ავტორიზაცია



Facebook Image






კათოლიციზმი
ვატიკანის 1962-1965 წ.წ. II კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება

 

                                     ქვეთავი 1

                                     ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება

 

: ვატიკანის II კრება, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა კათოლიკური სარწმუნოების არსი, რატომ უნდა მივიჩნიოთ კათოლიციზმის ისტორიაში გამყოფ ზღვარად?

: ვატიკანის 1962-1965 წ.წ. II კრებაზე, რომელსაც “მოდერნისტული” და “ეკუმენისტური” ეწოდა, ერთი მხრივ, ტრადიციული კათოლიკური სწავლებისადმი მათი ერთგულება იქნა დეკლარირებული, რომელსაც ქრისტიანული ეკუმენიზმის (იხ. ქვემოთ. ქვეთავი 5) მიმართულება მიეცა; ხოლო, მეორე მხრივ, ეკლესიის, ღმერთის, ადამიანის ცხონებისა და ღვთის ჭეშმარიტებების შესახებ ახალი დოგმატური სწავლება იქნა მიღებული. ამ სწავლებამ გამოხატა რელიგიათშორის ეკუმენისტური (ანუ პანეკუმენისტური) პოლიტიკა და რომაული კათოლიციზმი ახალწარმართობად გარდაქმნა.

 
ღირსი თეოდოსის ანდერძი დიდი მთავრისადმი (ლათინო-პაპისტების შესახებ)

 

“უფალო, გვაკურთხენ! სიტყვა მაქვს შენთან, ღვთისმოყვარეო მთავარო! მე, უღირსი თეოდოსი, მონა წმიდისა სამებისა - მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, წმიდა და მართლმადიდებლურ რწმენით შობილვარ და მართლმადიდებელ მამისა და დედის კეთილმოძღვრებით აღვზრდილვარ.

 
ლათინურ რწმენას ნუ თანაეზიარებით, მათ ადათ-წესებს არ მისდიოთ, მათ ზიარებას გაექეცით, მათ ყოველგვარ სწავლებას მოერიდეთ და მათი ზნე-ჩვეულებები იუკადრისეთ.
 
უფრთხილდი, შვილო, მრუდე რწმენის მიმდევართ და ყოველგვარ საუბარს მათთან, რამეთუ აღვსილა მათგან ჩვენი მიწა. თუკი ვინმე
 
ღირსი ამბროსი ოპტინელის პასუხი ლათინური ეკლესიისადმი კეთილგანწყობილთ იმაზედ, რომ უმართებულოდ შეასხამენ ქებას პაპისტებს მათი ეკლესიის ცრუ ღირსებისათვის

 

ზოგიერთ მართლმადიდებელს ტყუილად უკვირს რომის ეკლესიის პროპაგანდა, მისი მისიონერების ცრუ თავგანწირვა და მოღვაწეობა და ლათინი მოწყალების დების გულმოდგინება. ისინი არასწორად მიაწერენ ლათინურ ეკლესიას იმ მნიშვნელობას, თითქოსდა მართლმადიდებელი ეკლესიისგან მისი ჩამოშორების შემდეგ ამ უკანასკნელმაც ვერ შეინარჩუნა თავისი ხასიათი (ანუ მართლმადიდებლობა - მთარგმ.) და საჭიროებს ლათინურ ეკლესიასთან შესაერთებელი გზების ძიებას.  ლათინთა ენერგიული მოღვაწეობა არათუ არ იწვევს გაკვირვებას, არამედ, პირიქით - კეთილგონიერ და ჭეშმარიტების გულისმყოფელ ადამანთა გულებში ძლიერ სიბრალულსაც აღძრავს.

 

აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა დროიდან დღემდე უცვლელად და სიახლეთაგან დაუზიანებლად იმარხავს როგორც სახარებისა და მოციქულთა სწავლებას, ისე წმ. მამათა გადმოცემასა და

 
იოსებ შტროსმაიერი და მისი სიტყვა 1870 წლის ვატიკანის კრებაზე რომის პაპების მეთაურობისა და უცდომელობის შესახებ
 
        იშვიათი იერარქი რომის კათოლიკური ეკლესიისა ბოსნია-დიაკოვისა და სრემის მთავარეპისკოპოსი, იოსებ იური შტროსმაიერი – შესანიშნავი ადამიანი, დიდი სლავი პატრიოტი და მოღვაწე. მან ბევრი სარგებელი მოუტანა მთელ სლავურ სამყაროს, განსაკუთრენით უხვად დათესა სიკეთე თავის სამშობლოში, ეგრეთ წოდებულ სამერთიან სამეფოში (ხორვატია, სლავონია და დალმაცია). აქ იგი ისეთი სახელითა და პატივისცემით სარგებლობდა, როგორც ცოტა ვინმეს თუ ხვდომია წილად. სამერთიანი სამეფოს სამხრეთ სლავუს მხარეებში ვერ ნახავთ სახლს, რომელსაც არ ამშვენებს დიაკოვის ეპისკოპოსის პორტრეტი. თითქმის ყოველ ქალაქში არის მისი სახელობის გიმნაზია, სკოლა, მუზეუმი, საზოგადოება თუ სამკითხველო. მან გაიღო და მოიძია დიდი ფულადი სახსრები სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო დაწესებულებების მოსაწყობად თავისი სამშობლოსა და ხორვატი ხალხისათვის.
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 3 4-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge