ავტორიზაცია



Facebook Image






სტატიები
მამა დავით ნოზაძე - სკოლებში სექსუალური განათლების შეტანის შესახებ

 

სექსუალური განათლების პროგრამით მოზარდების სწავლება პირველად XX საუკუნის საუკუნის 70-იან წლებში აშშ-ში, ხოლო შემდგომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაინერგა, თუმცა, ამ ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ არცერთი პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც იგი შემოიღეს, არ იქნა დაძლეული. მოხდა პირიქით: გაიზარდა სქესობრივი ცხოვრების ადრეული დაწყების, ადრეული ორსულობის, შიდსის და ვენერიულ ავადმყოფობათა შემთხვევები. საქართველოში ამ პროგრამის დანერგვის მცდელობასთან დაკავშირებით, გვესაუბრა ოძისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, მამა დავით ნოზაძე:

 
წმ. ტიხონ ზადონელი - რისთვის მიმატოვე, ადამიანო?


მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ; 
მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით; 
მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი; 
მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე; 
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; 
მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით; 
მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით; 
მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე; და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერი, ნუ დამადანაშაულებთ მე!

რისთვის მიმატოვე, ადამიანო? 
რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს? 
რატომ დაემონე მტერსა ჩემსა? 
გაიხსენე, შენთვის ზეციდან გარდამოვედ! 
გაიხსენე, შენთვის ქალწულისაგან ვიშვი! 
გაიხსენე, შენთვის შვილი ვიყავ!

 
არქიმანდრიტი რაფაელი წიგნიდან "რისთვის გვითმენს უფალი?!"

 

   ვნებამდე მცირე ხნით ადრე, ელეონის მთაზე, უფალმა თავის მოწაფეებს საუბარში სამყაროს მომავალი აღსასრულის ნიშნები აუწყა. მან თქვა, რომ ბოლო დღეები წარღვნამდელი მსოფლიოს მდგომარეობის მსგავსი იქნება, ბიბლია და წმინდა მამები ნოეს დროის ადამიანთა ღვთისაგან საყოველთაო განდგომაზე მიგვითითებდნენ. ბიბლიის თანახმად: "არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის ამათისა ჴორც...", ანუ ადამიანები უსულო ხორცად იქცნენ. 

 
გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო - წმიდა სერაფიმე (ვირიცელი)

 

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.

შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.

როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.

შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.

მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გთრგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.

მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.

შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან.

 
აპოკალიპსურ დროსა და "აპოკალიპტიკოსებზე" - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

    ჩვენი დრო აპოკალიპსურია, მაგრამ როდის არ იყო ის ასეთი? ქრისტიანები ჯერ კიდევ მოციქულთა დროს ხედავდნენ ბოროტების დემონურ განსახიერებას და გამოვლინებას მათ გარემომცველ სამყაროში, სისხლიანი დევნის დროს ერთგვარად საკუთარი თვალით ჭვრეტდნენ აპოკალიპსისის აჩრდილს და "ქვესკნელის მხეცის" შავბნელ მოხაზულობას, რომელსაც ეკლესიის - ქრისტეს სასძლოს დაფლეთა ისე სურდა, როგორც ლომები გლეჯდნენ ქრისტიანთა სხეულებს რომის კოლიზეუმის კედლებში. მსოფლიო ისტორიის მოვლენებში ისინი წინასწარ შეიგრძნობდნენ მომავალ კატასტროფებს და აპოკალიპსური სურათების კონტურები მათ თვალწინ სულ უფრო ნათლად და მკაფიოდ იკვეთებოდა. აპოკალიპსი დედამიწაზე ქრისტეს მოსვლის დროიდან დაიწყო. იოანე ღვთისმეტყველი პატმოსზე ჭვრეტდა, რა არის და რა იქნება.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 9 9-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge