ამჟამად ვიმყოფები სასწავლებლად უცხოეთში, კერძოდ კი ნედერლანდებში. აქ გავიცანი ერთი ჰოლანდიელი გოგო, ძალიან მომეწონა, გულთფილი და მზრუნველია. რამოდენიმე ხნის წინ გამომიტყდა, რომ ჩემამდე ჰყავდა რამოდენიმე მამაკაცი. თვითონვე არის პროტესტანტული ოჯახიდან, სწამს ღმერთი და დადის ეკლესიაში. მე იგი ძალიან მომწონს და გრძნობები მიჩდება მისადმი. გთხოვთ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. დაშვებულია თუ არა, რომ მასთან ურთიერთობა გავაგრძელო და სამომავლოდ მასთან ოჯახი შევქმნა? ძალიან მაკლია მღვდლის ბრძნული რჩევა, გთხოვთ, დამეხმარეთ! პასუხი:
ღმერთმა დაგლოცოს,
საერთოდ ქალწულება და უბიწოება არის ძალზედ მნიშვნელოვანი, იმდენად მნიშვნელოვანია ქალწულება და უბიწოება რომ მღვდელი ქალწული თუ არ იქნება მღვდლად მისი კურთხევა არ შეიძლება, ყოველშემთხვევაში სჯულის კანონის მიხედვით მაინც ასეა, აი ათონზე მაგალითად ასე აკეთებენ, ნათლისღების შემდგომ თუ ქონია კაცს ქალთან ურთიერთობა მისი მღვდლობა აღარ შეიძლება, სახარებაში პირდაპირ წერია რომ მღვდელი იყოს ერთი ცოლის ქმარი და ასევე პირდაპირ წერია რომ მღვდლის ცოლი აუცილებლად უნდა იყოს ქალწული, თუ ქალს სხვასთან ქონია ურთიერთობა და ასეთი ქალი კაცმა მოიყვანა ასეთი კაცის მღვდლობა აღარ შეიძლება....
ქალს თუ რამდენიმე კაცთან ქონდა ურთიერთობა, ასეთი ქალი სულ არჩევანსა და შედარებაში იქნება, არ ვიცი თუ ძალიან გიყვართ თვითონვე უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა რთული იქნება... კაციც ასეა, როცა ის გაირყვნება მერე მას უჭირს ცოლის მოყვანა, რადგან ფიქრობს რომ ყველა ისეთია, მერე შედარებები იწყება... ეს ისეთი საკითხია რომ თვითონვე უნდა გადაწყვიტოთ, ძალიან პირადულია, სახარებიდან ამაზე მაგალითები მოგიყვანეთ, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, პროტესტანტობას რაც შეეხება, ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ მისი მართლმადიდებლად მოქცევა, რადგან ფუნდამენტური ახსნის შემდგომ ევროპელი პროტესტანტების მოქცევა არ არის რთული საკითხი....
უფალი როცა თხოვნას არ უსრულებს ადამიანს იგივე თხოვნით აგარ უნდა შევაწუხოთ უფალი პასუხი:
ხშირად ყოფილა შემთხვევები როცა ღმერთი თხოვნას არ გვისრულებს, თუ არ გვისრულებს, განსაკუთრებით დიდი ხნის თხოვნის შემდგომ ესეიგი ეს არ არის ჩვენი სულისთვის სასარგებლო.. შიძლება თხოვნა განაგრძოთ, ოღონდ ბოლოს უნდა ვთქვათ – ღმერთო იყოს ნება შენი...
მამაო, ლოცვის დროს, განსაკუთრებით "მამაო ჩვენოს" დროს, სახლში და უფრო ეკლესიაში ძალიან ხსირად მამთქნარებს... ვხვდები, რომ ლოცვას უკავშირდება... რა შეგიძლიათ მითხრათ ამასთან დაკავშირებით? პასუხი:
თავი უნდა აიძულო რომ ილოცო ძალით, ლოცვის დროს ზოგჯერ ისეთი ბიწიერი აზრები ან ტკივილები ეწყება ადამიანს, რომ გაოგნებულია... ეს ეშმაკი ცდილობს შეგვაშინოს, უბრალოდ ჩვენ ამ დროს თავი ვაიძულოთ ყურადღებით ლოცვისთვის და უფალს შევთხოვოთ რომ შეგვეწიოს ამ ბიწიერი აზრების დაძლევაში და ღმერთიც აუცილებლად შეგვეწევა..
დამლოცეთ მამაო. მამაო კარგად თუ დავაკვირდებით ყველა მობილური ტელეფონის სიმბარათზე ანუ კარტაზე აწერია ცხოველის ციფრი 666 და მაინტერესებს თქვენი აზრი ამის სესახებ, რას გვეტყვით ან რას გვირჩევთ პასუხი:
ღმერთმა დაგლოცოს, 666 მხოლოდ სიმბარათზე კი არ არის დატანებული, არამედ ნებისმიერ შტრიხკოდში საწყისი შუა და ბოლო ციფრები ყველა 6–ია, ყველა შტრიხკოდში 666 წერია, ანუ ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს იმისათვის, რომ მიაჩვიონ ამ ყველაფერს..
მამაო, დამლოცეთ. ჩემს მეგობართან დღეს კამათი მომივიდა რამდენიმე კითხვაზე. ჩემი და მისი გაუნათლებლობის ბრალია მის მიერ დასმული კითხვა და ჩემს მიერ განაცემი არა სრულყოფილი პასუხი. ის ამბობდა, რომ რა დააშავა სხვა ადამიანმა თუ სხვა ქვეყანაშია დაბადებული, სადაც მართლმადიდებლური რწმენა არ აქვთ, გამოდის რომ ყველა მათგანი ჯოჯოხეთში უნდა მოხვდესო? გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა წინასწარპასუხი:
ღმერთმა დაგლოცოს, თქვენს კითხვაზე პასუხი ამ ქადაგებაში სრულად არის გაცემული http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=428:2012-11-29-16-03-04&catid=2:2011-04-15-20-16-13&Itemid=15
დამლოცეთ მამაო. მამაო დარიგება მინდა საგამოს ლოცვებს რო ვკითხულობ რატომგაც ვტოვებ რამოდენიმე ლოცვას, მინდა წავიკითხო მაგრამ ვერ ვკითხულობ გონება მეფანტება და რომც წავიკითხო აზრი ვერ გამომაქვს რამე მირჩიეთ დზალიან გთხოვთპასუხი:
ღმერთმა დაგლოცოს, ცათა სასუფეველი იიძულების და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ ..., ეს არის პავლე მოციქულის ნათქვამი, ცათა სასუფეველში მრავალ ჭირთა თმენით ხდება შესვლა... აზრი რომ ლოცვის გაფანტვის გამო ლოცვა არ წავიკითხოთ მომდინარეობს ეშმაკისგან, ამიტომ ძალით უნდა წაიკითხოთ, ღმერთი შეიწირავს ჩვენს მონდომებას...
მამაო, ძალიან მაინტერესებს წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, წმინდა ბარბარე და წმინდა ნიკოლოზი ეროვნებით ბერძნები იყვნენ? ან ამ წმინდანებიდან რომელი იყო ბერძენი? ინტერნეტში წერია ბერძენი კაბადოკიელი და როგორც ვიცი კაპადოკია საბერძნეთის იყო კაპადოკიელს კი უწოდებენ წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის მაგრამ ეროვნებიტ ბერძნები იყვნენ? და თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია წმინდა ბარბარე, გიორგი, ნიკოლოზი და ნინოს საფლავი სად მდებარეობს? დიდი მადლობა პასუხი:
კაბადოკია ეს არის თურქეთის ცენტრალური ტერიტორია, კაბადოკიაში ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ, წმ.გიორგის მამა კაბადოკიელი იყო, მისი დედა იყო იერუსალიმიდან, როდესაც წმ.გიორგი ნაადრევად დაობლდა იგი ლიდიაში გაზარდა მისმა დედამ. წმ.გიორგი აქვეა დაკრძალული…..წმ.ნინოც კაბადოკიელი იყო, მისი საფლავი ბოდბეშია .. წმ.ბარბარე და წმ.ნიკოლოზი ეროვნებით ბერძნები იყვნენ.., , წმ. ნიკოლოზის საფლავი იყო ქალაქ მირში, მაგრამ აქედან გადაიტანეს ქალაქ ბარში იტალიაში. წმ.ბარბარეს საფლავი არის კიევში.
დამლოცეთ მამაო, მაინტერესებს ჩემ მეჯვარესა(რომელიც ჩემი შვილის ნათლია უნდა იყოს)და ჩემ ნატლიის შვილს თუ აქვთ უფლება ჯვრისწერის? პასუხი:
ღმერთმა დაგლოცოს. სჯულის კანონი კი აძლევთ ამის უფლებას, თუმცა ტრადიციებიც გასათვალისწინებელია. ტრადიციების წინააღმდეგ ნუ წავალთ, ამიტომ ჯერ აცალეთ ამ ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანებს ქორწინება და შვილი მერე მოანათლინონ..
12345678
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
E-mail: info@qadageba.ge
კითხვები
ამჟამად ვიმყოფები სასწავლებლად უცხოეთში, კერძოდ კი ნედერლანდებში. აქ გავიცანი ერთი ჰოლანდიელი გოგო, ძალიან მომეწონა, გულთფილი და მზრუნველია. რამოდენიმე ხნის წინ გამომიტყდა, რომ ჩემამდე ჰყავდა რამოდენიმე მამაკაცი. თვითონვე არის პროტესტანტული ოჯახიდან, სწამს ღმერთი და დადის ეკლესიაში. მე იგი ძალიან მომწონს და გრძნობები მიჩდება მისადმი. გთხოვთ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. დაშვებულია თუ არა, რომ მასთან ურთიერთობა გავაგრძელო და სამომავლოდ მასთან ოჯახი შევქმნა? ძალიან მაკლია მღვდლის ბრძნული რჩევა, გთხოვთ, დამეხმარეთ!
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი: