წელს ხანუქობა საქართველოში, კერძოდ, ქ. თბილისში, წინა წლებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებულად ჩატარდა: რუსთაველის პროსპექტზე გამოიტანეს მენორა, - ხანუქიალური სანთლები და გამოფინეს მილოცვა ქართული საზოგადოებისადმი.
იმისათვის, რათა გავერკვეთ ამ მოვლენის ნამდვილ არსში, უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ საკითხი, თუ როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით და როგორ უნდა შეფასდეს წელს საქართველოში მისი აღნიშვნის ფორმა.
ხანუქის დღესასწაული, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და 8 დღე გრძელდება, არის დღევანდელ ებრაელთა დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. ისტორიულად იგი მაკაბელთა გამარჯვებას უკავშირდება და დროთა განმავლობაში, მოსეს სჯულის თალმუდისტურ-თორასეული სწავლებით ჩანაცვლების კვალობაზე, ებრაელთა ნაციონალურ დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომელიც სიმბოლურად ებრაელთა არაებრაელებზე გამარჯვებას აღნიშნავს. მისი მთავარი ატრიბუტი - მენორა, ანუ ცხრატოტა შანდალი ბიბლიური შვიდტოტას განაციონალურების გზით ტრანსფორმირების შედეგს წარმოადგენს.
|