- ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ არგუმენტირებულად, დასაბუთებულად და ობიექტურად საზოგადოებას ვაუწყოთ სწორი ეკლესიური ხედვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე როგორც ამბიონიდან ვესაუბრები მრევლს, ასევე შემიძლია ვესაუბრო თქვენი გაზეთის მეშვეობით. ესეც არის თავისებური ამბიონი, საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენის ერთ-ერთი გზა. ვფიქრობ, ეს საშუალება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
მითუმეტეს მაშინ, როცა ქართულ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ეროვნულ ცნობიერებას ასე ძალუმად ებრძვიან, როცა ერი სულიერ და ფიზიკურ ანექსიას განიცდის. ეს სიტყვები ჰაერიდან არ მომაქვს. ჩემი სიტყვების დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს რეგიონული ენობრივი სტატუსი მიენიჭებათ. ამ სტატუსის მინიჭებით სომხური და აზერბაიჯანული ენები და რელიგიები იმ რანგში აჰყავთ, რომელშიც ქართული ენა და მართლმადიდებლობა, ანუ მართლმადიდებელი სარწმუნოება საქართველოში დომინანტი აღარ იქნება. შეიქმნება ავტონომიური ერთეულები, სადაც სწავლება სომხურ
|
|
- უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გაზეთ ,,ასავალ-დასავალს”, რომ დაიწყო საუბრები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შესახებ. ეს თემა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხმა არ იცის რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა. თქვენ უკვე წერდით იმის შესახებ, თუ რა უმძიმესი მდგომარეობა იყო საქართველოში და განსაკუთრებით ქართულ, სამოციქულო ეკლესიაში, როცა დავითი ავიდა ტახტზე. ეკლესიაში იყო აღებ-მიცემობა, გამოძალვა, სიმონია (ანუ ფულით ყიდულობდნენ მღვდლობას). სასულიერო პირებად და ეპისკოპოსებად დაწინაურებული იყო უღირსი ხალხი.
|
"გული ეს თავად ადამიანი"
წმ. იოანე ოქროპირი
როგორ უნდა ცხონდეს ის, ვინც ჩვენს დროში ღმერთს ეძიებს, როცა გეჩვენება, რომ ჯოჯოხეთმა დედამიწაზე თავისი მკვდარი წყლები ამოაფრქვია?
ადამიანი ორნაწილიანია. ის უხილავი სუბსტანციის - სამშვინველისა და ხილულის - სხეულისაგან შედგება. თავის მხრივ სამშვინველში არის დაფარული ცენტრი, ერთგვარი "სამშვინველის სამშვინველი", ანუ იდუმალი თვალი, რომელსაც ღვთაებრივი სხივის დაჭერა შეუძლია, მას სული ეწოდება. ცოდვით დაცემამდე სული ღვთისაკენ იყო მიპყრობილი და ადამიანი მოციმციმე ვარსკვლავს ჰგავდა. ცოდვით დაცემის შემდგომ სამშვინველის მდაბალი
|
სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძრვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ სამშობლოს 8 შვილი აჩუქა. საერო ცხოვრებაში ვალმოხდილი მამულიშვილი ახლა ეკლესიის წიაღიდან, თავის მრავალრიცხოვან მრევლთან და სხვა მღვდელმსახურებთან ერთად ხმალამოღებული დგას მართლმადიდებელი სარწმუნოების, ეროვნული ცნობიერების და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე. მამა დავითი წმინდა სინოდს მიმართავს, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიეკლესიურ კანონათან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდბულება უფრო მკვეთრად დააფიქსირონ და ერს სიფხიზლისკენ მოუწოდოს!
_ მამა დავით, საზოგადოებას ახსოვს ახალ კანონთან მიმართებაში პატრიარქის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, რომელმაც მას ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, თანაც პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. რატომ გაფერმკრთალდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის მძაფრი განცხადებები?
|
- რაც საქართველოში ხდება, თავის უარყოფით შედეგებს მომავალშიც გვაწვნევინებს. ზნეობის დამცველებს დღეს ხელისუფლება დევნის და ამას დემოკრატიის აუცილებლობით ფუთავს, თუმცა, იმავე ”დემოკრატიის” მოშველიებით ახდენს უზნეობის მქადაგებელთა წახალისებას და ამ პროცესმა უკვე მიზანმიმართული ხასიატი მიიღო. ადამიანმა შეიძება პირადი შეურაცხყოფა აიტანოს, მაგრამ როცა გიგინებენ ღმერთს, ღვთისმშობელს, სარწმუნოებას, დედის სიწმინდეს, სამშობლოს - ამის მოთმენა შეუძლებელი და დაუშვებელია! უკვე აშკარა ხდება, რომ ხელისუფლება აქეზებს ასეთი ,,იდეოლოგიის” მატარებლებს და ამ გზით ნერგავს ქვეყანაში უზნეობას, რაც ეშმაკის მსახურებას ნიშნავს! გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ვინმე თორნიკე ჭაფოძემ საშინელი მკრეხელობა რომ ჩაიდინა, ამას გარშემომყოფთა სამართლიანი რისხვა მოჰყვა, თუმცა, ხელისუფლება მას გამოექომაგა,
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 8 9-დან |