სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ძმანო და დანო! უფალი, რომელმაც ერთხელ შექმნა სიცოცხლე, საშინელ სამსჯავროზე მტვერისა და ხრწნილებისაგან აღადგენს კაცობრიობას ადამიდან ვიდრე უკანასკნელ დღემდე. მართალნი აღდგებიან მსგავსნი ქრისტე მაცხოვრისა, ანგელოზური ბრწყინვალებით და საღმრთო ნათლით გაცისკროვნებულნი. ცოდვილნი - შავბნელი და მყრალი სხეულით, მსგავსი მათ მიერვე ჩადენილი ცოდვებისა. ძმანო და დანო, ყოველი აზრი, სიტყვა ან საქმე მსგავსია თესლისა, რომელსაც ჩვენი გულის სიღრმეში ვთესავთ, მსგავსად ხნულში ჩაგდებული მარცვლისა. მარადისობაში ამ თესლისგან აღმოცენდება ან ბრწყინვალე, სურნელოვანი ყვავილები ან შხამიანი, ეკლოვანი მცენარეები.
სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ მოხდება განკითხვა, არა მხოლოდ კაცთა, არამედ ასევე ანგელოზთა. დემონები იხილავენ თავიანთ თავს, როგორც ოდესღაც მშვენიერ ანგელოზებს, რომელნიც უგალობდნენ უფალს ქერუბიმთა საგალობელს კაცთათვის გა???აზე. ესაა საგალობელი, ესაა ჰიმნი, ესაა მხურვალე სიყვარული და სწრაფვა წმინდა სულებისა ღვთისკენ.
|
|
ჩვენს დროში ტატუ და პერსინგი მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისა და უფროსებისთვისაც კი "თავის მორთვის" ყველაზე მოდურ საშვალებად იქცა. ეს მოდა კინოვარსკვლავებმა, ესტრადის მომღერლებმა და სპეციალიზებულმა ჟურნალებმა შემოიტანეს. და სურვილის გამო, არ ჰგვანდნენ სხვებს, იყვნენ გამორჩეული, ახალგაზრდებმა თავიანთ სხეულზე სხვადასხვა სიმბოლოების ხატვა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: ცხვირზე, ყურებზე, ტუჩებზე, წარბებსა თუ ჭიპზე საყურეების მიმაგრება დაიწყეს. ზოგიერთს ამ ”თვითმორთვაზე” დამოკიდებულებაც კი განუვითარდა; ბევრს ერთი ტატუ ან ცხვირში ერთი საყურე აღარ აკმაყოფილებს. ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ უცხო მოდას თვისი გონივრული საფუძველი აქვს. მაგრამ როგორ შეიძლება, გონივრულად მივიჩნიოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე უცნაური გამოსახულებების ხატვა ან წარბზე თუ ტუჩზე საყურის მიმაგრება?
|
ქრისტიანმა იცის - საიდან იღებს საწყისს მთელი ჩვენი უბედურებანი: ავადმყოფობა, სიკვდილი, ბოროტება, მტრობა, ყველა ვნება, ცოდვანი, ადამიანთა ბიწიერებანი - ყველაფერი დაიწყო სამოთხეში ჩვენი წინაპრების მიერ ღმრთის მცნების დარღვევით!
ღმერთმა ადამიანი შექმნა უმაღლესი ბედნიერებისა და ნეტარებისათვის, მთელი ხილული სამყარო იქმნა მოწყობილი, როგორც უმდიდრესი და უდიდესი სამეფო ადამიანისათვის - მისი მეფისა და მბრძანებლისათვის. მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული ღმერთთან მადლის მიერ ერთობაში, მის მიმართ სიყვარულში მდგომარეობდა. ადამიანს თავისი ნებით, მთელი გულით რომ ჰყვარებოდა უფალი - ის შექმნილი იყო თავისუფალი, ე.ი. მას რჩებოდა შესაძლებლობა განშორებოდა თავის შემოქმედს. მისი სიყვარული რომ გამოეცადა - უფალმა ადამს მცირე მცნება მისცა - არ ეჭამა ნაყოფი მხოლოდ ერთი ხიდან, ამასთანავე მას შეეძლო ესარგებლა და ესიამოვნა მთელი ედემის ბაღის ნაყოფებით. ღმერთმა ამ აკრძალვას თან დაურთო შემაძრწუნებელი გაფრთხილება - თუ ადამი შეჭამს ამ ხის ნაყოფს - იქნება სიკვდილისაგან დატყვევებულიო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ღმერთმა შექმნა სიკვდილი და პირველივე ადამიანს დაემუქრა ამით ურჩობის შემთხვევაში - არა! უფალი თითქოსდა ეუბნებოდა: „თუ შენ უგულებელყოფ ჩემს სიტყვას და ზურგს შემაქცევ მე, მაშინ მეც განვდგები შენგანო“! მაგრამ სულიერ არსებათათვის სიცოცხლე ხომ ღმერთია, ღმრთის განშორება ადამიანისათვის შეიქმნა საშინელი სასჯელი, მისი განხრწნისა და ნაწილებად დაშლის საწყისი.
|
დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. როგორც ხომალდის პიტარა საჭეს მიჰყავს გემი, საითაც სურს, ასევე ენა უძღვის ადამიანს სიკეთისა ან ბოროტებისაკენ. წმინდა მამები ძალიან განაქიქებენ სხვების ცოდვების, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
ძმის განკითხვისათვის დიდი ცოდვით დავისჯით საკუთარ თავს. როდესაც ვფარავთ ძმას, ჩვენც დაგვიფარავს ღმერთი დიდი ცოდვებისაგან, როცა ვააშკარავებთ მას, ღვთის მადლს განვდევნით ჩვენგან - უფალი ჩვენს იმავე ცოდვებში ჩავარდნას დაუშვებს, რათა ვისწავლოთ, რომ უძლურები ვართ და ღვთის მადლი გვფარავს. ვინც იცავს ენას, ის თავის სულს დიდი ცოდვებისა და დაცემისაგან იცავს.
განკითხვისა და ძვირისთქმის ძირითადი მიზეზი ამპარტავნება და ეგოიზმია, რადგან ადამიანს საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია. ამიტომ ძალზე სასარგებლოა თავი ყველაზე მცირედ ჩავთვალოთ, რათა ძმა მივიჩნიოთ უკეთესად და ღვთის შეწევნით, შევძლოთ ამ ბოროტებისგან თავის დახსნა.
|
1. სიმართლე იხსნის სიკვდილისაგან.
2. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია.
3. შრომა ხორცისათვის მაქებარია, სულისათვის ცხონებაა.
4. მორჩილება – უმოკლესი გზაა გადარჩენისათვის.
5. სიმდაბლე – ამისი სატანას ეშინია.
6. თავშეკავება – თვით აღასრულებს ყველა მცნებას.
7. არ განკითხვა – უშრომელად გადარჩენაა.
8. გამოძიება – ყველა სათნოებაზე მაღლა დგას.
9. მონანიება – სიხარულია ღვთისა და ანგელოზების.
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 5 9-დან |