ავტორიზაცია



Facebook Image






მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი
ვესაუბროთ სექტანტებს

 

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა მრავალი სახელწოდების ორგანიზაცია, რომელიც გვპირდება გარანტირებულ კეთილმოწყობილ ცხოვრებას აქ, დედამიწაზე და „ბინის ორდერს“ იქ, ზეცაში. ამასთანავე, თავის ყოველ დაპირებას წმინდა წერილის ტექსტიდან ადასტურებს, რის შედეგადაც დაპირება აბსოლუტურად დამაჯერებლად ჟღერს.

 

მაგრამ, როგორც ცნობილია, უდაბნოში მყოფი იესო ქრისტეს ცდუნებას ეშმაკი სწორედ წმინდა წერილის მეშვეობით ცდილობდა. ადამიანის „ნორმალური“ ფსიქიკა იმგვარია, რომ მას ესმის ის, რაც სურს, რომ გაიგოს. „რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურობასა არა თავს-იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდნენ მოძღუართა ქავილითა ყურთაითა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ (2ტიმ. 3-4).

 
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - ლუთერანიზმი

 

კითხვა: რა არის ლუთერანიზმი?

 

პასუხი: ლუთერანიზმი არის ლუთერისა და მისი მიმდევრების სწავლება ქრისტიანულ აღმსარებლობაზე.

 

კ. როდიდან დაიწყო ლუთერანიზმი?

 

პ. ლუთერმა თავის შეხედულებების გამოცხადება დაიწყო ქრისტეშობიდან 1517 წელს.

 

კ. საჭირო იყო ლუთერანიზმის დამკვიდრება ადამიანთა საცხოვნებლად?

 

პ. თავად მისი დამკვიდრების დრო გვიჩვენებს, რომ არ იყო სწორი. თუ ქრისტეს სწავლება 15 ასწლეულის განმავლობაში კმაროდა ადამიანთა საცხონებლად, ლუთერანიზმი რაღა აუცილებელი იყო?! და თუ ლუთერანიზმს საჭირო სწავლებად მივიჩნევთ, მაშინ იძულებულნი ვიქნებით, ვაღიაროთ, რომ თავდაპირველი სწავლება ქრისტეს ეკლესიისა არასაკმარისი ყოფილა საცხონებლად, რაც სრული აბდაუბდა და ღვთის გმობაა.

 
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი – "ენებზე ლაპარაკი"(ორმოდაათიანელთა სექტის შესახებ)

 

თუ ყურადღებით წავიკითხავთ "ქარიზმატული აღორძინების" შესახებ არსებულ ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ ეს მოძრაობა ძალიან მოგვაგონებს წარსულის ბევრ სექტანტურ მიმდინარეობას, რომლებიც ძირითადად ასევე რელიგიური სწავლების ან წეს-ჩვეულების რომელიმე ელემენტის საკმაოდ უცნაურსა და თვითნებურ აქცენტირებას ეყრდნობოდნენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამჯერად გამოცალკევდა კერძო თავისებურება, რომელსაც წარსულის არც ერთი სექტა ცენტრალურად არ მიიჩნევდა, კერძოდ კი ენებზე ლაპარაკი.

 
ორმოცდაათიანელთა მრავალი სექტის წესდების თანახმად, "სული წმიდის მიერ მორწმუნეთა ნათლობა თავდაპირველად ფიზიკური ნიშნით – ენებზე ლაპარაკით არის დამტკიცებული" (ჯ. შერილი, "ისინი სხვა ენებზე ლაპარაკობენ", ნიუ იორკი, 1965). და ეს მხოლოდ პირველი ნიშანი კი არ არის ორმოცდაათიანელთა სექტასთან ან მსოფლმხედველობასთან შეერთებისა – ამ მოძრაობის უმაღლეს ავტორიტეტთა თანახმად, "ენებზე ლოცვის" პრაქტიკა უნდა
 
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - რა მოაქვს საქართველოსთვის "იეჰოვას მოწმეების" სექტას

 

      1. კითხვა: რას წარმოადგენს იეჰოველების სწავლება?

     

      პასუხი: იეჰოველთა სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვალებლობა, რომელიც ამჟამად, ჩვენს დროში არსებობს. მწვალებლობა, ანუ ერესი – ცრუ სწავლებაა, დამახინჯებული სწავლება ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებების შესახებ,რომლებიც სახარებაშია განცხადებული და საეკლესიო გადმოცემაში დაცული. თავის დასაბამს ეკლესია წმინდა მოციქულთაგან – ქრისტეს მოწაფეთაგან იღებს. მისი სწავლება თითქოსდა ერთი მდინარის უწყვეტი ნაკადია, მწვალებელთა სექტებს კი არა აქვთ არც მემკვიდრეობითობა და არც ტრადიცია. ისინი სხვადასხვა დროს ჩნდებოდნენ და წარმოადგენდნენ დამახინჯებულ შეხედულებებს ქრისტიანობაზე ამპარტავნებით შეპყრობილი ცალკეული ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფებისა, რომლებიც მოსწყვეტოდნენ ქრისტესეკლესიას და თავიანთი ცრუ შეხედულებანი დაეპირისპირებინათ მისი ჭეშმარიტი სწავლებისათვის.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 6 11-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge