არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი დაიბადა სამხრეთ სერბიაში 1884 წლის 25 მარტს. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა იუსტინე. თეოლოგიური განათლება მან აღმოსავლეთ ევროპაში მიიღო, ხოლო 1926 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
მამა იუსტინეს შთაგონების წყარო იყო ბერძენ და ბიზანტიელ მამათა თხზულებანი, რომელთაც დღენიადაგ კითხულობდა და სწავლობდა. მის ნაშრომთა შორის, პირველყოვლისა აღნიშვნის ღირსია "პიროვნებისა და ცოდნის პრობლემა მაკარი მეგვიპტელთან" და "წმიდა ისააკ ასურის გნოსეოლოგია". მამა იუსტინეს კაპიტალური ნაშრომი გახლდათ "წმინდა მოძღვართა ცხოვრების" თორმეტტომეული - თანამედროვე, ადაპტირებული, მაგრამ უაღრესად ტრადიციული თეოლოგიური თხზულება კლასიკური სვინაქსარის შესახებ. მამა იუსტინესათვის "წმიდა მოძღვართა ცხოვრება" არ ყოფილა შუა საუკუნეების ჩარჩოებში გამოკეტილი სასიამოვნოდ საკითხავი ლიტერატურა, რომელიც სემინარიის გაკვეთილებისათვის გამოდგებოდა. ეს მისთვის, როგორც თვითონ ამბობდა, იყო "საქმე მოციქულთას" გაგრძელება, "გამოყენებითი დოგმატიკა", მართლმადიდებლური მორალი საქმეში". გარდა ამისა, აღსანიშნავია იოანეს ეპისტოლეს, მათესა და იოანეს სახარებების მისეული კომენტარები.
|
|
ყველა მართლმადიდებელი დღემდე ლოცულობს ერთიანობისთვის. ჩვენ ღმერთის მიმართ ვლოცულობთ, რომ აღარ იყოს რომის კათოლიციზმი და ყველა რომის კათოლიკე გახდეს ჩვენი ძმა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მაყურებელთა შორის არავინაა წინააღმდეგი, რომ ბენედიქტე XVI გახდეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ყველა კათოლიკესთან ერთად.
ბუნებრივია, რომ ჩვენ არ გვსურს სექტანტების დაღუპვა. ჩვენ გვსურს, რომ ყველა სექტანტი მოიქცეს და შეიცნოს ჭეშმარიტება. როგორც ამბობს მამა ოლეგ სტენიავი იმისთვის, რომ გამოასწორო სატანისტი, ის უნდა გახადო მართლმადიდებელი. ბუნებრივია, ეს სწორი აზრი არის. ამიტომაც ეკლესიას არ შეუძლია უარი თქვას სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შორის მისიონერულ საქმიანობაზე, იქნება ეს სექტანტი, ერეტიკოსი ან უბრალო სხვა რაღაც რწმენის მატარებელი. ეს არის უფლის მცნება, რომელიც მან ამცნო თავის ეკლესიას და უბრძანა ყველა ხალხში წასვლა და ქადაგება: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ( მათე 28:19 ) .
|
მსოფლიო მართმადიდებლობა შეშფოთებით ადევნებს თვალს მართლმადიდებელთა “მსოფლიო კრებისათვის” მზადებას. განგაშის წერილები იწერება მრავალ ადგილობრივ ეკლესიაში (იხ. დანართები1-4), რასაც ჩვენც ვუერთებთ ჩვენს ხმას. თუ რა იწვევს ჩვენს შეშფოთებას, ამის შესახებ მოგახსენებთ ჩვენს წერილში.
მსოფლიო კრების მოსამზადებელი კომისიის თავმჯდომარემ, პერგამის მიტროპოლიტმა იოანემ მსოფლიო კრების გამართვის “აუცილებლობის” შემდეგი მიზეზები დაასახელა1):
• კრების მოწვევა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობის პრინციპიდან გამომდინარე;
• ღმრთის ხალხის მოთხოვნა;
• არამართლმადიდებელთა მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის გაკიცხვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უუნაროა მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა კრება მსოფლიო კრების სახით;
• რიგი შიდასაეკლესიო საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა.
|
როგორც აღვნიშნავდით, სუპერეკუმენისტი და მასონი პატრიარქი ბართლომე გვევლინება მე-8 მსოფლიო კრების მოწვევის მთავარ ინიციატორად. მან მოკავშირეები იპოვა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში, მათ შორის რუსეთის ეკლესიაში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რუსეთის ყოფილი პატრიარქი, ალექსი II არ იყო დამყოლი ბართლომეს მიმართ, არსებობდა, ასევე, საკმაოდ არაკეთილგანწყობა რომის პაპსა და მას შორის, ამიტომ იგი უბრალოდ მოიცილეს, ფიზიკურად გაანადგურეს, და მის მაგივრად მოიყვანეს სასურველი პატრიარქი, ეკუმენისტი კირილე, რომელიც მანამდე იყო რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. უნდა ითქვას, რომ ეს კომიტეტი არის მთავარი ეკუმენისტური ბუდე რუსეთის ეკლესიაში. სწორედ ეს კომიტეტი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსოფლიო კრების მოწვევისა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
|
მსოფლიო მართლმადიდებლობა შეშფოთებით ადევნებს თვალს მართლმადიდებელთა “მსოფლიო კრებისათვის” მზადებას. განგაშის წერილები იწერება მრავალ ადგილობრივ ეკლესიაში (იხ. დანართი), რასაც ჩვენც ვუერთებთ ჩვენს ხმას. თუ რა იწვევს ჩვენს შეშფოთებას, ამის შესახებ რამდენადმე დეტალურად გადმოვეცით ქვემოთ, კომენტარებში. აქ კი მოკლედ შევეხებით შემდეგს: მსოფლიო კრების მოსამზადებელი კომისიის თავმჯდომარემ, პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი) მსოფლიო კრების გამართვის “აუცილებლობის” შემდეგი მიზეზები დაასახელა:
• კრების მოწვევა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობის პრინციპიდან გამომდინარე;
• ღმრთის ხალხის მოთხოვნა;
• არამართლმადიდებელთა მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის გაკიცხვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უუნაროა მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა კრება მსოფლიო კრების სახით;
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 2 6-დან |