კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი პეტროს მკაწრველი, რომელიც V ს. II ნახევარში ანტიოქიის პატრიარქი გახდა, მაგრამ ამ მონოფიზიტობისათვის გააძევეს ამ კათედრიდან, სომხეთში გადავიდა, სადაც ამავე მწვალებლობას დაუდო სათავე, რომელიც „ხაჩეცარის“ სახელით გავრცელდა სომხეთში და მას კერძო – სომხური მრავალი წვალება დაემატა. მათ შორის არის ალაჯორის, ანუ სუბსარქისის მარხვა, რომლის შესახებაც გადმოგვცემს „საქართველოს სამოთხე“ (გვ. 629-633) და რომელსაც სომეხი მონოფიზიტები მართლმადიდებლური „მეზვერისა და ფარისევლის“ კვირაში ინახავენ
|
|
სომხური ბოროტმორწმუნეობა, რომელიც მრავალი მწვალებლობისაგან შედგება, სამ უმთავრეს, ყველაზე უფრო უწმინდურ და საძაგელ მწვალებლობას შეიცავს. პირველი და უბოროტესი მათი ზრახვა ის არის, რომ ღმერთ-სიტყვის მაცხოვნებელი წამებისას, მათი აზრით, უვნებელი ღვთაებაც ისევე მოკვდა, როგორც კაცთა ნათესავი; მეორე მათი უმთავრესი მწვალებლობა ბრძნობს, რომ განკაცებულმა სიტყვამ ღვთისამ, ზეცად ამაღლების შემდგომ, განიძარცვა ყოვლადწმიდა ღვთისმ შობლის ყოვლადწმიდა სისხლით მიღებული სხეული; ხოლო მესამე მათი უმთავრესი მწვალებლობა ის არის, რომ არასწორად აღრევს ქრისტეში შეურევნელად შეერთებულ ორ ბუნებას – კაცობრივს და ღვთაებრივს, რომელნიც, ვითომდაც, ერთ ბუნებად იქცა.
ასეთია უმთავრესი მათეული ღმრთივსაძაგელი მწვალებლობები და რა შეიძლება ვთქვათ მართლმადიდებლებმა წინააღმდეგ ამისა? ნუთუ ჩვენ
|
1046 წ. ბაგრატ მეფის დროს, ღრტილას კრებაზე, არტანუჯში, მოხდა სომეხ მონოფიზიტებსა და ქართველ მართლმადიდებლებს შორის სარწმუნოების საკითხებზე სიტყვისგება, რომლის დროსაც ქართველმა მოძღვარმა ექვთიმე გრძელმა (იერუსალიმელმა) საჯაროდ განაქიქა სომეხ მონოფიზიტთა მოძღვარი სოსთენი. ამ პაექრობის ოქმებმა ჩვენამდე მოაღწია. იგი გამოსცა მიხეილ საბინაშვილმა წიგნში „საქართველოს სამოთხე“.
ღვთისმსახური მეფის, ბაგრატის დროს, შედგა კრება ღრტილას, რომელიც ერისკაცთა კრება უფრო იყო, ვინემ სამღვდელო.
იყო ვინმე მონაზონი, ნათესავით სომეხი, მათი მოძღვარი და წინამძღვარი სჯულისა, სახელად - სოსთენი - კაცი ენამანქანა და მათი განდრეკილი სარწმუნოებისა და სწავლათა დიდადმცოდნე. ერთხელ იგი, ჩვეულებისამებრ, მივიდა ბაგრატ მეფესთან და ზვაობითა და ამპარტავნებით დაიწყო თავისი სჯულის ქება, ხოლო
|
ვითარმედ, ვითარმცა ხრწნილებისა, რომელ არს შიმშილი, წყურვილი და სხუა კაცობრივი უხრწნელებისა არა მგონებელნი, შეიჩუენებიან.
და ვითარცა ერთისა ბუნებისასა ქრისტესსა შორის მგონებელნი, მგმობელნი, შეიჩუენებიან.
და ვითარცა ერთსა მოქმედებასა ქრისტესსა მგონებელნი, მგმობელნი, შეიჩუენებიან.
და ვითარცა ერთსა ნებასა მის შორის ბოროტად მეჩქურენი. შეიჩუენებიან.
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 1 2-დან |