საყვარელნო ძმანო! ამ მართლმადიდებლობის კვირიაკეს, ბუნებრივი იქნება ჩვენი საუბარი დავიწყოთ შეკითხვით: რა არის მართლმადიდებლობა?
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნება და მსახურებაა ღვთისა, მართლმადიდებლობა თაყვანისცემაა ღვთისა, სულითა და ჭეშმარიტებითა, მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნებითა და თაყვანისცემით განდიდებაა ღვთისა. მართლმადიდებლობა ღვთის მიერ, მისი ჭეშმარიტი მსახურის გამოჩინებაა სულიწმინდის მადლის მინიჭებით. სულიწმიდა დიდებაა ქრისტიანთა. სადაც არ არის მადლი სულისა წმიდისა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.
არ არის მართლმადიდებლობა ადამიანურ სწავლებასა და ნააზრევში, აქ მეუფებს მტყუარი გონება – ნაყოფი დაცემისა. მართლმადიდებლობა სულიწმიდის სწავლებაა, ღვთით მონიჭებული, ადამიანთა საცხოვნებლად. სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ ცხონების გზაც დაკარგულია. «რომელსა უნდეს ცხოვრებად, პირველ ყოვლისა თანა არს მას პყრობად კათოლიკე სარწმუნოება, რომელი უკეთუმცა ვინმე არა დაიმარხოს სრულიად და უბიწოდ, თვინიერ ყოვლისავე რაიმე მიზეზისა, საუკუნოდ წარწმდეს იგი.»
|
|
"ჰოი, ქრისტიანებო, ნუ მომაკლებთ ამ საღმრთო ნიჭს!"
აბბა პალადიმ გადმოგვცა ერთ-ერთი ბერის - აბბა ანდრიას მონათხრობი:
"ახალგაზრდობაში საკმაოდ უწესოდ ვცხოვრობდი, - ჰყვებოდა აბბა ანდრია. - ერთხელ, შფოთისა და არეულობის დროს, სხვებთან ერთად პალესტინაში გამოვიქეცი. სულ ცხრანი ვიყავით. ჩვენ შორის იყო ერთი ფილობონისი და ერთი ებრაელი. უდაბნოში ებრაელი იმდენად დასუსტდა, რომ ყოველგვარი ძალა გამოეცალა. ყველანი სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდით, არ ვიცოდით, რა მოგვეხერხებინა მისთვის. თუმცა არ მიგვიტოვებია, - თითოეულ ჩვენგანს, ვისაც რამდენ ხანს შეეძლო, ზურგზე აკიდებული მოჰყავდა იგი. არ გვინდოდა, უდაბნოში მომკვდარიყო, ვფიქრობდით ქალაქამდე ან სოფლამდე მაინც მიგვეყვანა. მაგრამ ჭაბუკი შიმშილისგან და წყურვილისგან, ციებ-ცხელებისგან და აუტანელი დაღლილობისაგან უკვე სიკვდილის პირას იყო. ისიც კი აღარ შეეძლო, რომ სხვებს ეტარებინათ. მაშინ ცრემლებით დავიტირეთ იგი და გადავწყვიტეთ უდაბნოში დაგვეტოვებინა, რადგან ვშიშობდით, ჩვენც არ მოვმკვდარიყავით წყურვილით. ჭაბუკი ქვიშაზე დავაწვინეთ, თან ვტიროდით. როცა დაინახა, რომ წასვლას ვაპირებდით, ის მხურვალედ შეგვევედრა:
|
წმიდა ეკლესია - ღმერთის უდიდესი, უწმიდესი, უსახიერესი, ყოვლად ბრძნული და აუცილებელი დაწესებულებაა ამქვეყნად; ეს არის ჭეშმარიტი სჯულის კარავი ღმრთისა, რომელიც ღმერთმა აღმართა და არა - ადამიანმა: არც ლუთერმა, არც კალვინმა თუ მუჰამედმა, არც ბუდამ თუ კონფუციმ, ვნებებით შეპყრობილმა ადამიანებმა. ეკლესია არის ადამიანთა ღმრთივდადგინებული კავშირი, რომელშიც ისინი გაერთიანებულნი არიან რწმენით, მოძღვრებით, მღვდელმთავრობითა და საიდუმლოებით; ეს არის ქრისტეს სულიერი მხედრობა, აღჭურვილი სულიერი ყოვლადსაჭურველით ეშმაკის შეიარაღებული აღურაცხელი ლაშქრის წინააღმდეგ; ეს არის სულიერი სამკურნალო სახლი, სადაც ცოდვის წყლულებით მოუძლურებული კაცობრიობა იკურნება ღმრთივმონიჭებული მადლმოსილი საკურნებელი საშუალებებით: სინანულით და ქრისტეს წმიდა საიდუმლოთი - ქრისტეს ხორცსა და სისხლს ზიარებით, და ღვთის სიტყვით, ქრისტეს სიტყვიერი სამწყსოს მწყემსთა დამოძღვრა-ქადაგებებით, რჩევა-დარიგებითა და ნუგეშის-ცემით; ეს არის - განწმენდის, მეორედ შობისა და კურთხევის საერთო ემბაზი; ეს არის - ღმერთის საკურთხეველი, წმიდათაწმიდა, რომელშიც ყოველნი განათლდებიან და იკურთხებიან სულიწმიდით ნათლის-ღების, მირონცხებისა და სხვა საიდუმლოთქმედებებისა და ღვთისმსახურებათა მეშვეობით; ეს არის - სულიერი მზე, რომელიც განანათლებს ამქვეყნად ყველას, წყვდიადსა და სიკვდილის ჩრდილში მჯდომარეთა და მოკვდინებულთ ცოდვებით.
|
ერთხელ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეს – პოლიკარპე სმირნელს, რომელსაც “აღმოსავლეთის მამას” უწოდებდნენ, გნოსტიკოსი კარპოკრატე შემოხვდა და წესისამებრ მიესალმა, მაგრამ მღვდელმთავარმა უხმოდ აუარა გვერდი.
– პოლიკარპე! – შესძახა გნოსტიკოსმა. – ვერ მიცანი, ვინა ვარ? _ გიცანი პირმშო სატანისაო! – მიუგო წმინდანმა.
შესაძლოა ძალზე მკაცრადაც მოგვეჩვენოს და კიდეც გვეუცხოოს ამგვარი სიტყვები იმ ადამიანისგან, რომლის მოძღვარსაც “სიყვარულის მახარობლად” იხსენიებენ. მღვდელმთავრის სიტყვებმა ისე გაიხმიანეს ჰაერში, როგორც იესო ქრისტეს შოლტმა იერუსალიმის ტაძრის კედლებში, როდესაც მან სიწმინდის შეურაცხმყოფელნი გამოასხა ღმრთის სახლიდან. წმ. პოლიკარპე არწმუნებდა თავის სამწყსოს, რომ შეუძლებელია რაიმე კავშირი არსებობდეს ქრისტეს ეკლესიასა და სატანისტურ სექტებს შორის, და რომ, თუმცა გნოსტიკოსები თავიანთ თავს სულიერ ქრისტიანებს უწოდებენ, ისინი იმდენად შორს არიან ქრისტიანობისგან, როგორც ნათელი შორსაა ბნელისაგან.
|
მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება და ღვთისთაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღმერთის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღვთის განდიდება მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და მისდამი თაყვანისცემით, მართლმადიდებლობა არის ღვთის მიერ ადამიანის განდიდება, ჭეშმარიტი, ღვთის - მსახურისა, ყოვლადწმიდა სულის მინიჭებით. სულიწმიდა არის ქრისტიანთა დიდება, სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.
მართლმადიდებლობა - სულიწმიდის სწავლებაა. ღვთისგან მონიჭებული ადამიანთა საცხოვნებლად. „ვისაც ცხონება სურს, უპირველესად უნდა ეპყრას კათოლიკე (საყოველთაო) სარწმუნეობა, ხოლო ვინც მას მთლიანად და უცვლელად არ იცავს, საუკუნოდ დაიღუპება“ - ამბობს ათანასე დიდი (წმ. ეგნატე ბრიანჩნინოვი.) წმ. მართლმადიდებელი ეკლესია არის მაცხოვნებელ ნიჭთა საგანძური. ყოველივეს, რაც ცხონებისთვის გჭირდება - მხოლოდ მართლმადიდებლობაში იპოვი. თვით უფალი მის გარეშე მადლს არ გვანიჭებს. ღმერთმა ინება ამგვარად მოწყობა. გახდა რა თავი ეკლესიისა, იგი მოქმედებს ჩვენს საცხოვნებლად მხოლოდ მისი სხეულის საშუალებით. და ნუ ეძებ ცხონების საგანძურთან სხვა მიმყვანებელ გზას. იგი არ არსებობს.
|
|
|