ავტორიზაცია



Facebook Image






სტატიები
აბორტის ლეგალიზაციის შესახებ

 

გვეუბნებიან, რომ აუცილებელია აბორტის ლეგალიზაცია 13-14 წლის ასაკიდან ანუ ბავშვობის წლებიდან, ფეხმძიმობის ყველა სტადიაზე, რადგან ფარული აბორტები, რომლებსაც მიანც მიმართავენ მოზარდები, კეთდება არასტერილურ პირობებში, პროფესიონალური ცოდნის გარეშე, რაც ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. პირველ ყოვლისა, დავიწყებთ მცირე შეკამათებით: რატომ ვერ ვხედეავთ ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სხვა გზას აბორტის ლეგალიზაციის გარდა და რატომ ვლინდება ეს ზრუნვა არა დედობის დაცვით, არამედ მისი მოსპობით? ჯანდაცვას მართლაც ქალის ჯანმრთელობა რომ აღელვებდეს, ქალს შესთავაზებდა უფასო მშობიარობას და არა ნაყოფის მკვლელობას (რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ უფასო მშობიარობაზე ამის რეალური გაგებით). მეორეც, არ არსებობს უსაფრთხო აბორტი. ქირურგიული ჩარევა ამ სფეროში მძიმე შედეგებს ტოვებს კიბოსა და უნაყოფობისადმი მიდრეკილების სახით და ხშირად სტერილურ პირობებშიც სიკვდილით მთავრდება. აღარაფერს ვამბობთ ფსიქიკურ ტრამვაზე.

 
სქემმონაზონი აბრაამი (ჩხეტიანი), ბერობაში ალექსი (1856-1965)

 

მცხეთაში სამთავროს წმ. ნინოს სახელობის მონასტრის ეზოში ერთი სამარეა, რომელთანაც ხშირად იხილავთ მომლოცველებს. საფლავის ქვის წარწერა გვაუწყებს, რომ აქ განისვენებს სქემმონაზონი აბრაამი, რომელმაც საუკუნეზე მეტი იცხოვრა ამქვეყნად.

 

ყოველი სამარე საიდუმლოებით არის მოცული. მაგრამ არის საფლავები, სადაც წმინდა ადგილთა მსგავსად, თავად ღვთის მადლი უსიტყვოდ მიგვანიშნებს განსვენებულის ასკეტურ ცხოვრებაზე. ასეთ საფლავთან რაღაც სიმსუბუქე და გამოუთქმელი სიხარული იგრძნობა. ის თითქოსდა თავისთან იზიდავს ადამიანებს, როგორც ნაკადულის ჩხრიალი იხმობს დაქანცულ მგზავრებს.

 

თაობები ცვლიან თაობებს, მდინარის ტალღებივით ზოგი მიდის და ზოგიც მოდის ამ წარმავალ წუთისოფელში, ისევე, როგორც ენაცლებიან ერთმანეთს ფოთოლცვენა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ისევ გაფურჩქვნა. დრონი მეფობენ ამ ქვეყანაზე და ტირანივით ყოველივეს ანადგურებენ, რაც შექმნილია კაცთა ხელთაგან. ოდესღაც მცხეთა დედაქალაქად იწოდებოდა, ციხე-სიმაგრის სქელი გალავნით გარშემორტყმული, რომლის მიღმა ჩინებულ ბაღში ჩაფლული მეფის სასახლეები მოჩანდა. ახლა კი მათგან ნანგრევებიც აღარ შემორჩა. მხოლოდ სიწმინდეები დგას შეურყეველად დროის გრიგალში, თითქოს მათ ჟამთა ქარიშხალი მოიგერიეს. დავიწყებას ეძლევა მმართველთა სიბრძნეც და საგმირო საქმეებიც, მაგრამ ხალხის ხსოვნაში სამუდამოდ აღბეჭდილია იმ ადამიანთა სახელები, რომელთაც უფალს მიუძღვნეს თავი და ადამიანთა მიმართ ქრისტიანული სიყვარულით ეწვოდათ გული. მათი საფლავნი სულიერი ნათლით ბრწყინავენ, დანთებულ კელაპტრებს ჰგვანან და გვაუწყებენ, რომ ისინი უხილავად ჩვენთან არიან. ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე ბერი იყო სქემმონაზონი აბრაამი. მცხეთის მკვიდრნი, რომელნიც ან პირადად იცნობდნენ ბერს, ან თავიანთი მშობლებისგან მონაყოლი გაუგონიათ განუზომელი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ მას.

 
ტელევიზიისა და სერიალების შესახებ

 

უკანასკნელ ხანს ტელევიზორის ცისფერი ეკრანი დაიპყრო უკვე არა მომთაბარე, არამედ ბინადარმა ტომმა - ეს მრავალსერიანი ფილმებია. დღემდე ტელევიზორები ჰგავდა სახლში მოწყობილ მინი-თეატრს: მთავრდება წარმოდგენა, ეშვება ფარდა, ქრება ლამპის შუქი და მაყურებელი ემშვიდობება პიესის გმირებს, უფრო სწორედ, მსახიობებს, რომლებიც მიდიან საგრიმიოროში, იხდიან ტეტრალურ სამოსს და სახიდან გრიმს იშორებენ. თუ ადრე ტელეგადაცემები ხანმოკლე შეხვედრებს ჰგავდა, ახლა მრავალსერიანი ფილმების ყურებისას ადამიანი ითვისებს სხვის ცხოვრებას, თითქოს ორმაგ მოქალაქეობას იღებს, ცხოვრობს თავის და სხვის ოჯახში. მრავალსერიანი ფილმის პერსონაჟები მისთვის იქცევიან ახლობელ ადამიანებად ან პირიქით, მტრებად, რომლებიც მის კეთილდღეობას ემუქრებიან. ამ პერსონაჟების მიმართ იგი ნამდვილ, წრფელ მეგობრობასა და სიყვარულს ან ზიზღსა და სიძულვილს განიცდის. მათ გამო გაცილებით მეტად ღელავს, ვიდრე ეკრანს მიღმა მყოფი თავისი მეგობრების გამო. იგი იტანჯება ამ პერსონაჟებთან ერთდ, მათ წარუმატებლობას ისევე იღებს, როგორც თავისას, მათი ლხინით ილხენს, მათთან ერთდ ეჭვიანობს და ჯავრობს. თითქოს სინამდვლედ იქცა ჰოფმანის ზღაპარი გაცოცხლებულ თოჯინაზე, რომელსაც შეიყვარებენ, როგორც ცოცხალ გოგონას, თითქოს ამ ფილმების პერსონაჟები ეკრანებიდან გადმოვიდნენ და ადამიანთან ერთდ მის სახლში ცხოვრობენ.

 
თამაში

 

გავიხსენოთ როგორ თამაშობენ ბავშვები: “შენ ავადმყოფი ხარ, მე კი - ექიმი, მე უნდა მოგარჩინო“, ან „მე ვითომ დედა ვარ, შენ კი - ჩემი შვილი“ და ასე შემდეგ. ანუ თამაში არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იმყოფება ცრუ ფასეულობების სამყაროში, თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ - ვირტუალურ სამყაროში, სადაც „თითქოს“ რეალურია.

 

რა თქმა უნდა თამაშს აქვს აღმზრდელობითი მხარე: იგი აყალიბებს ადამიანს, როგორც ინდივიდს. გარდა ამისა თამაში დასვენების საშუალებაა. ყოველივე ეს დიდი ხანია ცნობილია და ამის შესახებ ბევრჯერ დაწერილა და თქმულა, მაგრამ ჩვენ ნაკელბად ვაქცევთ ყურადღებას თამაშის უარყოფით გავლენას.

 

დღევანდელ სამყაროში ადამიანი ღვთისგან ბოძებულ ნიჭს სასიკეთოდაც იყენებს და ბოროტადაც. ფანტაზია მჭიდროდაა დაკავშირებული ვნებებთან, რაც დამღუპველია სულისათვის, ისიც კი, რაც სრულიად უბოროტო გვეჩვენება. ვნებების საშუალებით ჩვენს სულს ეშმაკი ებრძვის. ღირსი მამა გრიგოლ სინელი გვაფრთხილებდა, რომ ფანტაზიით შეირყვნება ადამიანის სულიერება.

 
ურთიერთობის კულტურა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

რელიგიური ზნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ურთიერთობის კულტურა წარმოადგენს. ეს სხვისი მშვიდად მოსმენის უნარია მაშინაც კი, როცა მისი აზრი არ ემთხვევა შენსას, ან უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება კიდეც მას. ადამიანის სულში დავანებული ღვთიური მადლი მისთვის შეუძლებელს ხდის შეურაცხყოს ან დაამციროს მოყვასი. ეთიკა ურთიერთპატივისცემაში ვლინდება. სიტყვა კულტურა წარმოიშვა სიტყვიდან „კულტი“, რც ნიშნავს „პატივს ვცემ“ და „თაყვანს ვცემ“. მოცემულ შემთხვევაში მაღალი კულტურის დონე, მათ შორის სულიერი კულტურისაც, მდგომარეობს უნარში ყოველ ადამიანში ხედავდე ხატებას და მსგავსებას ღვთისას - პიროვნებას, რომელსაც საკუთარი მსოფლმხედველობა, საკუთარი ზნეობრივი კრიტერიუმები, საკუთარი სულიერი სამყარო აქვს.

 

როცა ორი ადამიანი რელიგიაზე საუბრობს და მათი მსოფლმხედველობა ერთმანეთს არ ემთხვევა, საუბარმა ჭეშმარიტების ერთობლივი ძიების ფორმა უნდა მიიღოს. თავიდანვე გაერკვნენ რაში ემთხვევა მათი შეხედულებები და რაში ვერ თანხმდებიან. შემდეგ ჭეშმარიტების საერთო კრიტერიუმი იპოვონ და მშვიდად გადახედონ გაუგებრობის მიზეზს, კითხვებს, პრობლემებს; პუნქტობრივად, ამ პლატფორმიდან ჩამოუსვლელად. ამგვარი პლატფორმა კი შეიძლება იყოს მთელი ეკლესიური სწავლება, ბიბლიური ტექსტი ან მხოლოდ ახალი აღთქმა. თუკი რელიგიური მრწამსი ბიბლიის ცალკეულ წიგნებს, ვედებს ან ყურანს ეყრდნობა, მაშინ საჭიროა გამოვიკვლიოთ ჭეშმარიტების ძირითადი ნიშნები, რასაც, ცხადია, უნდა ემსახურებოდეს ტექსტის შინაგანი არაწინააღმდეგობრიობა, უმაღლესი მოძღვრება ღვთაების შესახებ და ამ მოძღვრების შესაბამისი მორალი; საჭიროა ამ წიგნების შექმნის ისტორიის განხილვა და ა.შ.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 3 9-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge