დასკვნა ყოველივე იმის საფუძველზე, რაც აქამდე გვითქვამს და, ცხადია, იმ ცნობების გამო, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, აშკარა ხდება, რომ
1. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა დანერგოს ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების გაერთიანების იდეა ორი პრინციპით:
ა) როგორც საერთო პასუხისმგებლობა ურთიერთცნობისათვის, ურთიერთპასუხისმგებლობისათვის, ერთობლივი გზისათვის ისტორიაში, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობისა და ერთობლივი მოწმობისათვის.
ბ) როგორც მოწოდება ერთ სარწმუნოებაში, ერთ ევქარისტიასა და განუყოფელი ეკლესიის ერთობლივ ცხოვრებაში ერთიანობისკენ. როგორც უკვე ნათელი გახდა, არც ერთი სახე წარმოადგენს ჭეშმარიტ ერთიანობას, არც მეორეა საკმარისი საფუძველი ერთიანობისათვის, რადგან პროტესტანტული აღმსარებლობები არ აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოება სწორედ იმ სარწმუნოებას წარმოადგენს, რომელსაც დღეს ფლობს კონკრეტული ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესია.