ავტორიზაცია



Facebook Image






მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი
პასუხი კითხვაზე - თუ რატომ გვეკრძალება მუხლთმოდრეკით ლოცვა კვირა დღეს

 

ამ საკითხის შესახებ კანონიკურ სწავლებას ქრონოლოგიური სიზუსტით მოგაწვდით.

1. დიდი სჯულისკანონი, პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის და მოწამის (311 წ.)  - მე-15 კანონი:

 „არავინ მაბრალობს ჩვენ დაცვისათვის ოთხშაბათისა და პარასკევისა, რომელთა შინა მარხვაი სჯულიერად დაწესებულ არს ჩვენდა პირველითგანისა მიცემისაებრ ოთხშაბათისაი უკუე ჰურიათა მიერ შეპყრობისათვის უფლისა ქმნულისა განზრახვისათვის, ხოლო პარასკევისაი - საცხოვრებელისა ვნებისა მისისათვის, ხოლო კვირიაკესა სულიერისა სიხარულისა დღედ გარდავიხდით მას შინა მკუდრეთით აღდგომილისა უფლისათვის, რომელსა შინა არცა მუხლთა მოდრეკაი მოგვიღებიეს“.

 

2. დიდი სჯულისკანონი, I მსოფლიო კრების (325 წ.) მე-20 კანონი:

„ვინაითგან არიან ვიეთნიმე, რომელნი კვირიაკესა შინა და დღეთა წმიდათა ერგასისათა1 ჰყოფენ მუხლთ-მოდრეკათა, ესე დაცვულ იქმენინ ყოვლითურთ ყოველთა შინა ეკლესიათა, ვითარცა წმიდისა კრებისა მიერ განჩინებული, რაითა მდგომარენი მისცემდნენ ღმერთსა ამათ დღეთა შინა ლოცვათა თვისთა“.

 
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - რატომ ვერ ცხონდება არამართლმადიდებელი

 

რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგრეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, -
 
წმიდა მამათა შეგონებანი მართლმადიდებლობის ერთგულების შესახებ

 

ის, ვინც ქრისტეს (ეკლესიის) წევრთა შორის არ არის, ვერცხონდება. შეიძლება გვქონდეს პატივი, შეიძლება გვქონდეს საიდუმლო, შეიძლება ვიგალობოთ „ალილუია“, შეიძლება ვუპასუხოთ „ამინ“, შეიძლება ხელთ გვეპყრას სახარება, შეიძლება გვქონდეს მამისა და ძისა და სულიწმიდის რწმენა და ვქადაგებდეთ მას, მაგრამ, ვერსად,მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის გარეთ ცხონებას ვერ ვპოვებთ. ყოველი, ვინც ეკლესიას განუდგა და მოშორდა ქრისტესთან ერთობას, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსი იყოს, საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებს, ის მხოლოდ ღვთის რისხვას დაიმსახურებს.

 
მართლმადიდებელთა კალენდრის უტყუარობის შესახებ

 

    ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის ცენტრშიც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედმიწა. აქ იგულისხმება გეოცენტრიზმი არა ფიზიკური სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა კალენდრები, რომელთა რიტმშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე კოსმოსი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ სფეროს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს, ეკვატორს, ციურ მერიდიანებს და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უკიდეგანობას. ბიბლიაში მოთვსებულ იობის წიგნში ღმერთი მიმართავს წმიდა იობს: „როდესაც მე შევქმენი დედამიწა ... ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა“ (იობი 38, 5). ყველამ კარგად ვიცით, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და მას გააჩნია გარკვეული ზომა და წონა. დედამიწის წონა იმაზე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, იგი მზის გარშემო ტრიალის დროს ძალიან დაშორდებოდა მას. მისი წონა არსებულზე მეტი რომ ყოფილიყო, ბრუნვისას მიუახლოვდებოდა მზეს. ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა შექმნა ბუნებაში არსებული სინათლეც და დროც.

 
პეტროს მკაწრველისათვის, ალაჯორის მარხვისა და სუბსარქისისათვის

 

კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი პეტროს მკაწრველი, რომელიც V ს. II ნახევარში ანტიოქიის პატრიარქი გახდა, მაგრამ ამ მონოფიზიტობისათვის გააძევეს ამ კათედრიდან, სომხეთში გადავიდა, სადაც ამავე მწვალებლობას დაუდო სათავე, რომელიც „ხაჩეცარის“ სახელით გავრცელდა სომხეთში და მას კერძო – სომხური მრავალი წვალება დაემატა. მათ შორის არის ალაჯორის, ანუ სუბსარქისის მარხვა, რომლის შესახებაც გადმოგვცემს „საქართველოს სამოთხე“ (გვ. 629-633) და რომელსაც სომეხი მონოფიზიტები მართლმადიდებლური „მეზვერისა და ფარისევლის“ კვირაში ინახავენ

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 8 11-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge