სიტყვა პირველი
1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.
2. ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: მამულის უპირატესობით ერთმანეთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული
|
|
სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა.
დღევანდელი სახარება გვაუწყებს, რომ დედამიწაზე ადამიანები ღმერთს გამოსცდიან! შენ, ადამიანო, ნუთუ შეგიძლია, ღმერთი გამოსცადო. როგორ ბედავ ამას!... წმიდა წერილის თანახმად: "ჰკითხაერთმან მათგანმან სჯულის-მოძღვარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ რქუამას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარომოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათ. 22,35-40). აი,ჭეშმარიტი კანონი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ამსოფლად არარსებობს უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული სხვა რჯული, ამ ორი უმთავრესი მცნების მიღმა.
|
წმიდამან მაქსიმე გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თვისსა და თქუა: მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი; და ერთი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი; და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი; სამგუამოვნებაჲ, განყოფილი რიცხვითა და თვითებითა მით გუამოვნებისაჲთა, და განუყოფელი ღმრთეებითა; რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად. ამისთვისცა ვიტყვით სამგუამოვნებასა და ერთარსებასა და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა ბუნებისა სახენი, ხოლო თვისი თითოეულისაჲ: მამისაჲ – მამობაჲ უშობელი, და ძისაჲ – ძეობაჲ შობილი, და სულისა წმიდისა – გამოსლვაჲ. რამეთუ არცა მამაჲ შეიცვალების ძედ ანუ სულად, არცა ძე – მამად ანუ სულად, არცა სული წმიდაჲ – მამად ანუ ძედ; რამეთუ თვითებანი შეუცვალებელ არიან. ღმრთად აღვიარებ თითოეულსა, რამეთუ სრული ღმერთი არს მამაჲ, სრული ღმერთი არს ძე, სრული ღმერთი არს სული წმიდაჲ; არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ, სამითა გუამითა თანაარსითა. არცა ბუნებითა განიყოფებიან, არცა ადგილით; რამეთუ სადაცა არს მამაჲ,
|
...ვიხილოთ, თუ რას იტყვის, ანუ რომელთა საქმეთათვის, ნუუკუე უნდოსა რასმე სიტყვასა და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყვანი მეთევზურთანი, გარნა ამან არცა ერთი თქუა ამათგანი, არცა გუესმა ესევითარი რაჲმე მისგან, არამედ გუესმნეს მის მიერ სიტყუანი ზეცისანი, რომელნი არავინ სადა ცნნა უწინარეს მისა რამეთუ ესევითართა სწავლათა მაღალთა მოსრულ არს აწ თქმუად ჩუენდა, ვითარ ჭეშმარიტად საუნჯეთაგან სულისა წმინდისათა, ვითარმცა აწ ოდენ მოსრულ იყო ზეცით და უფროისად ცათა შინა მყოფთაცა ყოველთავე არა უწყოდეს ესე, ვითარცა ზემო ვთქუთ.
აწ უკუე ესე არიან სიტყვანი მეთევზისანი? ანუ მრავლისმეტყველთა ამათ რიტორთა თქვეს სადა ესევითარი რაჲმე, ანუ ფილოსოფოსთა და სიბრძნისგამომეტყუელთა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე საქმე არა კაცობრივსა ბუნებისაჲ არს უხრწნელისა მისთჳს და ნეტარისა ბუნებისა ესრეთ
|
1. თეოფილე ავტოლიკეს მოვიკითხავ! ისევე, როგორც სხვა მწერლები, რომლებიც ფუჭი დიდებისათვის მრავალი წიგნის დაწერას ესწრაფვიან და ხან ღმერთების, ხან ომების, ხან კიდევ ჟამთა შესახებ გვაუწყებენ, ხანაც უსარგებლო თქმულებებსა თუ რაღაც მსგავს სისულელეებს გადმოგვცემენ, დღემდე ამასვე ეშურები შენც და უყოყმანოდ თავს იდებ ამგვარ შრომას, ჩვენთან შეხვედრის ჟამს და უგუნურებად რაცხ ჭეშმარიტების სიტყვას და თვლი, რომ ჩვენეული წიგნები ახალია და არა ძველი. სწორედ ამიტომ არ დავაყოვნებ და როგორც ღმერთი მომმადლებს, გაუწყებ ჩვენი წერილის სიძველის შესახებ, გაუწყებ ზოგადი და მოკლე განმარტების სახით, რომ დიდად არ გაგსარჯო, მაგრამ ისე კი მოხდეს, რომ შეიცნო ფუჭსიტყვაობა სხვა წიგნისა.
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 5 5-დან |