხედვით – ”გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება განსჯილ ცოდვილ ადამიანთა და დემონთა ტანჯვა და ადრინდელ რანგში საყოველთაო აღდგომა მოხდება”. ხოლო მიტროპოლიტი ილარიონი წერს: „ამრიგად, პირველ რიგში ეკლესიის ლოცვა ”შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა”, მეორე მხრივ იმედი იმისა, რომ დასრულდება ჯოჯოხეთური ტანჯვა და მესამე – აღმდგარი ქრისტეს მიერ ყოველთა ჯოჯოჯხეთისგან გამოხსნა...“. ამ ორ ციტატას შორის აშკარაა შინაარსობრივი იდენტობა და მასში ორიგენეს ერეტიკული სწავლება იკვეთება.

 
სიცრუის შესახებ (იეზუიტიზმის სული)

 

ჩემთვის, რომ ეკითხათ, თუ ვინ მიმაჩნია მართლმადიდებლობის საშინელ მტრად, მე, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრება განვვლე, ვიტყოდი ყველაზე საშინელი მტერი იეზუიტიზმის სულია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველი სნეულების მსგავსად ეკლესიის სხეულს აძაბუნებს. რაღა თქმა უნდა, იმ ხალხზე ვლაპარაკობ, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნიან და მისი სახელით გამოდიან. თავად ეკლესია, როგორც მადლის მატარებელი და სუფთა იდეა, როგორც ის სულიერი სტიქია, სადაც საუკუნო ცხოვრება აღმშენებლობს - მარადიული, წმინდა და უცვლელია. ჩვენ კი ხილულ ეკლესიაზე - ქრისტიანებზე ვსაუბრობთ.

იეზუიტიზმის სული - ეს არის პრაქტიკაში განხორციელებული ჰუმანიზმი, სადაც ჭეშმარიტება მოჩვენებითი სარგებლიანობით არის შეცვლილი, სადაც მიზანი, როგორიც უნდა იყოს ის - სასუფეველი თუ მიწიერი კეთილდღეობა - ნებისმიერი საშუალებით მიიღწევა. უფრო სწორად, მიზანი არ მიიღწევა, მაგრამ მისით საშუალებებს ამართლებენ. იეზუიტიზმი ფარული ურწმუნოებაა, ურწმუნოება იმისა, რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია და ცრუპენტელას დახმარება არ სჭირდება, ასევე იმისაც, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ყოველგვარი სიცრუე ადამიანს მისგან აუცხოებს. ჭეშმარიტების დაკარგვით ადამიანი სულიწმინდის მადლს კარგავს, სიცრუეს ეჩვევა და თვლის, რომ მის გარეშე ცხოვრება და მოქმედება შეუძლებელია.

 
მსოფლმხედველობა და ზნეობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ხშირად ნახევრადრელიგიური ადამიანებისგან, რომლებიც თავს „თავისუფლად მოაზროვნე ქრისტიანებს“ უწოდებენ, შეიძლება შემდეგი სიტყვები მოისმინოთ: „რელიგიაში ზნეობაა მთავარი, დაე, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე სწამდეს, ოღონდ ადამიანებისთვის სიკეთე აკეთოს.. და იყოს ქრისტიანი“. მაგრამ როგორ შეიძლება ქრისტეს გარეშე იყო ქრისტიანი? ამგვარად მოაზროვნე ადამიანებიდან ზოგი ლოცვის აღსავლენად მართლმადიდებლურ ტაძარში შედის, შემდეგ კათოლიკურში ან სექტანტურ სამლოცველოებში, მეჩეთსა და სინაგოგაში მიდის. წარმართული ბომონი რომ ნახოს, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე იქაც შევა, შივასა და ბუდას წინ სანდალოზის ჩხირების დასანთებად ან კერპის ყვავილებით შესამკობად. ეს ადამიანები თვლიან, რომ ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ. „ყველა გზა რომში მიდის, ხოლო რადიუსები - ცენტრისკენ“ - ამბობენ ისინი. ამ ფართო, სინამდვილეში ვულგარულ გათანაბრებაშია მათი სულიერი კრედო, მათი „მრწამსი“. ასეთი ადამიანებისთვის მთავარი ზნეობრივი პოსტულატებია, მსოფლმხედველობით პრინციპებს - (ფილოსოფიურს და რელიგიურს) კი დროებით, კულტურული დონისა და ერის გენიაზე დამოკიდებულ ისტორიულ და რეგიონალურ ფორმად მიიჩნევენ. ეს რელიგიური კოსმოპოლიტიზმი* ჰუმანიზმისა და კულტურის გამოვლინება ჰგონიათ, ხოლო რელიგიური სისტემის მიმდევრობას, დოგმატების ურყევ რწმენას სულიერ ამპარტავნებად, შეუწყნარებლობად, სიყვარულის დეფიციტად, ობსკურანტიზმად*, ბრმა, სასტიკ ფანატიზმად, ვიწრო აზროვნებად და გულის გაქვავებად თვლიან.
 
ლიბერალიზმი

 

მართლმადიდებლობას ჰყავს უხილავი მტერი: ის ყველგან არის და არსად არ არის, ის არც „რამეა” და არც „ვინ”. ეს არის ერთგვარი სული, რომელიც განსმჭვალავს მიწის ატმოსფეროს თავისი მიაზმებით, წამლავს მის ნიადაგს, აავადებს წყლებს, აქცევს ქალაქებს მყრალ ჭაობებად, აუდაბურებს სოფლებს; მას თითქოს ვერსად დაემალები; ის იპოვის ლტოლვილებს მთათა მწვერვალებზეც და ზღვათა სიღრმეებშიც. 

 

ეს მტერი არის გარყვნილობის სული, რომლესაც თანამედროვე ენაზე ლიბერალიზმი ეწოდება.

   

სიტყვა „ლიბერალიზმი” თავისუფლებას ნიშნავს. ეს არის განსაკუთებული დემონური თავისუფლება საკუთარი სულის მოკვდინებისა, სულიერ ძალთა გარყვნისა და სხეულის შებილწვისა, ეს არის თავისუფლება სირცხვილისაგან, როგორც ცრუწარმოდგენისაგან, ეს არის თავისუფლება იმის დაცინვისა, რაც წმიდაა ადამიანისათვის, ეს არის ცოფიანი ძაღლის თავისუფლება, რომელიც თავს ესხმის პატრონს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ლიბერალიზმი განვითარდა ორი მიმართულებით, რომლებიც გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთი მიზანი: ადამიანი ღმრთისაგან გათავისუფლება. პირველი გზა არის ცინიზმი, მეორე – ესთეტიზმი. ცინიზმი ეს არის ყველა ზნეობრი წესისა და ტრადიციის რღვევა, ადაიანის ქცევა ბინძურ ცხოველად, გააფთრებული ბრძოლა საკუთარი სულის წინააღმდეგ, დარვინიზმის გადმოყუდებული კიბე, რომლითაც ადამიანი მაიმუნამდე ევოლუციონირებს. მისი დევიზია: „თავისუფლება ურცხვობაში”.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 9 11-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge