ჩვენი საქმეების მიხედვით მოგვეგება მარადისობაში, უფრო სწორედ ჩვენი სულიერი განწყობის მიხედვით, რომელიც ჩვენივე ნებით წარმოიქმნება ჩვენში, მივიღებთ ღირსეულ საზღაურს: მწველი სიამოვნებისათვის - გეენის ცეცხლს, უმეცრებისა და ცთუნების სიბნელისათვის - მარადიულ წყვდიადს, გაუმაძღრობისა და სიცრუის ჭიისათვის, რომელიც განლევს და გარყვნის ჩვენს გულს - დაუძინებელ მატლს. ყბედობისა და სიცილ-ხარხარისათვის - კბილთა ღრჭენას. ამპარტავნულ ქედმაღლობასა და გართობისათვის - დაცემასა და საშინელი სევდის უფსკრულს.
უბრალოდ რომ ითქვას, თითოეული ჩვენი ნებაყოფლობითი მანკიერებისთვის სამართლიანად ვღებულობთ შესაბამის სასჯელს. ჰოი, რაოდენ საცოდავნი ვართ! რატომ არ დავაცხრეთ ჩვენი სხეულის სიმხურვალე მარხვითა და მღვიძარებით, საღმრთო სიტყვათა შესწავლით, - ისინი ხომ ვნებათა ცეცხლის მშვენიერი და ძლიერი დამშრეტელნი არიან, - რათა შემდგომ არ გვეწიოს ცეცხლზე დაწვა! რატომ არ მივაჩვიეთ ჩვენი თვალები, ყურები და ენა ეცქირათ, ესმინათ და ელაპარაკათ ისე, როგორც ამას მათი ბუნება მოითხოვდა, რათა წყვდიადის დათმენა და გამოყრუებული სიჩუმის ატანა არ მოგვიხდეს. გავხადოთ ისინი ღვთაებრივი დიდების ჭვრეტის, სმენის და გამომეტყველების ორღანონი, რათა წმიდანებთან ერთად დავტკბეთ ღვთის ნათლის, სიტყვისა და სიბრძნის განცდით.
|
|
თქვენ მეკითხებით: რა აზრისა ვარ კაცობრივი სიბრძნის შესახებ. ადამიანთა მოდგმა დაცემის დღიდანვე შეუდგა მიწის დამუშავებას, ამქვეყნიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უამრავი ყოფითი საზრუნავი და საფიქრალი გაუჩნდა. მოკლედ, ადამიანისათვის უპირველეს მოთხოვნილებად იქცა მატერიალური მხარის დაკმაყოფილება, რაც ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია.
კაცთა დაცემას მოჰყვა აგრეთვე სხვადასხვა მეცნიერებათა განვითარება, რაც დაცემული ადამიანის აზროვნების ნაყოფია. შთაბეჭდილებებისა და უმწიფარი ცოდნის დაგროვება დაცემულ სამყაროში ცხოვრების უმთავრესი შედეგია. განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც “სიბნელე უკუნეთისა
|
წმიდა ბასილი დიდს მოჰყავს ფარაონის სიტყვები ისრაელისადმი: “გცალს და მოცალე ხართ და მისთვის იტყვით: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩვენსა” და აგრძელებს: “ეს - კეთილი მოცლილობაა და სასარგებლო მოცლილთათვის, ბოროტი მოცლილობა კი – ათინელთა მოცლილობაა, რომელთაც არ იცოდნენ უფრო მეტი გართობა, ვიდრე ახალი ამბების მოსმენა და ამაოდსიტყვაობა.” (საქმ. 17-21) მზაკვარ დემონთათვის სასურველი ამგვარი მოცლილობა ახლაც მრავალთათვისაა საყვარელი გასართობი, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. მავანი იტყვის, რომ წმინდა ბასილი აქ მხოლოდ რიტორიკული ამაოდმეტყველების შესახებ საუბრობს, მაგრამ მოვისმინოთ თუ რას გვასწავლის იგი სოლომონის იგავთა განმერტებისას: “ეგვიპტელთა მიერ მოგონილი გეომეტრიის, ქალდეველთა ასტროლოგიის და საერთოდ ფიგურათა და სიმბოლოთა გარშემო მოტრიალეთაგან ბევრნი უგულებელსყოფდნენ საღმრთო წერილის შესწავლას, დაბერდნენ ამგვარ ამაო ცოდნის ძიებაში, რომლის შესწავლაც სასარგებლო მხოლოდ იმითაა, რომ განვაგდოთ უაზრო და მავნე სწავლანი და გამოვირჩიოთ მხოლოდ სულისთვის სარგო.” (წმ. ბასილი დიდი “მეთორმეტე სიტყვა იგავთა შესახებ”).
|
ბილწსიტყვაობას და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი დაანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას, ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ხუმრობა ჩვენ არ შეგვფერის. აბა რას გვარგებს იცი? სიცილს გამოვიწვევთ მხოლოდ. ჩვენ არ უნდა ვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია. ახლა მხიარულების კი არა, სულთქმის, ტირილისა და ვაების დროა, შენ კიდევ ხუმრობ? თუ გინახავს, ასპარეზზე გამოსულ მებრძოლს ბრძოლა მიეტოვებიოს და ხუმრობა დაეწყოს? ახლოა ეშმაკი, გარს გივლის, ბდღვინავს, შენს გადაყლაპვას ლამობს, ათასგვარ ხრიკებს აწყობს შენს წინააღმდეგ, ფიქრობს, როგორ გამოგაგდოს თავშესაფარიდან, კბილებს აღჭრიალებს, ცეცხლს აჩაღებს შენი ცხოვნებისთვის ხელის შესაშლელად, შენ კიდევ დამდგარხარ და ხუმრობ, უქმსა და უხამს ლაპარაკს აჰყოლიხარ. ასეთი საქციელით ეშმაკს რას დააკლებ? ბავშვებივით ვერთობით საყვარელნო! ისმინე! რას ამბობს პავლე მოციქული, ამსოფლით განსვლას რომ ეპირება: „რომელნი-ესე ვართ ხორცსა ამას შინა, ვკუნესით“ (2 კორ. 5, 4). შენ კი იცინი და ერთობი? ვერ ხედავ მებრძოლთა სახეებს, რა მკაცრნი და შეუვალნი არიან? წარბები შეუკრავთ შიშის მომგვრელად, სახე სასტიკი აქვთ, გული - კეთილი, გონება - გაბედული, სწრაფი და გამჭრიახი, ფრთხილი და მოუსვენარი, თავიანთ რიგებში დიდ წესრიგს, სიმწყობრესა და სიჩუმეს იცავენ. იმაზე აღარას ვამბობ, რომ უჯერი სიტყვა არ დასცდებათ - საერთოდ არ ლაპარაკობენ. თუკი ისინი, ვინც
|
უჩვეულო სასწაული, გამოუთქმელი ძალი და საშინელი საიდუმლოა – მღვდლობის საიდუმლო! იგი სულიერი, წმინდა, მაღალღირსი და უყვედრელია. გარნა ზეცით გარდამოხდილმან ქრისტემან მოანიჭა ესე მდაბალთა. გმოძღვრავთ და გვედრით ცრემლითა და სულთქმითა, რაითა მოვხედოთ ამა საუნჯეს მღვდლობისას, რომელ დამმარხველია სიწმინდისა და ღირსებისა. და კუალად – ნათელია იგი და საჭურველი უბადლო, სვეტი ურყევი და გალავანი ურღვევი. იგივ საძირკველია მტკიცე, მიწითგან ზეცად აღმავალი; და რაჲსა ვიტყვი, ძმანო? – უზეშთაესა ცასა–ცათასა აღვალს იგი და შორის უხორცოთა მათ ანგელოზთა თანა მკვიდრობს და შორის ძალთა ზეცისათა სამღვდელონი თვით მეუფისა და შემოქმედისა თანა ზრახვენ და მოიღებენ მხნეობას. გარნა არა დავცხრები, ძმანო ქებად მის ხარისხისა, რომელ მოანიჭა სამებამ ადამის ძეთა. მით იხსნა ქმნული ყოველი და განანათლა; მოძღვართ მეოხებითა აღივსო წმინდათა და ღვთივსათნო კაცთაგან მთანი და ბორცვნი და ტყენი და უფრსკულნი. ხოლო ვიტყვი ამას მონაზონთათვის, ვითარ თქუა ესაია დიდებითმეტყველმან : „ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა“ (ესაია 42. 11, 12). მოძღვართ აღგავეს ქვეყნითგან უსჯულოება, მოძღვართ დაამკვიდრეს სოფლად ქალწულება; მისითა შეიკრა ეშმა დაცემული; და განიწმიდენ მრუშნი, და განსპეტაკდნენ მეძავნი და წინამძღვრად ჭეშმარიტებისად გამოჩნდნენ უგუნურნი; ხოლო უსჯულონი
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 4 5-დან |