ავტორიზაცია



Facebook Image






წმიდა მთის კინოტის დიდად მნიშნელოვანი გზავნილი პატრიარქისა და პაპის „გარღვევებთან“ დაკავშირებით - ΒΑΡΥΣΗΜΑΝΤΗ ΕΠΙΣΤΟΛΗ ΤΗΣ Ι. ΚΟΙΝΟΤΗΤΑΣ ΑΓ. ΟΡΟΥΣ ΓΙΑ ΤΑ «ΑΝΟΙΓΜΑΤΑ» ΤΟΥ ΠΑΤΡΙΑΡΧΗ ΜΕ ΤΟΝ ΠΑΠΑ
Share

 

მეტად  მნიშვნელოვანი წერილი გაუგზავნა წმიდა მთის კინოტმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ფანარაში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადგილსამყოფელი თურქეთში-მთარგმნ. შენიშვნა) გასული წლის ნოემბერში წმიდა მოციქულ ანდრეა პირველწოდებულის დღესასწაულზე  პაპის ვიზიტთან დაკავშირებით

 

სხვასთან ერთად, მთაწმინდელებმა თქვეს იმის შესახებ, რომ ის, რაც მოხდა ფანარაში, და, ბუნებრივია, პატრიარქისა და რომის პაპის ლიტურგიკული ურთიერთამბორი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სიახლეა. ეს მაშინ, როდესაც მთწმინდური ტრადიცია სავსეა წმინდანთა მაგალითებით, რომლებიც მიუთითებდნენ ლათინთა ცდომილებებსა და მწვალებლობაზე. როგორც მთაწმინდელმა კოსმა პროტმა, ასევე სხვა მრავალმა მთაწმინდელმა მოწამებრივად დაამოწმა იმის შესახებ, რომ მათ არ მიიღეს ის, რომ „ლათინომბრძნობელებთან ერთად ერთნაირად ეაზროვნათ“. დასასრულ, მთაწმინდელები წინასწარ აფრთხილებენ პატრიარქს და ახსენებენ იმის შესახებ, რომ ორმოცდაათი წლის წინ მთაწმინდის მონასტერთა უმრავლესობამ შეწყვიტა პატრიარქ ათინაგორას მოხსენიება, როდესაც ის შეუდგა პაპისტებისათვის ანათემის მოხსნას.

  

უპასუხებს პატრიარქი მთაწმინდელებს?

 

მოგვყავს დასახელებული წერილის სრული ტექსტის თარგმანი, რომელსაც ხელს აწერს ათონის მთის ყველა, ოცივე მონასტრის წინამძრარი და ამ მონასტრების წარმომადგენლები (ანტიპროსოპები) კინოტში, რომელიც წარმოადგენს ათონის მთის უმაღლეს ორგანოს (სინოდს).

 

 

კარიესი 18/31 დეკემბერი 2014

 

 ΑΡΙΘ. ΠΡΩΤ. Φ.2/7/3012

 

 მის ღვთაებრივ უწმინდესობას

 

 მსოფლიო პატრიარქს

 

უფალ  ბართლომეს

 

ყოვლადპატივცემულ ჩვენს მამასა და ბატონს

ფანარაში

 

უწმინდესო მამაო და მეუფეო, Παναγιώτατε Πάτερ καὶ Δέσποτα,  

 

ჩვენ ღმრთის მიმართ დიდი თაყვანისცემით მივესალმებით თქვენს ღვთაებრივ უწმინდესობას, გამოვხატავთ ჩვენს მამაშვილურ პატივისცემასა და აღვავლენთ ჩვენს მდაბალ ლოცვას, რათა ღმერთმა მოიღოს წყალობა ახალი წლიური ციკლის დაწყების წინ, დღითა და ღამით ვიხსენიებთ თქვენს ღვთისმოსავ სახელს ღმრთის მიმართ ჩვენს მდაბალ ლოცვებში.  

 

ღირსნი შევიქმენით რა ვიცხოვროთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღში,  აღვასრულებთ წმინდა საღვთისმსახურებო წეს-განგებულებას თუ ვკითხულობთ  ღმერთშემოსილი მამების ქმნილებებს, ჩვენ განსაკუთრებით პატივს მივაგებთ მღვდელმოწამე პროტო კოსმასა და ძმათა მისთა, რადგან სარწმუნოების აღმსარებლობითა და თავიანთი სისხლით „მათ დაიცვეს ეკლესიის უმწიკვლობა მწვალებლობათა ცდომილებისაგან“, „არ ისურვეს ლათინომბრძნობელებთან ერთად ზიარება ბარძიმში და მათი თანამოაზრეობა“  (მე-3 გალობის ტროპარი და კონდაკი), ამასთან ღირს ნიკოდიმოს მთაწმინდელთან ერთად ვევედრებით წმინდა მარკოზ ეფესელს ევგენიკოსს, იმიტომ რომ „მან ამხილა სიახლეები ლათინ დამმახინჯებელთა, რომლებიც შეურაცყოფენ ღმრთაებრივ რწმენას“ (დიდება მცირე მწუხრზე); ასევე ჩვენ ვკითხულობთ ღირს სილუანეს მგზნებარე სიტყვებს: „რამდენად ნეტარნი ვართ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, რადგან ჩვენ ღმერთმა მოგვმადლა ცხორება წმინდა სულით . . . გრწმენეს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისა, იმიტომ რომ მასში მკვიდრობს მაცხოვნებელი მადლი, რომელიც მოიპოვება მორჩილებით ქრისტეში!“ 

 

ვიკვებებით რა ამ სულიერი ტრადიციითა და ვიმეცნებთ რა ძველი და თანამედროვე მამების ბრძოლას ჩვენი წმიდა ეკლესიის სიახლეებისაგან დაცვის საქმეში, ჩვენ გვიჭირს გავიგოთ ის, რაც მოხდა წმინდა ანდრეა პირველწოდებულის დღესასწაულის დღეს: წმინდა საკურთხევლიდან თქვენი მსვლელობა იმისათვის, რომ ლიტურგიკული ამბორისყოფა მიგეგოთ ანაფორით შემოსილი რომის პაპითვის, რომელმაც შემდგომ ხმამაღლა წაიკითხა ღმრთის ლოცვა! - მამაო ჩუენო.

 

ჩვენ, რომლებიც ვიღვწით მამებისა და ძმების წმინდა სახელმწიფოში, უკიდურესად შეწუხებულები ვართ,  ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს მუდმივ გულისტკივილს, რადგან ის, რაც ზემოთ ვთქვით, ჭრილობას აყენებს მართლმადიდებლურ დოგმატურ და ლიტურგიკულ გრძნობას და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელთა სინდისში დაბნეულობას იწვევს. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს იმას, რომ ამაში არავითარი სარგებელი არ არის, არამედ მხოლოდ ცდუნებას იწვევს, რომელიც არის შედეგი იმ უძრაობისა, რომელშიც შთავარდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე საღვთისმეტყველო დიალოგი, - შექმნას ჭეშმარიტებასა და რწმენაში რაღაც მოჩვენებითი ერთობა, წარმოაჩინოს იგი როგორც მიუღწეველი რეალობა. რადგან სინამდვილეში მრავალი რომო-კათოლიკი, რომელიც იმედგაცრუებულია სეკულარიზებული, პაპიზმის ერეტიკული სწავლებებით განმსჭვალული დასავლეთის ეკლესიით, გამოსავალს მართლმადიდებლობაში ეძებს.

 

როგორც წმინდა კინოტი, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ჩვენს მამაშვილურ მოვალეობად ჩავთვალეთ გვეცნობებინა თქვენთვის ჩვენი ბრძოლის შესახებ, ვგრძნობთ რა ძლიერ მისწრაფებას იმისაკენ, რომ მთელი მართლმადიდებლობისა და ამ მთაწმინდის ორგანიზმის  საეკლესიო ერთობა ურყევი იყოს. რადგან ჩვენ არ დავმალავთ იმას, რომ ჩვენ განსაკუთრებით გვამწუხრებს და გვაშფოთებს შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ადგილას შეიძლება განმეორდეს ორმოცდაათწლიანი წარსულის დრამატული მოვლენა, რადგან ამან მიგვიყვანა მტკივნეულ შედეგებამდე რის შესახებაც ჩვენ გაცნობებთ ჩვენი წერილით №  Φ2/7/1679/18.7.2014. (საუბარია პატრიარქ ათინაგორას მიერ ლათინებისათვის ანათემის მოხსნასთან დაკავშირებით ათონის მთის მონასტრების მხრიდან ათინაგორას მოხსენიების შეწყვეტა -მთარგმნ. შენიშვნა).

 

ვიცით რა იმ მძიმე ტვირთის შესახებ, რომელიც თქვენ გაწევთ, ჩვენ წარმოგიდგენთ ამ გზავნილს ტკივილითა და შეკუმშული გულით, მამაშვილურად გთხოვთ, რადგან თქვენ აზროვნებთ მამობრივად, დაე, არ ჩაქრეს ჩვენი ძმების,  „ქრისტესთვის მკვდართა“ სინდისი. ვითხოვთ თქვენს მამამთავრულ ლოცვასა და დიდი მოწიწებით ვემთხვევით თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას.

 

ანტიპროსოპ-წარმომადგენლები საყოველთაო კრებაზე და წმიდა ათონის მთის ოცივე მონასტრის წინამძღვარი. 

(თარგმნა ა. უნგიაძემ)

 

ქვემოთ გთავაზობთ წმინდა კინოტის წერილის ორიგინალურ ტექსტს.

 

ΕΠΙΣΤΟΛΗ ΤΗΣ Ι. ΚΟΙΝΟΤΗΤΑΣ ΑΓ. ΟΡΟΥΣ.pdf by aktines

 

Τῇ Αὐτοῦ Θειοτάτῃ Παναγιότητι

 

Τῷ Οἰκουμενικῷ Πατριάρχῃ

 

Κυρίῳ κῳ Β Α Ρ Θ Ο Λ Ο Μ Α Ι Ωι

 

Πανσεβάστῳ Πατρὶ ἡμῶν καὶ Δεσπότῃ

 

Εἰς Φανάριον

 

Παναγιώτατε Πάτερ καὶ Δέσποτα,

 

Τὴν Ὑμετέραν Θειοτάτην Παναγιότητα βαθυσε­βάστως ἐν Κυρίῳ προσαγορεύομεν, ὑποβάλλοντες τὸ υἱϊκὸν ἡμῶν σέβας καὶ τὰς ταπεινὰς εὐχὰς διὰ τὴν ἐπὶ θύραις ἐπιτολὴν τοῦ νέου ἐνιαυτοῦ τῆς χρηστότητος τοῦ Κυρίου, νυχθημερὸν μνημονεύοντες τοῦ σεπτοῦ Ὑμῶν ὀνόματος ἐν ταῖς πρὸς Κύριον ταπειναῖς δεήσεσιν ἡμῶν.

 

Ἀξιωθέντες ἐγκαταβιοῦν εἰς τὸ ἱερὸν τῆς Κυρίας Θεοτόκου Περιβόλιον, τελοῦντες τὰς ἱερὰς ἀκολουθίας ἤ ἀναγινώσκοντες τὰ τῶν θεοφόρων πατέρων συγγράμματα, ἄλλοτε μὲν τιμῶμεν τὸν ἐν ἁγίοις ἱερομάρτυρα Κοσμᾶν τὸν Πρῶτον καὶ τοὺς σὺν Αὐτῷ, διότι μὲ τὴν ὁμολογίαν καὶ τὸ αἷμα των «ἐτήρησαν ἄμωμον τὴν Ἐκκλησίαν ἐκ τῆς πλάνης καὶ τῆς αἱρέσεως» «μὴ θελήσαντες συγκοι­νωνῆσαι καὶ συμφρονῆσαι τοῖς Λατινόφροσι» (τροπάριον τρίτης ὠδῆς  καὶ Κοντάκιον), ἄλλοτε δὲ μετὰ τοῦ Ὁσίου Νικοδήμου τοῦ Ἁγιορείτου μακαρίζομεν τὸν Ἅγιον Μάρκον Ἐφέσου τὸν Εὐγενικόν, διότι «ὤφθη ἀνένδοτος ταῖς τῶν ἐναντίων ἐπιφοραῖς, τῆς θείας πίστεως λυμαινο­μένης τοῖς παραχαράκταις Λατίνοις» (Δοξαστικὸν μικροῦ ἑσπερινοῦ) καὶ ἄλλοτε ἀναγινώσκομεν τὸν Ὅσιον Σιλουανὸν ἀναβοῶντα: «Πόσον μακάριοι εἴμεθα οἱ ὀρθόδοξοι χριστιανοὶ διότι ὁ Κύριος ἔδωκεν ἡμῖν τὴν ζωὴν ἐν Πνεύματι... Πιστεύω μόνον εἰς τὴν ὀρθόδοξον Ἐκκλησίαν, διότι εἰς Αὐτὴν εὑρίσκεται ἡ χαρὰ τῆς σωτηρίας, ἥτις ἀποκτᾶται διὰ τῆς ταπεινώσεως ἐν Χριστῷ»!

 

Ἀνατραφέντες εἰς τὴν πνευματικὴν ταύτην παράδοσιν καὶ μελετῶντες τοὺς ἀγῶνας τῶν πάλαι τε καὶ ἐπ᾽ ἐσχάτων πατέρων διὰ τὴν ἀκαινοτόμητον τῆς ἁγίας ἡμῶν Ἐκκλησίας πίστιν, δυσκολευόμεθα νὰ κατα­νοήσωμεν τὰ διατρέξαντα κατὰ τὰς ἑορτίους ἡμέρας ἐπὶ τῇ μνήμῃ τοῦ ἁγίου Ἀποστόλου Ἀνδρέου τοῦ Πρω­τοκλήτου, τοῦ Πατριάρχου ἡμῶν, κατ᾽ αὐτὴν τὴν ἱερωτάτην στιγμὴν τῆς ἁγίας Ἀναφορᾶς, ἐξελθόντος ἐκ τοῦ ἱεροῦ βήματος διὰ νὰ δώσῃ λειτουργικὸν ἀσπασμὸν εἰς τὸν ἐνδεδυμένον τὸ ὠμόφορον Πάπαν Ρώμης, ὅστις καὶ ἐν συνεχείᾳ ἀπήγγειλε τὴν Κυριακὴν προσευχήν!

 

Ἀκροώμενοι τὴν ἀνησυχίαν τῶν ἐνα­σκου­μένων ἐν τῇ Ἁγιωνύμῳ Πολιτείᾳ πατέρων καί ἀδελφῶν, ἐκφράζομεν τὸν συνέχοντα ἡμᾶς προβληματισμόν, διότι τὰ ὡς ἄνω  πληγώνουν τὸ ὀρθόδοξον δογματικὸν καὶ λειτουργικὸν αἴσθημα καὶ προκαλοῦν σύγχυσιν εἰς τὰς συνειδήσεις τῶν ἀνὰ τὸν κόσμον χριστιανῶν, ἐπαναλαμβανόμενα δὲ δίδουν τὴν αἴσθησιν ὅτι οὐδὲν ὠφελοῦν ἀλλὰ μᾶλλον σκανδαλισμὸς γίνεται, δεδομένης τῆς στασιμότητος τοῦ ἀπὸ δεκαετιῶν ἀρξαμένου θεολογικοῦ διαλόγου, ὥστε τὸ ὅραμα τῆς ἐν ἀληθείᾳ καὶ μιᾷ πίστει ἑνώσεως, νὰ φαντάζῃ ὡς ἀνέφικτος πραγματικότης, ὅτε δὲ μάλιστα πολλοὶ Ρωμαιοκαθολικοί, ἀπογοητευμένοι ἐκ τῆς ἐκκοσμικεύσεως τῆς Δυτικῆς Ἐκκλησίας, ἐμφορουμένης ἐκ τῶν αἱ­ρε­τι­κῶν δοξασιῶν τοῦ παπισμοῦ, ἀναζητοῦν διέξοδον εἰς τὴν Ὀρθόδοξον Ἐκκλησίαν.

 

Ὡς Ἱερὰ Κοινότης, Παναγιώτατε, ἐθεωρήσαμεν υἱϊκὸν ὄφλη­μα ἵνα μεταφέρωμεν τὴν ἀγωνίαν ἡμῶν, ἐπιποθούντων ἵνα παραμείνῃ ἀπαρα­σά­λευτος ἡ ἐκκλησιαστικὴ ἑνότης τῶν ἀπανταχοῦ Ὀρθοδόξων καὶ αὐτοῦ τούτου τοῦ ἁγιο­ρει­τικοῦ Σώματος, διότι, δὲν ἀποκρύπτομεν ὅτι ἰδιαιτέρως μᾶς θλίβει καὶ ἀνησυχεῖ τὸ ἐνδεχόμενον ἀναβιώσεως τῶν ἐνταῦθα πρὸ πεντηκονταετίας διαδραματισθέντων γεγο­νότων, τὰ ὁποῖα βεβαίως καὶ ἀπευχόμεθα, ὑφιστάμενοι εἰσέτι τὰς ὀδυνηρὰς συνεπείας αὐτῶν, ὡς ἄλλωστε ἀνεφέρθη Ὑμῖν καὶ διὰ τοῦ ὑπ᾽ ἀρ. Φ2/7/1679/18.7.2014 ἱεροκοι­νοτικοῦ ἡμῶν γράμματος.

 

Γινώσκοντες τὸ βαρὺ φορτίον, τὸ ὁποῖον ἐπωμίζεσθε, ὑποβάλλομεν ταῦτα μετὰ πόνου καὶ συνοχῆς καρδίας, υἱϊκῶς παρακαλοῦντες ὅπως πατρικῶς φροντίσητε ἵνα ἀναπαύητε τὰς συνειδήσεις τῶν ἀδελφῶν ἡμῶν, «ὑπὲρ ὧν Χριστὸς ἀπέθανε», ἐξαιτούμενοι τὰς πατριαρχικὰς Ὑμῶν εὐχὰς καὶ κατασπαζόμενοι βαθυσεβάστως τὴν Τιμίαν Ὑμῶν Δεξιάν

 

Ἅπαντες οἱ ἐν τῇ κοινῇ Συνάξει Ἀντιπρόσωποι καὶ Προϊστάμενοι

 

τῶν εἴκοσιν Ἱερῶν Μονῶν τοῦ Ἁγίου Ὄρους Ἄθω.

 

წყარო: religia.ge

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge