ავტორიზაცია



Facebook Image






ეკუმენიზმი
ათონის წმინდა მთის მამების კრიტიკული შენიშვნა მსოფლიო პატრიარქისადმი

 

ათონის მთაზე მისი ვიზიტისას 7-8 ოქტომბერს 2011წ.

 ΚΡΙΣΙΜΟΙ ΕΠΙΣΗΜΑΝΣΕΙΣ ΥΠΟ ΑΓΙΟΡΕΙΤΩΝ

ΠΑΤΕΡΩΝ ΕΙΣ ΤΟΝ ΟΙΚΟΥΜΕΝΙΚΟΝ ΠΑΤΡΙΑΡΧΗΝ

თქვენო უწმინდესობავ,  მსოფლიო პატრიარქო, პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო,  ეს    ორი,  ეკლესიისა და ქვეყნის თავის ისტორიული ვიზიტია ათონის წმიდა მთაზე,  რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის გულს მთელს მსოფლიოში. ისტორიულია იმიტომ, რომ თავად ჩვენი ეპოქაა კრიტიკული,  როდესაც ასე სწრაფად ვითარდება მოვლენები,  და მათ მოსდევთ დიდი შედეგები. 

 
წმ. იუსტინე პოპოვიჩი - მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი

 

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!
 
 
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).
 
მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს,
 
ათონის წმინდა მთის მემორანდუმი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ

 

დასკვნა ყოველივე იმის საფუძველზე, რაც აქამდე გვითქვამს და, ცხადია, იმ ცნობების გამო, რომელ იგნორირებაც შეუძლებელია, აშკარა ხდება, რომ

1.  ეკლესიათა მსოფლიო საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა დანერგოს ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების გაერთიანების იდეა ორი პრინციპით:

 
ა) როგორც საერთო პასუხისმგებლობა ურთიერთცნობისათვის, ურთიერთპასუხისმგებლობისათვის, ერთობლივი გზისათვის ისტორიაში, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობისა და ერთობლივი მოწმობისათვის.

 
ბ) როგორც მოწოდება ერთ სარწმუნოებაში, ერთ ევქარისტიასა და განუყოფელი ეკლესიის ერთობლივ ცხოვრებაში ერთიანობისკენ. როგორც უკვე ნათელი გახდა, არც ერთი სახე წარმოადგენს ჭეშმარიტ ერთიანობას, არც მეორეა საკმარისი საფუძველი ერთიანობისათვის, რადგან პროტესტანტული აღმსარებლობები არ აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოება სწორედ იმ სარწმუნოებას წარმოადგენს, რომელსაც დღეს ფლობს კონკრეტული ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესია.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 4 6-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge