ავტორიზაცია



Facebook Image






მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი
„ ტოლერანტობა“ (როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულშემწყნარებლობა ) - წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

„ყველაფრის ერთმანეთტან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისაგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა „ ტოლერანტობის“ და „ ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების“ მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა აღმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ – იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას.“
 
„სამოქალაქო უფლება–მოვალეობათა თანასწორობა – ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა – სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა.
 
”მაგნუმ კრიმენ” ანუ მართლმადიდებელთა გენოციდი

 

1204 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობისას პაპისტების მიერ ჯვაროსნებმა ცეცხლსა და  მახვილს მისცეს კონსტანტინოპოლი; ცემდნენ და მუსრს ავლებდნენ მართლმადიდებელ ბერძნებს განურჩევლად წოდებისა, სქესისა და ასაკისა. წმინდა სოფიის ტაძარში ”კეთილშობილმა” რაინდებმა თავისი ხელით დაჩეხეს და ერთმანეთში გაინაწილეს ოქროთი და ძვირფასი ქვებით ჩამოსხმული წმ. სოფიის ტაძრის წმინდა საკურთხეველი. ბიზანტიის ამ უდიდეს წმინდა ტაძარში ჯვაროსნები ღრეობდნენ და მკრეხელობდნენ გარყვნილ ქალებთან ერთად, სვამდნენ ღვინოს ტაძრის სამსახურებელი წმინდა ჭურჭლებიდან, ცეკვავდნენ ტაძრის სამღვდელოების შესამოსელში გამოწყობილები, აგინებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებს, ანადგურებდნენ და იტაცებდნენ წმინდა წიგნებს და ხელნაწერებს, აუპატიურებდნენ კეთილშობილ ქალებს, მონაზვნებსა და ქალწულებს, იტაცებდნენ მოქალაქეთა ქონებას. კათოლიკე პაპისტი ეპისკოპოსები რომის უმკაცრესი ინსტრუქციების თანახმად იკავებდნენ ბერძენთა მართლმადიდებელ ტაძრებს და იქ ამკვიდრებდნენ კათოლიკურ წეს-ჩვეულებებს, მართლმადიდებელი საზოგადოება და ბერ-მონაზვნობა მასიურად რეპრესირებულ იქნა. მართლმადიდებლური ეკლესიები იკეტებოდა.

 
ათონელი ბერების ეპისტოლე იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი, კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე ვეკკას წინააღმდეგ (როდესაც მეფე და პატრიარქი ყველანაირად ცდილობდნენ ლათინებთან გაერთიანებას)

 

მეფეო! რომ ჩამოვთვალოთ საეკლესიო და ღვთაებრივ გადმოცემათა და განგებულებათა ყველა ის დარღვევა, რომლებიც ლათინთა მიერ არის ჩადენილი, მაშინ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და შენს სამეფო სმენას გადაღლის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ აღარ მოვიყვან ჩვენი წმინდა პატრიარქებისა და მღვდელმთავრების ნაწერებს მათ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამხელენ მათ; არამედ მოკლედ მოგწერთ შემდეგს. მათ, მეფეო, ცვლილებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს სხეულის სიმშვენიერიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მთელი სახარებისეული სწავლების ბეჭდად მოციქული იმდენად გალატელებს როდი მიმართავს, რომლებიც მხოლოდ ერთ პუნქტში ასწავლიდნენ სხვაგვარად, არამედ იტალიელებს, რომლებმაც თითქმის დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმინდა მამათა მიერი გარდმოცემა: „დაღათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!“ (გალ. 1,8-9). ასევე მეექვსე მსოფლიო წმინდა კრება თავის I კანონში ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელყოფდეს, იყავნ

 
მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა გამონათქვამები კათოლიციზმის შესახებ

 

                        წმიდა მარკოზ ეფესელი († 1447 )

       “ჩვენ ლათინები ჩამოვიშორეთ არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ ერეტიკოსები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორი იქნება მათთან გაერთიანება. ლათინები არიან არა მხოლოდ განხეთქილების შემომტანნი, არამედერეტიკოსებიც. ამაზე ეკლესია იმიტომ დუმდა, რომ მათი მოდგმა ჩვენზე ბევრად მეტი და ძლიერია.” თუკი ლათინებმა გეზს სრულიად გადაუხვიეს სულიწმიდის საკითხში, რომლის გმობა ყველაზე დიდი საშიშროებაა, .. ცხადია, ისინი ერეტიკოსები არიან და ჩვენ მათ მოვიკვეთთ, როგორც ერეტიკოსებს.” “ასე რომ, ძმანო, გაექეცით ლათინთა სიახლეებსმათ შემომტანებსა და დამამკვიდრებელთ და ერთმანეთთან სიყვარულით დაკავშირებულებმა თავი მოიყარეთ ჩვენს ერთიან სათავეშიქრისტეში(Ахрим. Амвросий(Погодин). Святой Марк Ефесскийи Флорентийская Уния. М. 1994. стр. 333,355)

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 4 11-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge