ავტორიზაცია



Facebook Image






საცდურები
მოდერნიზმის შხამი - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

 

„და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქვენდა შემდგომად განსვლისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არ ერიდებოდნენ  სამწყსოსა; რათა  განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა ამისთვის  იღვიძებდით“…(საქმე მოციქულთა 20,29-31)

პავლე მოციქულმა სამყარო შემოიარა სახარების ქადაგებით. მისი გამაფრთხილებელი სიტყვები ერთბაშად ახდა და დღემდე საფრთხე  არსებობს. ამ ორი ათასი წლის განმავლობაში რამდენი ცრუსწავლება გაჩნდა, რომლებიც ქრისტეს სამწყსოდან ცხვრებს, როგორც  მგლები ისე იტაცებდნენ; რამდენჯერ ქრისტეს ეკლესიის წიაღში აღდგნენ ისეთები, რომლებიც „იტყოდნენ გულარძნილს“, ქრისტეს სწავლებას ამახინჯებდნენ და „განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა“ აურაცხელია მათი რიცხვი.

 
ეზოთერიზმი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

საკითხს რელიგიის ეზოთერიზმის შესახებ ჩვენი თანამედროვეებისათვის პირველ ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნის ბაზარს ოკულტური ლიტერატურა მოაწყდა, რომელიც ეზოთერიზმზე - ძველ სიბრძნედ წოდებულ რაღაც საიდუმლო ცოდნაზე პრეტენზიას აცხადებს, უფრო იმიტომ, რომ ამ პრობლემის სწორად გადაწყვეტა საშუალებას გვაძლევს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება უკეთ გავიგოთ, გავიაზროთ და შევაფასოთ. ყველა ეზოთერული სწავლება რჩეულობას და ელიტარულობას იჩემებს. ის სულის არისტოკრატებს - ეზოთერიკოსებს პროფანების ბრბოსთან - ეგზოთერიკოსებთან აპირისპირებს, რომლებიც საზოგადოების გარეგან შრეს, ერთგვარ ქერქს წარმოადგენენ. წარმართული რელიგიებისათვის ნიშანდობლივი ეს კონცეფცია მკაფიოდ გამოიხატა გნოსტიკურ სწავლებებში, სადაც ადამიანები ერთმანეთისაგან იზოლირებულ სამ ხარისხად დაიყვნენ:

 
გრძელი გზა ექსტრასენსორიკიდან მართლმადიდებლობისაკენ

 

მორჩილი ცელესტინა ამერიკელი მართლმადიდებელია. იგი ჩრდილოეთ კალიფორნიის წმიდა ქსენია პეტერბურგელის სახ. დედათა მონასტრის წევრია. გთავაზობთ დედა ცელესტინას მონათხრობს, იმის შესახებ თუ როგორ მოექცა იგი მართლმადიდებლობაზე.

„საოცრად მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ბედნიერებას ეზიარონ ჭეშმარიტებას, შეიმეცნონ ღმერთი და გაეცნონ წმიდანთა საოცარ ცხოვრებას! რადგან ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ მტვერია, როდესაც შენს წინაშე მცირეოდენით მაინც წარმოჩინდება ქრისტეს ჭეშმარიტება!“

 
განხეთქილების ფსიქოლოგია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

განხეთქილება ეკლესიის ცხოვრებაში არა ოდენ ეკლესიოლოგიურ, არამედ უფრო ფსიქოლოგიურ  მოვლენას წარმოადგენს, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს ადამიანის გულის სიღრმეში, თავად პიროვნების ცნობიერებისთვის არცთუ იშვიათად დაფარული ბნელი ვნებების და დემონური განცდების წიაღში. განდგომილნი, წმინდა მამათა სიტყვებით, დაცემული არქისტრატეგოსის ცოდვას იმეორებენ. რამ აიძულა მთავარანგელოზი, აღდგომოდა შემოქმედს და ზეციური ეკლესიიდან მოეწყვიტა ანგელოზთა მესამედი?

           

წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ უგუნური საქციელის მიზეზი სიამაყე იყო. ლუციფერი მოხიბლა საკუთარმა სილამაზემ და დიდებამ, დაავიწყდა, რომ მისი სრულყოფილება მხოლოდ უფლის საჩუქარია, თავად კი ღვთის ნებით არმყოფობიდან გამოხმობილი არარაობაა; მან თავი ღვთის თანასწორად ჩათვალა და სინათლის ანგელოზიდან ბნელეთის ანგელოზად იქცა. ამრიგად, განხეთქილების მიზეზია სიამაყე. როგორც სინათლე იშვა ფერთა სპექტრად, ისე სიამაყე ნაწევრდება და ვლინდება მრავალ ვნებად, რომლებიც ერთი ჯაჭვის რგოლებს შეადგენენ. ესენია: ურჩობა, ძალაუფლების მოყვარება, ქედმაღლობა, თავმომწონება, მეოცნებეობა, და ბოლოს, სრული დემონური მედიუმური მდგომარეობა, რასაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ. აქედან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია.

 
ფანატიზმი – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

altადამიანური სიტყვა ურთიერთობისა და თვითგამოხატვის საშუალებაა. მაგრამ ჩვენ ლექსიკონში არის სიტყვები, რომლებსაც უკვე აღარ აქვს მკაცრად განსაზღვრული აზრობრივი დატვირთვა და საქმის არსს, ნაცვლად ცხადყოფისა, უფრო ბუნდოვანს ხდიან. ზოგი მათგანი იქცა იარლიყად ან მეტსახელად, რომელთაც განუკუთვნებენ მათ, ვინც არ ეთანხმება რაიმე აზრს ან ვინმეს პოზოციას. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა, რომლის შინაარსიც ადამიანებს მთლად ცხადად არ ესმით, არის დღეს ესოდენ მოდური გამოთქმა „ფანატიზმი“. ურყევი შეხედულებების მქონე პიროვნებას ხშირად ფანატიკოსს უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია მყარი მსოფლმხედველობითი პოზიცია, რომლის შეცვლა არც სურს და არც ზნეობა აძლევს ამის ნებას. გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ფანატიკოსებად მოიხსენიებდნენ საერთოდ ყველა რელიგიურ ადამიანს; როდესაც მორწმუნეს ეძახდნენ გონებადაბნელებულს, ამაოდ მორწმუნეს, სურდათ, თავად ღვთისადმი რწმენა უმეცრებად, ფანატიზმად ან თვალთმაქცობად წარმოეჩინათ. და ახლა, ჩვენს დროში, სიტყვა „ფანატიზმს“ ისევ იყენებენ, რათა გარკვეულწილად სახელი გაუტეხონ, ჩირქი მოსცხონ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შეხედულებები აქვს და მათ ხელთათმანებივით არ იცვლის, არც ქამელეონივით იღებს სხვა ფერს გარემო პირობების მიხედვით. ამიტომაც გვმართებს, გავერკვეთ, რა არის ფანატიზმი და რა - პრინციპულობა.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 2 4-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge