ავტორიზაცია



Facebook Image






მებრძოლი ეკლესია
სიმართლისათვის დევნილი მეუფე არტემი

 

    ჩვენ, საქართველოს ეკლესიის  წევრი საულიერო და საერო პირები შეშფოთებულები ვართ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით, რომლითაც  რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსი არტემი განყენებულია თავისი ეპარქიის მმართველობიდან. ამ ფაქტს აღვიქვამთ როგორც პატიოსანი ეპისკოპოსის, ანტიეკუმენისტის,  თავისი ქვეყნისა და თავისი საეპარქიო მხარის, კოსოვოს პატრიოტის დევნას ურყევი მართლმადიდებლური ცნობიერებისა და მამულიშვილური პოზიციის გამო.

 
ბერძენი მიტროპოლიტი სერაფიმეს საჯარო განცხადებებს საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა

 

2010 წლის 23 დეკემბერს საბერძნეთის ხელისუფლებამ პრინციპულად დაგმო საბერძნეთის ტელევიზიით წინა დღით გადაცემული ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის, მიტროპოლიტის სერაფიმეს ”ანტისემიტური გამოთქმები”. ტელეშოუს დროს ბერძენმა მეუფემ პირდაპირ დაადანაშაულა იუდეველი ბანკირები საბერძნეთის დაღუპვაში, ქვეყნის დამანგრეველი პროცესების აქტიური დაფინანსების გამო. მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ იუდეველი ბანკირების დანაშაული, რომელთა ტიპიური წარმომადგენელი არის ბატონი როტშილდი და სხვა ”მსოფლიოს სიონისტები”, მიზნად ისახავს საბერძნეთის დაკაბალებასა და მართლმადიდებლობის მოსპობას. ამის საპასუხოდ საბერძნეთის პრემიერმინისტრის თანაშემწემ, პაპანდრეუმ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”ხელისუფლების ვალია, დაგმოს მიტროპოლიტ სერაფიმეს გამონათქვამები. ეს საბერძნეთის შეურაცყოფაა, შეურაცყოფა ჩვენი კულტურისა, ებრაული სათვისტომოსი, რომელიც ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია".

 
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი ამხელს საბერძნეთის ხელისუფლებას

 

      მოსახლეობისადმი განკუთვნილ ეპისტოლეში ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ბრალი დასდო საბერძნეთის პოლიტიკურ ლიდერებს სახლემწიფოს მომავლის ძლევამოსილ კრედიტორთა ხელში ჩაგდების გამო. ეს ეპისტოლე წაკითხულ იქნა ელადის მათლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში საშობაო მსახურების დროს, ეკლესიის იერარქებმა გამოხატეს პოზიცია ამ ბოლო დროს საბერძნეთის საზოგადოებაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო. ”ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად არა თავისუფალია და მას, ფაქტიურად, მართავენ კრედიტორები. სრულიად რეალურია ის, რაც მოხდა ჩვენს სამშობლოში. ეს არის უპრეცედენტო და შოკისმომგვრელი მოვლენა. სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად სრულიად აშკარაა საკუთარი სახის დაკარგვა. საუბარია იმის ლიკვიდაციის მცდელობაზე, რაც დღევანდელ დღემდე ითვლებოდა სრულიად არსებითად ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებისათვის. ამას ითხოვენ ჩვენი კრედიტორები, ამიტომ ვაცხადებთ, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ასრულებს თავისი ბატონების, ანუ კრედიტორების ბრძანებებს.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 4 6-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge