მოთმინების შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას ადამიანი სულიერი სრულყოფის გზაზე მიჰყავს. წმინდა მამათა აზრით მოთმინება ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა, რაც გულისხმობს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ყველა უბედურების, განსაცდელისა და ჭირის უდრტვინველად გადატანას. „მოთმინების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს სხვა სათნოებების შესრულებას“ (იოანე კიბისღმწერელი). მოთმინების გარეშე შეუძლებელია შეიცნო ჭეშმარიტება, იგი აუცილებელია „რაითა ნებაი ღმრთისაი ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუამი იგი“ (ებრ. 10,36). ცხონება სულისა, მაცხოვრის სიტყვისამებრ „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“.
მაშ ასე, თუ სულიერი აღმავლობა შეუძლებელია მოთმინების გარეშე, მაშინ „მოთმინება“, რომელსაც დღეს „ტოლერანტობას“ უწოდებენ, ხშირად სულაც არ არის ქრისტიანის კეთილმახასიათებელი თვისება. ჩვენ მოთმინებით უნდა გადავიტანოთ ყოველივე, რაც ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით მომთმენნი, როდესაც ფეხქვეშ თელავენ სიწმინდეს, რყვნიან ჩვენს შვილებს, შეურაცხყოფენ ჩვენს ზნეობრივ გრძნობებს, ადამიანურ ღირსებას, როგორც ხატებას ღვთისას. ნებისმიერ მოსაზრებას ყველასთვის აუცილებლად და მნიშვნელოვნად ვერ ვაღიარებთ.
|
|
მრუშობა არის არათავისუფალი კაცის დაცემა არათავისუფალ ქალთან, ანუ, როდესაც კანონიერი ცოლის ქმარი ეცემა კანონიერი ქმრის ცოლთან. მრუშობის ცოდვაა ისიც, როდესაც ერთ–ერთი მხარე თავისუფალია, მეორე კი – ქორწინებაში მყოფი.
მრუშობა სხვისი და საკუთარი სარეცლის შეგინებაა. თუ არც ერთი მხარე არ არის თავისუფალი, მაშინ ორივე ერთდროულად ბილწავს სხვისა და საკუთარ სარეცელს, სჯულიერი ქორწინების კავშირს არღვევს და კანონის ფარგლებს სცდება, ამიტომაც მრუშობის ცოდვა კიდევ უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე სიძვისა.
|
რატომ აღკვეთავდა ეკლესია ლოთობისგან იმ გარდაცვლილთათვის წესის აგებას, რომლებმაც ვერ მოასწრეს მონანიება? ამას ზოგიერთნი იმით ხსნიან, რომ სისტემატიური სმა ნელი თვითმკვლელობის სახეა. ვფიქრობთ, ეს მთლად ასე არ არის. ასეთი მიდგომით ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ზედმეტობისგან უძლურდებიან, ან ღორმუცელა, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვებს იღებს, ასევე თანდათან იმოკლებს სიცოცხლეს; აგრეთვე პოტენციურ თვითმკვლელად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც მაღალი ანაზღაურებისათვის მძიმე და მომქანცველ შრომას ეწევა. მაშ რატომ არ ეუბნება ეკლესია მათაც უარს ქრისტიანულ დაკრძალვაზე? პავლე მოციქული პირდაპირ წერს: ,,ლოთი ვერ შევა ცათა სასუფეველში“. ჩვენ გვეჩვენება, სიმთვრალეშია რაღაც დემონური ძალა.
არსებობს სამი სამყარო: 1) უმაღლესი-სულიერი, ზეციური ეკლესია; 2) მიწიერი - მატერიალურ-სულიერი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით; 3) ჯოჯოხეთი - დაცემულ ანგელოზთა და იმ ადამიანთა ქვეყანა, რომლებიც ცოდვების გამო ეშმაკებს ემსგავსნენ.
|
„და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღსდეგ და ზე წამოჯდა მკუდარი და იწყო სიტყვად“(ლუკ.7,14-15) ამ სიტყვებით გვამცნობს სულთმოფენობიდან 20-ე კვირის საკითხავი დიდი სასწაულის შესახებ, რომელიც აღასრულა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მკვდრეთით აღადგინა ნაინელი ქვრივის გარდაცვლილი ძე. სახარების ამ საკითხავის გააზრებისას წმიდა ბასილი დიდმა თავს კითხვა დაუსვა: „რამ მიიყვანა ეს ჭაბუკი ასეთ ნაადრევ სიკვდილამდე?“. ხოლო წმიდა ამბროსი მედიოლანელი მიუთითებს ოთხ „კუბოსმტვირთველზე“, რომლებსაც ახალგაზრდების ცხედრები საფლავებისკენ მიაქვთ. მისი სიტყვით ეს იყო 1) ზედმეტობა საჭმელ სასმელში, 2) გარყვნილება, 3) მშობლის დაუჯერებლობა და 4) აულაგმავი მრისხანება.
|
ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს, წიგნები ჰარი პოტერზე, წარმოაჩინოს ძმები გრიმებისა და ანდერსენის ჯადოსნური ზღაპრის სახით, როგორც სრულიად უწყინარი საკითხავი მასალა ბავშვებისათვის, მაგრამ მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. ბავშვობაში ზღაპრების კითხვისას ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ეს ლიტერატურული ჟანრი, ფანტაზია და გამოგონება მხოლოდ წარმოსახვის შედეგია. უფრო მეტიც, იგავური, დამრიგებლური სახის მქონე ხალხური ზღაპრები, ყოველთვის აღმზრდელობით ხასიათს ატარებდა. რაც შეეხება ამ წიგნს, იგი იმგვარადაა დაწერილი და მოწოდებული, რომ ბავშვის მიერ სინამდვილედ აღიქმება. მისი მეშვეობით ყრმა, ემოციური სისტემით ერთვება დემონურ სამყაროში, რომელიც ლუციფერის მიერ სამართლიანობისა და სიკეთის სამყაროს სახითაა წარმოდგენილი. მასში დაცემული ანგელოზები და მათი მედიუმები – ჯადოქრები და მაგები – ,,ეხმარებიან“ ადამიანებს, ,,იცავვენ“ ხიფათისა და ძალადობისაგან. ერთი სიტყვით, ამ წიგნებში ნეგატივის მსგავსად, ყველაფერი შებრუნებულია: ბნელ სამყაროს ნათლის სახე მიუღია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ნათელი სამყარო, მასში წყვდიადის საუფლოდ იქნება გარდასახული, თუმცა კი ეს პირდაპირ არაა წიგნში ნათქვამი.
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 4 9-დან |