ავტორიზაცია



Facebook Image






ეკუმენიზმი
სარწმუნოების მხურვალე აღმსარებლობა ეკუმენიზმის წინააღმდეგ

 

altამონარიდი მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ბერების მიერ მიღებული კონვენციიდან 

აპრილი 2009 

 

თარგმნილი ბერძნულიდან http://oodegr.com/-ის მიერ (ინგლისურიდან თარგმნა ქ-ნმა ნათია არიშვილმა)

 

მათ, ვინც უფლის წყალობით გავიზარდეთ ღვთისმოსავ დოგმატურ სწავლებაზე, და ვინც ყველაფერში ვემორჩილებით ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, გვწამს, რომ:

 
წმიდა ფილოთეოსი (ზერვაკოსი) - ეკუმენიზმი, მართლმადიდებლობა და ერესი

 

აღემართენით წმინდა მამებო, ქრიზოსტომოს, გრიგორი, გერმანუს, ნიკიფორე, ფოტი და დანარჩენები, ასევე კონსტანტინოპოლის ყოფილო და ამჟამინდელო წმინდა პატრიარქებო, რომელთაც თავი შესწირეთ თქვენი სამწყსოსთვის, აღემართენით, რათა იხილოთ, ვინ იკავებს თქვენს სამეუფო ტახტს. თქვენ როგორც პატიოსანმა მწყემსებმა მსხვერპლად შესწირეთ საკუთარი სულები თქვენს ცხვრებს, მაშინ როცა დღეს მოღვაწენი პირიქით სწირავენ ცხვრებს თავიანთ თავებს და ამ გზით ფართოდ უღებენ კარს მგლებს და ეპატიჟებიან სამწყსოს გასანადგურებლად.

 

როდის დაეცა პატრიარქი ისე რომ ის ნებაყოფლობით იბრძვის თავისი სამწყსო მგლებს გადასცეს დასაგლეჯად? მიზეზი არის სიამაყე, გამომწვევი ყველა ცოდვისა, ყოველივე ბოროტების, ერესებისა და უბედურებებისა, ასევე დიდი მწუხარებისა და უფრო მეტისაც ვიდრე შეიძლება უბედურება ან გასაჭირი იყოს, ეს არის ღმერთის დიდებულების მითვისება.

 

მგლების მწყემსები, ცრუ მასწავლებლები და ცრუ წინასწარმეტყველები, ცრუ ქრისტიანები, განდევნილ იქნებიან ქრისტეს სამწყსოდან და როგორც სინანულის არ მქონენი ისინი გადაეცნენ მუდმივ ანათემას წმინდა მამების მიერ, როემლებიც მთავარი მწყემსის ქრისტეს მიმდევრები იყვნენ, ისინი იყვნენ პატიოსანი, მართალი და ღვთიური მწყემსები და რაც მთავარია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების უბადლო მცველები.

 
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზისისი (თესალონიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი) - სრულიად მართლმადიდებელთა თათბირების გადაწყვეტილებები – ეს ეკლესიის გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ ეკუმენისტთა ჯგუფისა (შემოკლებული თარგმანი)

 

სრულიად მართლმადიდებელთა თათბირის (კონსტანტინოპოლი, 2008წ.) გადაწყვეტილებას ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობის  შესახებ არ ამართლებენ არც ის ეკლესიები, რომლებიც აგრძელებენ  მასში მონაწილეობას, არც ისინი, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ  ეკუმენიზმს და განერიდებიან მას, ასევე ის კლირიკოსები და  ღვთისმეტყველნი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეკუმენიზმს მრავალი  სერიოზული მიზეზის გამო.  უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ  ეს გადაწყვეტილებები მიიღება  ეკლესიის სისავსის იგნორირებით.  უკიდურესად მარტივი გახდა სხვადასხვა საშუალებებით წინასწარ ჩაფიქრებული გადაწყვეტილების მიღება ურყევი ეკუმენისტების  ჯგუფისაგან, როდესაც ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება ძველი  მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მაგალითის მიხედვით,  როდესაც კრებაზე მონაწილეობს არა ყველა ეპისკოპოსი, არამედ ადგილობრივი ეკლესიებიდან წარგზავნილნი, ხშირ შემთხვევაში,  დამყოლი წარმომადგენლები. ისიც აღსანიშნავია, რომ  მართლმადიდებელი იერარქიის დიდი ნაწილი არ მოქმედებს  უკონტროლოდ და იმედებს ამყარებს ყოველდღიურად მზარდ  ეკუმენისტურ კოროზიასა და ცნობიერების ცვლილებაზე სასურველი  შედეგის მიმართულებით.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 3 6-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge