ავტორიზაცია



Facebook Image






საცდურები
ოსიპოვის ცდომილებებზე – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ევქარისტიის შესახებ

– საღვთისმეტყველო ფანტაზიები

– ნამდვილად კარგია კი ჯოჯოხეთში?

 

 
რისი სწამს დიაკვან ანდრია კურაევს? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   პირადად მე ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მამა ანდრია კურაევისა, კერძოდ, მისი ნიჭიერი პოლემიკური სტატიებისთვის, რომლებშიც იგი მახვილგონივრულად ებრძვის ეკლესიის მტრებს, განსაკუთრებით  ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. იგი სწრაფად რეაგირებს პროვოკაციებსა და თავდასხმებზე, ეკლესიის წინააღმდეგ რომ ეწყობა, შეუძლია თავისი ცოდნისა და ძალების მობილიზება მათთვის პასუხის გასაცემად. მამა ანდრია თვალსაჩინო საეკლესიო ჟურნალისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ადამიანებს აშფოთებს. მაგრამ ამავე დროს ვერ ვიშორებ

 
დარვინიზმი – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

    

      ერთი რამ თავიდანვე უნდა ითქვას: თანამედროვე მეცნიერებაში უამრავი თეორია და ჰიპოთეზა არსებობს, არა  მარტო განსხვავებული ერთმანეთისაგან, არამედ დიამეტრულად საწინააღმდეგოც. ამიტომ დარვინის თეორია უბრალოდ  ერთ-ერთი მრავალთაგანია (თანაც მას არც კი გააჩნია რაიმე  ფაქტობრივი მტკიცებულებანი), მაგრამ ამასთან - ყველაზე  გავრცელებულიც. რაში მდგომარეობს დარვინიზმის პრინციპი? ბუნებაში განუწყვეტელი ბუნებრივი შერჩევა მიმდინარეობს. არსებობისათვის ბრძოლაში უფრო ძლიერი ორგანიზმები ახერხებენ გადარჩენას, გარემოსთან ნაკლებად შემგუებლები და სუსტები კი იღუპებიან. ორგანიზმებს უყალი-ბდებათ გადახრები სახეობიდან, რაც სასარგებლოც შეიძლება გამოდგეს, და მაშინ ამ ორგანიზმებს გადარჩენის დამატებითი  შანსი ეძლევათ. სასარგებლო ნიშნები მემკვიდრეობით გადაეცემა. ასე ჩნდება ცოცხალ არსებათა ახალი ფორმები და  სახეობები. განვითარება მარტივიდან რთულისაკენ მიმდინარეობს.

 
თავსმოხვეული სიცრუე დავით აღმაშენებელზე

 

„საჩინო ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის;

ნათლის-ფერ ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის;

ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის“
არსენ ბერი

 
ყრმათა გახრწნის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

თუ ვინმე გვკითხავს, ჩვენი ცხოვრების რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი, ჩვენ ალბათ ვუპასუხებთ, რომ ეს იყო ბავშვობა. ბავშვობის მოგონებებში არის რაღაც განსაკუთრებული მიმზიდველი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ბავშვობაში არის რაღაც აუხსნელი - ის, რაც დავკარგეთ, როცა გავიზარდეთ.

 
ბავშვის ემოციური სამყარო უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე მოზრდილისა. ბავშვი ყველაფერს, რაც მის გარშემოა, უშუალოდ აღიქვამს და თამაშშიც კი არ კარგავს ამ უშუალობას. ადამიანის სიწმინდე პირობითია, მაგრამ ბავშვი, რომელშიც ჯერ არ გაუღვიძია ვნებებს, სამყაროს სხვა თვალით უყურებს და ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ხატოვნად თუ ვიტყვით, იგი ცაზე იმ ვარსკვლავებს ხედავს, რომლებიც ჩვენი თვალისათვის უხილავია. ბავშვს შეუძლია უფრო ღრმად განიცადოს, უფრო გულწრფელად უყვარდეს, უფრო ერთგული მეგობარი იყოს. როცა ადამიანს ძალიან უჭირს, უნებლიეთ იხსენებს ბავშვობას - ნათელ განთიადს მისი ცხოვრების ცის კამარაზე, რომლებიც შემდეგ
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 3 4-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge