ავტორიზაცია



Facebook Image






ეკლესიის საზღვრები
საეკლესიო კალენდრის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

დაუსრულებელი პოლემიკა საეკლესიო კალენდრის შესახებ შესაძლოა ტავტოლოგიად იქცეს - თითოეული მხარე ერთი და იგივე აზრისა და მდგომარეობის ვარირებას მოახდენს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ყოველი კულტურული და მიზანშეწონილი დისკუსიისათვის საჭიროა განსაზღვრული გეგმა. რეფორმის მომხრეებს ვთავაზობთ უპასუხონ მთელ რიგ პრინციპულ კითხვას, რომლებსაც ჩვენი აზრით მდუმარედ აუარეს გვერდი, ანუ შეგნებულად მოახდინეს მათი იგნორირება.
 
მღვდელოწამე ირინეოს ლიონელი - სად არის ჭეშმარიტება?

 

ჭეშმარიტება მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაშია. არ ეგების სხვებთან ძიება ჭეშმარიტებისა, რისი შეძენაც იოლია ეკლესიაში, რადგან მოციქულებმა, როგორც მდიდარმა საგანძურს, სრულად შესძინეს მას ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას უკავშირდება; 

 

ასე რომ, ყველა მსურველი მისგან იღებს სასმელს ცხოვრებისას. სწორედ ის არის კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი „მასწავლებელი“ ქურდი და ავაზაკი. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ამ უკანასკნელთ, უდიდესი გულმოდგინებით ავირჩიოთ ის, რაც ეხება ეკლესიას, და შევიწყნაროთ გადმოცემა ჭეშმარიტებისა. რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე დავის დროს ნუთუ არ გვმართებს, მივმართოთ უძველეს ეკლესიებს, - მოციქულთა სამყოფელს - და იქიდან მივიღოთ სარმწუნო და ცხადი პასუხი?!

       

მოციქულებს რომ არ დაეტოვებინათ  ჩვენთვის ნაწერები, ნუთუ არ უნდა მივყოლოდით განაწესს გადმოცემისა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ მათგან, ვისაც მოციქულებმა ანდეს ეკლესია?!

 
წმიდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული - ქრისტიანობაში არაფერი არ უნდა შეიცვალოს

 

ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები

 

    ჩემს ყურამდე მოაღწია, თითქოს ჩემის სწავლებანი ძალზე მკაცრად მიგიჩნევიათ და ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ასე აზროვნება არ შეიძლება, ასე ცხოვრება არ შეიძლება, და ალბათ - ასე სწავლებაც არ შეიძლება. ის დრო აღარაა! - როგორ გავიხარე ამის გამგონემ! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყურადღებით მისმენთ, და არა მარტო მისმენთ, არამედ მოსმენილის შესრულებაც მოგინდომებიათ.  - მეტი რაღა შეიძლევა ვისურვოთ ჩვენ - რომელნიც იმას ვქადაგებთ, როგორც გვამცნეს და რაც გვამცნეს.

 
პასუხი კითხვაზე - თუ რატომ გვეკრძალება მუხლთმოდრეკით ლოცვა კვირა დღეს

 

ამ საკითხის შესახებ კანონიკურ სწავლებას ქრონოლოგიური სიზუსტით მოგაწვდით.

1. დიდი სჯულისკანონი, პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის და მოწამის (311 წ.)  - მე-15 კანონი:

 „არავინ მაბრალობს ჩვენ დაცვისათვის ოთხშაბათისა და პარასკევისა, რომელთა შინა მარხვაი სჯულიერად დაწესებულ არს ჩვენდა პირველითგანისა მიცემისაებრ ოთხშაბათისაი უკუე ჰურიათა მიერ შეპყრობისათვის უფლისა ქმნულისა განზრახვისათვის, ხოლო პარასკევისაი - საცხოვრებელისა ვნებისა მისისათვის, ხოლო კვირიაკესა სულიერისა სიხარულისა დღედ გარდავიხდით მას შინა მკუდრეთით აღდგომილისა უფლისათვის, რომელსა შინა არცა მუხლთა მოდრეკაი მოგვიღებიეს“.

 

2. დიდი სჯულისკანონი, I მსოფლიო კრების (325 წ.) მე-20 კანონი:

„ვინაითგან არიან ვიეთნიმე, რომელნი კვირიაკესა შინა და დღეთა წმიდათა ერგასისათა1 ჰყოფენ მუხლთ-მოდრეკათა, ესე დაცვულ იქმენინ ყოვლითურთ ყოველთა შინა ეკლესიათა, ვითარცა წმიდისა კრებისა მიერ განჩინებული, რაითა მდგომარენი მისცემდნენ ღმერთსა ამათ დღეთა შინა ლოცვათა თვისთა“.

 
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - რატომ ვერ ცხონდება არამართლმადიდებელი

 

რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგრეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, -
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 3 4-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge