ავტორიზაცია



Facebook Image






სტატიები
სიკვდილი სიკვდილის შემდეგ - ბერი ბენიამინი

 

„მოდით უპირველესად ვირწმუნოთ გეენიის არსებობა და მუდამ მასზე ვისაუბროთ, მაშინ ასე ადვილად არ შევცოდავთ“

 

ჯერ კიდევ სამოთხეში ევას ეჭვზე, ხომ არ ემუქრებოდათ სიკვდილი ურჩობისთვის, გველი არწმუნებდა მას: „არ მოკვდებით“ (დაბ. 3,4). ადამმა და ევამ სიცრუის მამას დაუჯერეს და ამით მთელი კაცობრიობა მოკვდავად აქციეს. სამყაროში ერთხელ შემოსული სიკვდილი განურჩევლად ყველას ეხება: მდიდარსა და ღარიბს, ცნობილებს, უცნობებს, მმართველებს, მათ მსახურებს, ჯანმრთელებსა თუ სნეულებს. სიკვდილი ყველას ათანაბრებს. დიდმა დამპყრობელმა, ნაპოლეონ ბონაპარტემ 1821 წელს გრაფ დე მონტქოლონუსთან გულღია საუბარში თქვა: „როგორც კი მოვკვდები და ჩემი სხეული მიწას დაუბრუნდება, მატლების საკვებად გადავიქცევი. ასეთია იმ კაცის ბედი, ვისაც დიდებული ნაპოლეონი უწოდეს! რა დიდი უფსკრულია ჩემს არარაობასა და ქრისტეს მეფობას შორის!“ მეორე დიდმა დამპყრობელმა, ალექსანდრე მაკედონელმა, სიკვდილის წინ ითხოვა, მისი ერთი ხელი კუბოს გარეთ დაეტოვებინათ, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ამ ცხოვრებაში მან ვერაფერს მიაღწია. სიკვდილის წინ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრება წარმოუდგება და ის უცებ ხვდება, რომ მისი ყველა ამქვეყნიური „მონაპოვარი“ არარაობაა უკვდავებასთან მიმართებაში.

 
როგორ მოვიქცეთ ისე, რომ სული არ გავყიდოთ? - ვიყოთ მართლმადიდებელი - ბერი იუსტინე (პირვუ)

 

ბერი იუსტინე პირვუ რუმინეთში დიდი პატივისცემით სარგებლობს. მასთან პეტრე-ვოდეს მონასტერში დასამოძღვრად, რწმენაში გასაძლიერებლად, რჩევის მისაღებად არა მარტო მართლმადიდებელი რუმინელები მიდიან. ამ ღვთისმსახურმა რწმენისთვის ბევრი დაითმინა, 16 წელი კომუნისტურ ჯურღმულში გაატარა.

                - დღეს ეკლესიას განსხვავებული განწყობილებები არყევს, ამის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს?

            - ადამიანები, რომლებიც რწმენის დასაცავად ჭეშმარიტებას ემოწმებიან, წარსული დროის აპოლოგეტებს ჰგვანან. ეს მათ გამბედაობასა და თავგანწირვაზე მეტყველებს. რადგან ჩვენს დროში, როდესაც ჭეშმარიტების დაფარვას სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ, რისკი ძალიან დიდია: შეიძლება დაკარგო სამსახური, მოხვდე ციხეში განგკვეთონ...

            -  საუბარი განსაკუთრებულ გმირობაზეა?

            - ეს გმირობა სულაც არ არის, ეს სულის გაყიდვის შიშია. ეს მოვალეობაა. არდამოწმება - აი, ეს კი განსაკუთრებული საქციელია: ჩუმად ყოფნა გაცილებით ძნელია.

 
ბაბილონის სახმილში (თანამედროვე ჩაცმულობის და გარყვნილების შესახებ) - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

მრავალი წმიდა მამის წინასწარმეტყველებით ქვეყნის აღსასრულის მომასწავებელი ერთ-ერთი ნიშანი იქნება საყოველთაო, საშინელი გარყვნილება, ბილწი ხორციელი აღვირახსნილობა და დაუცხრომელი ვნებებით ტკბობა. აპოკალიფსში ქვეყნის საბოლოო და უკიდურესი გახრწნა წითელ მხეცზე მჯდომარე დედაკაცის სახით არის წარმოდგენილი: „დედაკაცი მჯდომარე მჴეცსა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა“ (გამოცხ. 17, 3). ეს დიდი მეძავი პორფირითა და ძოწეულით, ოქროთი, მარგალიტითა და პატიოსანი ქვით არის შემკული. ხელთ უპყრია ოქროს ბარძიმი მთელი ქვეყნის სიძვის სისაძაგლითა და სიბილწით სავსე (გამოცხ. 17, 4). ის ამასოფლის მეფეთა მპყრობელი ქალაქის - „ბაბილონის“ სიმბოლოა, ეს ადამიანთა უკანასკნელი მოდგმის დედაქალაქი, ეშმაკთა სამკვიდრებელად და ყოველი არაწმიდა სულის სამყოფელად ქცეულა, სადაც ყველანი მრუშობის ცოფი ღვინით დამთვრალან. ამა სოფლის მეფენი იმრუშებენ ამ ქალაქთან, ხოლო ვაჭარნი მისი განცხრომისა და ფუფუნების თანაზიარნი გახდებიან (გამოცხ. 18, 2-3).

 
მუსიკა და ლოცვა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

მართლმადიდებლობა - ეს არა მხოლოდ დოგმატების სიწმინდეა, არამედ ტრადიციათა ერთობის და მთლიანობის დაცვაც. სხვა სიტყვებით, მართლმადიდებლობა - ეს წმინდა გადმოცემათა სავსებაა.

 

ეკლესიის ყველაზე ვერაგ და საშიშ მტრად განმაახლებლობა გვევლინება. ეს არის წმინდა გადმოცემათა შეცვლა საკუთარი გამომგონებლობით. სულის სფეროში მხოლოდ ერთი გნოსისი არსებობს: სულიერი სამყაროს უშუალო ჭვრეტა რელიგიური ინტუიციების მეშვეობით, რომლებიც ცოდვებისა და ვნებებისაგან გულის განწმედისდა მიხედვით იღვიძებენ. ყოველგვარი გამომგონებლობა წარმოსახვასა და წარმოდგენებს ემყარება, ანუ მშვინვიერ მოვლენათა ტიპს განეკუთვნება. წარმოსახვა უშუალო კავშირშია ვნებებთან - ქვეცნობიერის წიაღიდან ამოტივტივებული სახის მიმართ ემოციურ რეაქციებთან. რაც მეტად კაშკაშა და გასაოცარია სახეები და სურათები, მშვინვიერი ძალების მით უფრო მეტ ემოციურ დაძაბვას იწვევენ ისინი და პირიქით, რაც მეტად ძლიერი და დახვეწილია ვნებები, რაც უფრო ინტენსიურია ემოციები, მით უფრო ნათელი და საოცარია გონებაში გაჩენილ წარმოსახვათა კალეიდოსკოპი. ამიტომ მსახიობის ან მწერლის საერო ხელოვნება, ეს არის ხელოვნება საკუთარ სულში აღტაცების, ვნების აღძვრისა და მისი განხორციელებისა სიტყვასა და მიმიკაში.

 
სქიმიღუმენი საბა (ოსტაპენკო) - მოჩვენებითი სიმდაბლე

 

მოჩვენებითი სიმდაბლე ეს არის ცრუ, ყალბი, ხელოვნური სიმდაბლე. იგი მჟღავნდება სიტყვით თავის დამცირებასა და თავმდაბალი სახის მიღებაში.

მოჩვენებითი სიმდაბლით სნეულნი ჩვეულებრივ ამბობენ და ძალიან ხშირად იმეორებენ, რომ ისინი ცოდვილები არიან, და ზოგიერთ თავის ცოდვასაც კი ამხელენ, თითქოსდა საკუთარი ცოდვიანობის შესახებ თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად, მაგრამ ყურადღებიანი მოსაუბრე, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი, მაშინვე მიხვდება, რომ მის წინაშე მოჩვენებითი სიმდაბლის მანიით სნეული ადამიანი დგას.

მოჩვენებითი სიმდაბლის მანია ამპარტავნების ერთ-ერთი სახესხვაობაა.

სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანისათვის ძნელია, გაარჩიოს მოჩვენებითი სიმდაბლე ჭეშმარიტი სიმდაბლისგან. ზოგჯერ ამ ვნებით შეპყრობილთა თვალთმაქცობა იმდენად დახვეწილია, რომ მართლაც ძალიან გამოცდილი თვალი და გამოცდაა საჭირო, რომ გაიგო, ვისთან გაქვს საქმე. ზოგჯერ კი მათი თვალთმაქცობა და სიცრუე მაშინვე გამოაშკარავდება, განსაკუთრებით მათ მიერ, ვინც მათ ახლოს და კარგად იცნობს.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 6 9-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge