ავტორიზაცია



Facebook Image






მებრძოლი ეკლესია
ეკლესიის დამოკდებულება ხელისუფლების მიმართ - წმ. იუსტინე პოპვიჩი

 

 
      “მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი” - ეს სწავლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული, მისი მთავარი, ყოვლისმომცველი ხარება, რითაც და რისთვისაც ცხოვრობს ეკლესია. სწორედ ამ სწავლებაშია ეკლესიის უკვდავება და სრულყოფილება, მისი წმიდა დოგმატების და კანონთა არსი. ამიტომ ეს მისი უმთავრესი პრინციპი, საზომთა საზომი და სიწმიდეა. ამდენად, სრულიად დაუშვებელია და არაფრის ფასად არ შეიძლება, რომ ეკლესიამ ამ საკითხში რაიმე დაუთმოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ბოროტ ძალას, მით უმეტეს - ეკლესიის აშკარა მტრებს, რომლებიც ყოველი ღონით ცდილობენ მის განადგურებას.
  
      ღვთის მორჩილება რომ უფრო გვმართებს, ვინემ ადამიანებისა - ეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცილობელი და მარადიული წეს-განგებაა, რომლითაც იგი პასუხს სცემდა ეკლესიის პირველ მდევნელებს და დღესაც პასუხობს ყოველი ჯურის მდევნელს ვინემ ქვეყნის აღსასრულამდე.
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 5 6-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge