ავტორიზაცია



Facebook Image






სტატიები
უმწეოთა მკვლელობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ყოველი მხრიდან გვესმის სიტყვა "მშვიდობა", მაგრამ ეს არის სიცრუე და საძაგელი ფარისევლობა. ეს არის თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს ერთ-ერთი მხეცური სახე. ჩვენს ირგვლივ ომია, განუწყვეტელი და სასტიკი, ომი, რომელშიც არ არის არც ზავი და არც დასასრული,  არ არიან  გამარჯვებულები და  დამარცხებულები, არამედ არიან მხოლოდ ჯალათები და მათი მსხვერპლნი. ამ ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა, განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც ამაყობენ თავისი ცივილიზაციით, კულტურითა და პროგრესით. ეს ომი არაადამიანური, მეთოდური სასაკლაოა, უპრეცედენტო გენოციდია, რომლის მსგავსი არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის მშობლების ომი საკუთარი შვილების წინააღმდეგ, ომი, რომელშიც სისხლი ღვარად მოედინება და მსხვერპლს წამებით კლავენ. ამ სასაკლაოს, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დაუბადებელი ბავშვი ეწირება, თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელი ფარისევლობის გამო, არ ჰქვია ის, რაც უნდა ერქვას, ანუ „უბრალოთა და უმწეოთა მკვლელობა“, „ჯალათების სადიზმი“, „მკვლელობის დაკანონებული ნებართვა“; ბოროტება შეფარული და შენიღბულია ბუნდოვანი და უსინდისოდ ფარისევლური ტერმინით „აბორტი“, რაც ნიშნავს "გარეთ გადაგდებას", თითქოს საქმე ეხება არა ცოცხალ არსებას – ბავშვს, არამედ უსარგებლო ნივთს, რომელიც სახლიდან გააქვთ და სანაგვეზე აგდებენ.

 
კალენდარი - მსოფლმხედველობა და დროის ფილოსოფია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ძველი აღთქმის ფილოსოფოსთან, ფილონთან, რომელიც ბიბლიური მონოთეიზმისა და პლატონის მოძღვრების ერთიან სისტემაში გაერთიანებას ცდილობდა, დროის საგულისხმო მეტაფორას ვხვდებით; შესაქმეში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან იქნენ გაძევებულნი, ღმერთმა ედემის კარის მცველად „დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი“ (შესაქმ. 3.24.). ფილონი ამ სახეს შემდეგნაირად განმარტავს: ქერუბიმი მატერიალური კოსმოსია ხოლო მოტყინარე (ცეცხლოვანი) იქცევისი (მბრუნავი) მახვილი - დრო. მატერია და დრო დაცემული ადამიანისაგან სულიერი არსებებისა და ღმრთაებრივი ნათლის სამყაროს ფარავენ, რომელიც მას ცოდვით დაცემის გამო წაერთვა.

 

ბიბლიის ამ ადგილის ფილონისეულ ინტერპრეტაციას ატყვია კვალი ნეგატივიზმისა, რომელსაც პლატონი მატერიისა და დროის ცნებებთან დამოკიდებულებაში იჩენს. იგი იმ კოსმოლოგიას ასახავს, რომელიც სივრცეში განფენილ სამყაროს მწირობის ქვეყანად, დაცემულობის უფსკრულად და სულის საპყრობილედ წარმოადგენს. ქრისტიანობამ კი განგვიცხადა, რომ პირველმამათა სამოთხიდან განგდება ღვთის სიყვარულის მოქმედებაა: მტკივან თვალზე აფარებულ სახვევზე ხომ არ ვამბობთ, მზის ჭვრეტას გვიშლისო - ადამიანს სახვევი კი არა, ავადმყოფობა უხშობს თვალისჩინს. როგორც ჩვილს სჭირდება აკვანი და ჩვრები, რომელშიც მის სუსტ სხეულს გაახვევენ, ისე სჭირდებოდათ სამოთხიდან გაძევებულებს კოსმოსის აკვანი და დროის ჩვრები, რათა მარადიულობისთვის, დაბრუნებული სამოთხისთვის მომზადებულიყვნენ. რომ არ ყოფილიყო მატერია და დრო, ადამიანი ღმერთთან კავშირის დარღვევის შემდეგ მყისვე დემონურ ძალად იქცეოდა და ანგელოზთა მწყობრს კი არ შეემატებოდა, ბოროტი სულების რიგს შეავსებდა.

 
ბერი პაისი ათონელი - აბორტის ლეგალიზაციის შესახებ

 

ბერი პაისის სულიერი შვილი მამა ქრისტოდულოსი იხსენებს: ერთხელ ერთმა დეპუტატმა დამირეკა  და მთხოვა ბერთან მისვლა. - ჰკითხე, - მითხრა მან -  შეიძლება თუ არა სათათბიროში აბორტის კანონის აკრძალვის მოთხოვნა დავაყენო? როგორია მისი აზრი? გთხოვ, გადმომცე მისი პასუხი, რათა ვიცოდე, როგორ მოვიქცე.

 

მივედი ბერთან და კეთილმორწმუნე დეპუტატის კითხვა გავუმეორე. მან მიპასუხა: - მინახავს, მამაო, რომ ზოგიერთი დეპუტატი და მათი უმრავლესობაც კი ცდილობს სათათბიროში შესატანი თემის გამონახვას, ტკივილითა და კეთილშობილებით კი არა, არამედ იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოსდა, თავისი ღვწა სიკეთისათვის. და ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, ვინც რამდენიმე წლის წინ, როცა იღებდნენ ამ უსჯულო კანონს, არ შეეწინააღმდეგნენ და სიტყვაც არ დაუძრავთ მის საწინააღმდეგოდ. მე არ მაკმაყოფილებს ის ხერხი, რომლითაც ზოგიერთი ცდილობს წინ აღუდგეს შექმნილ მდგომარეობას. ხედავ? ისინი, ვისაც სურს ცუდი კანონის გატანა, ორგანიზებულად და დროულად იწყებს მზადებას: წერენ, საუბრობენ ტელევიზიით... ნუთუ არ გახსოვს, ერთმა ქალმა რამდენიმე ქალი რომ შეკრიბა, პლაკატებით რომ გამოვიდნენ ქუჩაში და გაჰყვიროდნენ: დაე, იყოს კანონი; მაშინ მილიონობით ბერძენ ქალთაგან მხოლოდ ხუთასი მოვიდა იქ. გამოვიდა აივანზე პრემიერ-მინისტრი და თქვა: - „მე იძულებული ვარ ქალების გამო აბორტის შესახებ კანონი მივიღო“.

 
მამაკაცის როლი ჩვილთა მკვლელობაში

 

ნუთუ მხოლოდ ქალია დამნაშავე აბორტის ცოდვაში? სად არის ამ დროს მამაკაცი, ნუთუ ის, როგორც ლაჩარი და მოღალატე, განზე გადგა? ნუთუ იგივენაირად დამნაშავე არ არის ქმარი, რომელიც ცოლს აბორტის გაკეთებას აიძულებს და მის ცხოვრებას ფსიქიკურ წამებად აქცევს? ნუთუ სისხლში გასვრილი არ არიან ამ ქალის ნათესავები, რომლებიც მას აბორტის გაკეთებას ურჩევენ? ნუთუ მკვლელობის ინიციატორი არ არის მამაკაცი, რომელმაც ქალი შეაცდინა? ნუთუ ბოროტმოქმედი არ არის ქმარი, რომელიც ფეხმძიმე ცოლს ტოვებს? და ნუთუ ყველაფერში მხოლოდ ქალია დამნაშავე? ღმერთმა თქვა: „ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.”

 
აბორტი სულის მკვლელობაა

 

ჩემი უბედურება ის კი არაა, რომ შენ მიწიერი ცხოვრება წამართვი - მიწიერი ცხოვრება მხოლოდ წამია მარადისობის წინაშე, ის ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით წამიერად გაიბრწყინებს და შემდეგ ბნელში გაქრება; ჩემი უბედურება ის არის, რომ უკვდავია ჩემი სული. მე პირველქმნილი ცოდვისაგან სულიწმიდის მადლით განუწმენდელი, ეშმაკის ხელმწიფებიდან გამოუსყიდველი და ეკლესიის საიდუმლოებებით განუნათლებელი გადამაგდეს შენთვის უცნობ მარადისობაში. საშინელია არა სიკვდილი, არამედ მარადიული არსებობა ღვთის გარეშე. ღმერთმა შენ მოგცა ჩემი სიცოცხლე, როგორც მეფე ანდობს ძვირფას მარგალიტს ან ალმასს თავის მონას, რათა მონამ განძი შეინახოს და როცა მეფე მოსთხოვს, უკან დაუბრუნოს. შენ კი შენი მეუფის საუნჯე შემთხვევით კი არ გაგივარდა ხელიდან ან ქურდებმა კი არ მოგპარეს, არამედ საკუთარი ხელით ჩააგდე ის სანარცხე ორმოში.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 2 9-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge