ავტორიზაცია



Facebook Image






აღმოსავლური რელიგიები
შენიშვნები „რეინკარნაციის“ შესახებ – მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილშემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა - რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად - მთარგმ. შენიშვნა). ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ

 

ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც - ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია.

 
ბუდიზმი და ლამაიზმი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   კლასიკური ბუდიზმი* გვერდს უვლის მეტაფიზიკურ პრობლემატიკას და განზე ტოვებს  რელიგიისთვის ისეთ ონტოლოგიურ ცნებებს, როგორებიცაა ღმერთი, ადამიანის სული, სამყაროს მიზეზი და მიზანი. ბუდიზმი ასწავლის, თუ როგორ უნდა გათავისუფლდე ტანჯვისგან და საკუთარ თავში ყოფიერების სურვილის განადგურებით როგორ აღმოჩნდე მსოფლიო ტრაგედიის გარედან მაყურებელი. ბუდისტური თავისუფლება - ეს თავისუფლებაა სამყაროსაგან, თავისუფლება საკუთარი თავისაგან და თავად თავისუფლებისაგან.

 
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი – ინდუიზმის შესახებ

 

  altინდუიზმის თავდასხმა ქრისტიანულ სამყაროზე
  
"რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95,5).
 
ეს თავი დაიწერა ერთი ქალის გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ოდესღაც კათოლიკურ მონასტერთან არსებულ უმაღლეს სკოლაში სწავლობდა და იმავე დროს 20 წლის მანძილზე ინდუიზმის მიმდევარი იყო, მაგრამ ღმრთის წყალობით ბოლოს მართლმადიდებლობა მიიღო და საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახდა. ამჟამად იგი დასავლეთის სანაპიროზე ცხოვრობს. იქნებ მისი მონათხრობი დაეხმაროს იმ გზააბნეულ ქრისტიანებს, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო ხანს ესოდენ მომრავლებულმა "ლიბერალმა ღმრთისმეტყველებმა" აცთუნეს. ქრისტეს ეკლესიაზე ინდუიზმის შეტევის პასუხად მათ დიალოგი გაუმართეს ამ წარმართული რელიგიების "მოგვებს" და ფაქტიურად მათთან ერთად თაყვანს სცემენ წარმართთა ღმერთებს.
 


კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge