ვესაუბრებით ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზს მამა დავითს (ქვლივიძე).
- მამაო დავით, ცნება “მეორედ მოსვლა” სახარებაში და წმინდა წერილშია გაცხადებული და კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში ელოდა მას. ხან რომელიმე ათასწლეულს უკავშირებდნენ, ხან მსოფლიო ომებს. ამ ბოლო წლებში კი მაიას ტომის კალენდარი და თარიღი 2012 წლის 21 დეკემბერი იქცა სენსაციად. როგორია ქრისტიანული მიდგომა ამ საკითხისადმი და რას ამბობს ეკლესია?
- სანამ საპასუხო თემაზე გადავიდოდეთ, უნდა აღვნიშნო გიპასუხებდეთ, ერთი რამ. ცოტა ხნის წინ თქვენს გაზეთში დაიბეჭდა ინტერვიუ არჩილ ღუდუშაურთან, რომელიც საუბრობს ამ 2012 წელზე და თავისებურად წარმოაჩენს მას. ღუდუშაურისნაირი ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამყაროს აღსასრულზე, კონკრეტულ თარიღებზე, უამრავია და შეიძლება ამაზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს პიროვნება შეურაცხყოფს წმინდა წერილს, მოიხსენიებს ძალიან კნინობით ფორმაში წერილს, რომელიც დაწერილია სულიწმინდის მადლით და სადაც წერტილ-მძიმის შეცვლის უფლება არ აქვს არავის.
|
|
“იცხოვრებენ კი შვილები კარგად, თუკი ისინი შეურაცყოფენ მამას და დაშორდებიან მას? მიმოიხედე ირგვლივ და დაინახავ, ჰკითხე მოხუცებს და გაიგებ, რომ უმადურებს ყოველთვის უარესი ემართებოდათ. ის შვილები, რომლებიც შეინანებდნენ და მას დაუბრუნდებოდნენ, კიდევ იტოვებდნენ გადარჩენის შანსს, მაშინ როცა ისინი, რომლებიც ჯიუტად აგრძელებდნენ თავისას, უცხოობაში ტიროდნენ და წინაპრების საფლავებიდან სადღაც შორს ხვდებოდნენ აღსასრულს. ამას გვასწავლის წმინდა წერილი.
კიდევ რას გვასწავლის წმინდა წერილი? იგი გვასწავლის, რომ თუ გვინდა ცხოვრების მთავარი არსი გავიაზროთ და მსოფლიო მოვლენები ჩვენთვის გასაგები გახდეს, უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, ვისუნთქოთ, ვიმოძრაოთ და ვიმზიროთ - ქრისტეს მიერ. ვაკეთოთ ის, რაც სწორია და, რაც ჩვენი ყოფის მთავარ მიზანს პასუხობს. ერთი სიტყვით, ამ წუთისოფელში უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს და შრომობს მღვიძარე ადამიანი. წმინდა წერილი ასეთებს უწოდებს ღვთის შვილებს - შვილებს დღისა და ნათლისა. ხოლო მათ, ვინც ღვთის ნათელს მოკლებული, წყვდიადში ხელის ცეცებით მიიკვლევენ გზას, წმინდა წერილი უწოდებს - შვილებს ღამისა და წყვდიადისა.
|
ქრისტიანი მაჯაზე ოქროს წნულს ატარებს,ზედ ობოლი მარგალიტივით - ეს ის მარგალიტია, რომლის გულისთვისაც სახარებისრულმა ვაჭარმა გაყიდა თავისი მამული და მეფის საგანძურზე ძვირფასი საუნჯე იყიდა: ეს ოქროს წნული სკვნილია.
წრე, სიმბოლურად მარადისობას აღნიშნავს. სკვნილის მეშვეობით ადამიანის სული სულიერ სამყაროს ეხება, სადაც დროს მარადისობა ცვლის. წრე უსასრულობის სიმბოლოა.
სკვნილი სულიერი გზის დასაწყისია, რომელსაც ბოლო არა აქვს - არ არსებობს კიდე და საზღვარი კაცის სულის ღმერთთან მიახლოებისთვის. სკვნილი ჩვენი მფარველი ანგელოზის უტყვი ხმაა - იგი აღვიძებს სულს, წარმავალი სოფლის სურათებში, თითქოს ავ სიზმრებში ჩაფლულს. სკვნილი უხმო ზანზალაკია, გარე სამყაროდან საკუთარ გულში რომ მოუხმობს ჩვენს გონებას - ისე, როგორც ეკლესიის ზარი უხმობს ადამიანებს ტაძარში. სკვნილი აფხიზლებს გონებას ყოფითი საქმეების მძიმე ძილისაგან.
|
საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიისა და მისი მრევლის წინაშე რამდენიმე ძველი პრობლემა ახალი დატვირთვით გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც გვესაუბრება სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე. იგი ვარაუდს გამოთქვამს, რომ საქართველოს დღევანდელი ნეობოლშევიკური ხელისუფლება მართლმადიდებლური სიწმინდეებისა და ეროვნული საუნჯის მიტაცებასა და გასხვისებას შეეცდება.
- მამაო დავით, რას უწოდებს ეკლესია სიწმინდეს?
სიწმინდე ეს არის ხატები, ჯვრები, წმიდა ნაწილები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის წიაღში იმყოფებოდნენ. უძველესი დროიდან სიწმინდეებისთვის ურჯულოები შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდნენ, როცა ჩვენს ქვეყანას თავს ესხმოდნენ. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ სიწმინდეთა დიდმა ნაწილმა თავი სვანეთში მოიყარა და სადაც მტრისთვის მიუვალი ადგილი იყო, 10-12 საუკუნის წინანდელმა საუნჯემ სწორედ აქ დაივანა. ადრე ეს სიწმინდეები ეკლესიებში იყო განთავსებული, თუმცა, მტრების შემოსევების შედეგად და განსაკუთრებით ბოლშევიკურ ეპოქაში დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ბოლშევიკებმა და მენშევიკებმა არაერთი სიწმინდე შეურაცხყვეს და ეკლესიიდან წარიტაცეს. არსებობს ცნობილი ჩანაწერი ნოე ჟორდანიასა და საქართველოს მაშინდელ კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შორის დიალოგისა, როცა ჟორდანიამ არ შეისმინა პატრიარქის ლოცვა-ვედრება და ქართული ეროვნული საუნჯე ემიგრაციაში გაიყოლა...
|
- აღვირახსნილი მრუშობა, სიძვა რყვნის ერსა და საზოგადოებას. გარკვეული ძალები ამით სარგებლობენ, რადგან გარყვნილი და ცოდვაში მდგარი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია, ვიდრე რწმენაში მყოფი და ეკლესიურად მცხოვრები ადამიანებისა. საუბარი უკვე ღიად მიდის პროსტიტუციისა და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე და რამდენადაც ვიცი, ამის შესახებ კანონპროექტიც არსებობს, რომელიც ახლო მომავალში პარლამენტმა უნდა განიხილოს. სახარება კი ღაღადებს, ,,ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური”! ეს საცდური იმ კრებულისგან მოდის, რომელსაც ამ უზნეობის დაკანონება შეუძლია და, სამწუხაროდ მათ, ხელისუფლება ეწოდებათ. ეს ადამიანები საკუთარ სულზე არ ფიქრობენ და არც ის ედარდებათ, რომ მათი დაკანონებული უზნეობა მათივე ოჯახებსა და შთამომავლებსაც შეეხება! მე მათ პირში ვეტყოდი, რომ ასეთ ადამიანებს ჩემს ხელისუფლებად ვერ აღვიქვამ! - გვითხრა სოფელ დიღმის, წმ. დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ. საუბარი 100 000 მოწამის ხსენების დღეს შედგა.
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 7 9-დან |