ავტორიზაცია



Facebook Image






ეკუმენიზმი
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი - მომავლის რელიგია

 

altთანამედროვე კაცობრიობის სულიერი მდგომარეობისთვის ერთობ დამახასიათებელია, რომ "ქრისტიანები" სულ უფრო მეტად ემორჩილებიან "ქარიზმატული" და მედიტაციური ცდების გავლენას, და თუმცა არ შეიძლება ამგვარ "ქრისტიანებზე" აღმოსავლური რელიგიების გავლენის უარყოფა, მაგრამ თვითონ ეს ზემოქმედება სხვა, უფრო ღრმა მიზეზების გამო გახდა შესაძლებელი. დაიკარგა ქრისტიანობის მაცხოვნებელი ძალის შეგრძნება, რის შედეგადაც ქრისტიანობისათვის ესოდენ უცხო მოვლენამ – აღმოსავლურმა მედიტაციამ "ქრისტიანთა" სულები დაატყვევა.
 
„ ტოლერანტობა“ (როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულშემწყნარებლობა ) - წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

„ყველაფრის ერთმანეთტან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისაგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა „ ტოლერანტობის“ და „ ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების“ მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა აღმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ – იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას.“
 
„სამოქალაქო უფლება–მოვალეობათა თანასწორობა – ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა – სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა.
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 6 6-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge