ავტორიზაცია



Facebook Image






სრულიად მართლმადიდებელთა კრების „გენელარული რეპეტიცია“
Share

 

«ΠΡΟΒΑ ΤΖΕΝΕΡΑΛΕ» ΔΙΑ ΤΗΝ ΠΑΝΟΡΘΟΔΟΞΟΝ ΣΥΝΟΔΟΝ!

 

პროტოპრესვიტერი ბასილი ვოლუკადისი

 

 მოამზადებენ წინასწარ ნიადაგს ეკლესიის „პრინცები“ მოსამზადებელ კრებაზე „რომის ლუციფერის“ მონაწილეობისათვის?

 

სამწუხარო და, მეტიც, საზიზღარი ხდება სინდისიერი მორწმუნეებისათვის სრულიად მართლმადიდებელთა კრების მზადება, რომელიც  საეკლესიო პირების მხრიდან „შეძახილებითა და წამღერებებით“ მიმდინარეობს, პირებისა, რომლებიც, როგორც ეს დღითიდღე ნათელი ხდება, კარგავენ საეკლესიო ეთიკას, ნამდვილ საღვთისმეტყველო ცოდნასა და სულიერ გამოცდილებას.

 

ეს დასტურდება დაგეგმილი კრების საკითხების თემატიკითაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, წინა შვიდი მსოფლიო კრებების არსისა და საღვთისმეტყველო მნიშნელობის სრულ არცოდნაზე მიუთითებს,  უპირატესად კი - ერულ სულზე, რომლითაც „ყველა საეკლესიო დაწესებულების“ მმართველი კლასი ცდილობს პრობლემების მოგვარებას.

 

გაამსოფლიურების მაგალითად მოგვევლინა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც  არისტოტელეს სახ. თესალონიკის უნივერსიტეტის დეკანატის ეგიდით ჩატარდა თემაზე „21-ე საუკუნის რელიგიური ლიდერების ნიმუშები: ფრანცისკ I,რომის ეპისკოპოსი და ბართლომე I, მსოფლიო პატრიარქი“, რამაც  „წუხილზე წუხილი“ დაგვიმატა, რადგან ამის უკან იდგა განსაზღვრება - „სხვებისგან მიღებული დიდება“, რამაც  „შეურევნელთა შერევის“ ახალი მეთოდი შემოიტანა, იმით, რომ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი პატრიარქის სახელის გვერდით დააყენეს ეკლესიიდან განვარდნილი და ერეტიკოსი რომის ეპისკოპოსის სახელი, და ამით ის წარმოაჩინეს, რომ, თითქოს, საეკლესიო დონეზე მოხდა მისი (პაპის-მთ. შენიშვნა), როგორც პირველმოსაყდრის მსოფლიო კათედრის აღდგენა.

 

ჩატარებული კონფერენციის მთელი თემატიკა შემუშავებული იყო პროფესორ -პედადგოგიური შემადგენლობის მიერ, რომელთა წარმომადგენლებმაც მოამზადეს მოხსენებები. ეს პირები თავიანთ შეხედულებებს აიგივებენ სინკრეტული ეკუმენიზმის სულთან, რომელსაც ისინი წარმოუდგენელი ჟინით ემსახურებიან, იმიტომ რომ მხოლოდ ეს არის ანაზღაურებადი, და საკმაოდ გულუხვადაც სახელმწიფო ხაზინიდან, რადგან ეკუმენისტური (უფრო ზუსტად - გლობალიზაციის) სული არის ის საშუალება, რომლითაც ხდება რაღაც გლობალიზებური მთავრობის ამ ეპოქისეული  პოლიტიკური გეგმების სრული მომსახურება, რომელსაც  მისი ქვეშევრდომი ადამიანი-პაიკები ეწევიან.

 

რა სერიოზული საღვთისმეტყველო კრიტიკა შეიძლება მოვისმინოთ ჩვენ იმ ადამიანებისაგნ, რომლებიც არაფერს სცემენ პატივს? ისინი პატივს არ მიაგებენ წმინდანებს, რომლებიც გვაუწყებდნენ იმის შესახებ, რომ პაპი არის „რომის ლუციფერი“, წმინდანებს, რომლებიც ჩვენს ეკლესიას წარმოაჩენდნენ როგორც სრულიად საპირისპიროს „უღმერთო“ პაპისა, და განსაკუთრებით ამ უდიდეს წმინდანს, გრიგოლ პალამას, რომელსაც ჩვენი ეკლესია იხსენიებს მართლმადიდებლობის ზეიმის შემდეგ მისი ანტიპაპისტური ბრძოლის გამო, ბრძოლისა პაპის აღორძინებადი არიანული ერესის წინააღდეგ.

 

პროფესორები საუბრობდნენ ფრანცისკეს ქრისტოცენტრულობის შესახებ, რითაც იმას ადასტურებენ, რომ ისინი უგულვებელყოფენ მართლმადიდებლურ ქრისტოლოგიას, ანუ - ჭეშმარიტ ქრისტეს. კი მაგრამ, როდის და როგორ შეძლო პაპამა ჭეშმარიტი ქრისტეს შემეცნება, მაშინ, როდესაც მას არა აქვს სწორი სარწმუნოება? პაპიზმი, რომელმაც ქრისტესგან ღმერთი განდევნა და მის საპირწონედ მიიღო კაცობრივი აზროვნება და რაღაც კონკლავის (კარდინალთა კრება-მათ.შენიშვნა) ბინძური მიზნები, როდის მერე მიუთითებს  სულიერ ლიდერებზე და, მითუმეტეს, სულიერი ლიდერების „ნიმუშებზე“?

 

აშკარაა, რომ ამ სამარცხვინო კონფერენციით ეკლესიის „პრინცებმა“ თავიანთი კრებისათვის ჩაატარეს ერთგვარი „გენერალური რეპეტიცია“, და სავსებით სავარაუდოა, რომ მათ მიერ მომზადებული იქნება ნიადაგი ამ კრებაზე „რომის ლუციფერის“ მონაწილეობისათვის, იმიტომ რომ, მანაც (პაპმა-მთ. შენიშვნა) მოისმინა საშინელი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ შეუძლებელია შეიკრიბოს მსოფლიო კრება, თუ მას არ დაესწრება რომის ეპისკოპოსი!

 

საბოლოო ჯამში ღმერთს უკან მოიტოვებენ! ჩვენს საკუთარ აკადემიურ პროფესორებს სურთ, რომ მოაწყონ დიალოგები დემონებისა ანგელოზებთან, რომ, საბოლოო ჯამში, ცხრა დასის ანგელოზები ლუციფერთან შეარიგონ!  ამისთვის ისინი ჩვენ შესანიშნავ მაგალითებს გვიჩვენებენ.

 

ფრანცისკე და ბართლომე შერიგდნენ! რას გვასწავლიდა ამდენი საუკუნის განმავლობაში ამდენი წმინდანი? დანაშაულს წარმოადგენენ ის წერილები, რომლებიც მათ დაწერეს და ის სიწმინდე, რომელიც მათ ჰქონდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მიაღწიეს ფრანცისკეს (ამასთან არ დაგავიწყდეთ მას მიაწეროთ პირველობა, - ეს პოლიტიკურად ჭკვიანურია) და ბართლომეს ლიდერობის სანიმუშოობას (ავტორის ირონიაა - მთ. შენიშვნა).

 

საბედნიეროდ, პოლიტიკური დაცემის ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში, როგორც ადრე, ისე ახლა, ყოველთვის მოიძებნებიან მღვდელმთავრები და საყოველთაო სინედრიონი, რომლებიც ქვეყანას პოლიტიკურ თამაშებში შველიან! (აქაც ავტორის ირონიაა - მთ. შენიშვნა).

 

დე, შეგვაძრწუნოს ამან!

                                                                    თარგმნა ა. უნგიაძემ

 

წყარო: «ΟΡΘΟΔΟΞΟΣ ΤΥΠΟΣ» 24 Ἀπριλίου 2015

თარგმანი შესრულებულია ინტერნეტ-მეგობრობა „მართლმადიდებლი აპოლოგეტის“ რუსული თარგმანიდან, 2015წ.

 

წყარო: religia.ge

 

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge