ავტორიზაცია



Facebook Image






თეოლოგუმენები თანამედროვე ღვთისმეტყველებაში - მამა დანიელ სისოევი
Share

 

მე-V საუკუნის წმიდა მამა ბიკენტი ლირინელი, უწყოდა რა გველეშაპის (ეშმაკის) მზაკვრობის შესახებ, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტების სიცრუისაგან განყოფის წესებზე წერდა: ”...... იმის გამო, რომ ჭეშმარიტებისაგან სხვადასხვაგვარი გადახრა და ცდომილება არსებობს, საწინასწარმეტყველოებისა და სამოციქულოების ეკლესიური და მართლმადიდებლური განმარტების მიცემა ერთობ მნიშვნელოვანია. თავად კათოლიკე ეკლესიაში განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავიცვათ ის, რისიც სწამდათ ყველგან, ყოველთვის, ყველას; იმიტომ რომ კათოლიკე თავის შინაარსით ნიშნავს იმას რომ ის ყველაფერს მოიცავს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება როდესაც მივაღწევთ საყოველთაობას, თანხმობას, დავიცავთ ძველ ტრადიციებს, საყოველთაობას მივაღწევთ მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად ვაღიარებთ მხოლოდ იმ სარწმუნოებას რომელსაც აღიარებს მთელი ეკლესია დედამიწაზე; ძველ ტრადიციებს დავიცავთ მაშინ, როდესაც ვუერთგულებთ იმ აზრებს, რომელნიც ერთხმადაა მიღებული წმინდა წინაპრებისა და მამების მიერ; თანხმობას კი მივაღწევთ მაშინ, როდესაც თვით ძველ ტრადიციებში გავითავისებთ იმ განსაზღვრებებსა და მოსაზრებებს, რომელსაც მღვდლებისა და ეკლესიის მასწავლებლების ყველა ან უმეტესი ნაწილი აღიარებს”.1

 

ამ წესების თანახმად, ქრისტეს ეკლესია უკვე ორი ათასი წელია არსებობს. მაგრამ ჩვენს დროში კვლავ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელნიც ეჭვის ქვეშ აყებებენ ამ სწავლებას.

 

ზოგიერთი თანამედროვე თეოლოგი, რომელსაც ახალი სწავლება შემოაქვს, აღმოჩნდა იმ ფაქტის წინაშე, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მისი მცდარი შეხედულებები წმიდა მამების სწავლებებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ეს დოქტრინები მიუღებელია მართმადიდებლებისათვის. მაშინ ამ თეოლოგებმა იმის ნაცვლად, რომ შეენანათ და გულწრფელად ეთქვათ უარი საკუთარ ღვთისმეტყველურ სიახლეზე, წამოაყენეს ვერსია, რომლის თანახმადაც შეგიძლია გწამდეს, რისიც გინდა, ოღონდ ეს შეხედულება აშკარად არ უნდა იყოს უარყოფილი ეკლესიის მიერ, ისინი ამტკიცებენ, რომ თუ რომელიმე თეზისს არ გააჩნია საშუალოდ სოტერეოლოგიური მნიშვნელობა, და თან ის 1) აშკარად არ არის უარყოფილი კრებების მიერ. 2) ლოგიკური განმარტების შემთხვევაში არ მივყავართ მკაფიოდ დადგენილი ეკლესიურ-დოგმატურ სწავლების წინააღმდეგ. 3) არ ეთანხმება ზოგიერთი წმიდა მამის აზრს, მაგრამ 4) მაინც გააჩნია ხელჩასაჭიდი ეკლესიის ტრადიციის ზოგიერთ მოწმობებში. – მაშინ ამ მოსაზრებას შეგვიძლია დავეყრდნოთ იმ პირობით, რომ ეს თეზისი არ მიეწოდება საზოგადოებას როგორც ეკლესიის აუცილებელი სწავლება. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ პირადი ღვთისმეტყველური აზრი შესაძლოა ურთიერთსაპირისპიროც აღმოჩნდეს. ეს ნორმადაა მიჩნეული, ხოლო ამ ,მოსაზრების დასადასტურებლად მიმართავენ პავლე მოციქულის სიტყვებს: `რამეთუ წვალებაც ყოფად არიან თქუენ შორის” (1. კორ. 11.19)

 

მაგრამ, მოდით, წმიდა გადმოცემის ფარგლებში განვიხილოთ თეოლოგუმენების თეორიები. არქ. რაფაელის (კარელინი) მართებული სიტყვის თანახმად: ”მართლმადიდებლური პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში რემდენადმე სხვაგვარია. თუ ერთი წმიდა მამის აზრი ეწინააღმდეგება ეკლესიის გადმოცემას. ან სხვა მამების სწავლებას, მაშინ უნდა მივიღოთ ის შეხედულება, რომელიც უმრავლესობას გააჩნია. როგორც მეტად სარწმუნო. ჭეშმარიტების საოცარი მოწმობა სულიერ გამოცდილებისა და სწავლების ერთობა გახლავთ, რომელიც ამ გამოცდილების საფუძველზე მრავალ წმიდა მამას აქვს აგებული. ეს არ არის უბრალოდ მოსაზრებების დამთხვევა, არამედ ეს ერთი რეალობის მისტიკური ჭვრეტა და თვით მხილველთა მოწმობაა. თეოლოგუმენის მიერ თავისი გემოვნებით ან პოლემიკური ინტერესით მხოლოდ ერთი ავტორიტეტის სიტყვაზე არჩევანის გაკეთება, ძალიან გავს იეზუიტების მეთოდს, რომელსაც პრობაბელიზმი ეწოდება. ამ მეთოდის თანახმად, საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, თავის გამართლების მიზნით, საკმარისია მხოლოდ ერთი ავტორიტეტის გამონათქვამის მითითება. ხოლო საჭირო ციტატის მოძიება და საკუთარ მოსაზრებებში მისი გამოყენება არც ისე რთულია.” 2

 

გარდა ამისა, წმიდა მამები ქამის ცოდვის გამეორებად მიიჩნევდნენ იმ წმინდანის ციტირებას რომელიც უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება. აი, რას წერს ამის შესახებ წმინდა მღვდელმთავარი ფოტი: `10 ან 20 მამაც კი რომ ამბობდეს ასე, ხოლო 600 და მრავალი სხვა არ იზიარებდეს ამას: ვინ შეურაცხყოფს მამებს, - განა არა ისინი, რომელნიც ზოგიერთი წმ. მამის პირად მოსაზრებას კრებების წინააღმდეგობაში აყენებენ და უპირატესობას ანიჭებენ მას, თუ ისინი, რომელნიც თავის დამცველად წმინდა მამას ირჩევენ?”3

 

განვიხილოთ წმიდა წერილის ეს მუხლი ”რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის” (1. კორ.11.19), რომელსაც ხშირ შემთხვევაში მიმართავენ იმ მოსაზრების გასამართლებლად რომ თითქოს და ნორმალური იყოს ეკლესიის წიაღში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრების თანაარსებობა.

 

მოვიშველოთ ვ. ლოსკის სიტყვები, რომელიც მან პროტ. ს. ბულგაკოვის მიერ თავის სოფილოგიის დაცვის ანალოგიური მცდელობის საპასუხოდ ბრძანა: ”პროტ. ს. ბულგაკოვს სურს საღვთისმეტყველო კამათი, განყოფა (”ერესი”), შფოთი – ეკლესიური ცხოვრების ნორმალურ მოვლენად, აუცილებელ ნორმად აქციოს, რომლის გარეშე ვითომ და შეუძლებელია ჭეშმარიტების პოვნა მოციქულის მიერ, ვისაც დაყრდნობა სურს. პავლე მოციქული როდი მიიჩნევს ეკლესიაში კამათს ნორმალურ და, მეტიც, აუცილებელ მოვლენად. ის არ აქებს განყოფას, ”ცუდ” მოვლენად მიიჩნევს მას, ძნელად იჯერებს ჭორებს ამის შესახებ და თავს ინუგეშებს ღმერთზე მინდობით, რომელსაც თვით ბოროტება შეუძლია სიკეთეს ამსახუროს და უშვებს კამათს ”რათა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ”. სხვაგვარი განმარტება მოცემული ტექსტისა იმ აზრით, რომ ”აუცილებელია” ერესი ეკლესიის ცხოვრების ნორმალიზაციისათვის – არ შეიძლება არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე აზრით უნდა განიმარტოს მაცხოვრის სიტყვები: ”ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცსა რომლისაგან მოვიდეს საცთური” (მათ 18.7), ანუ ღმერთს მივაწეროთ ბოროტების, საცთურებისა და უთანხმოების წარმოშობა.

 

უნდა აღინიშნოს რომ ”თეოლოგუმენური ხელოვნება” აგებულია იმ მოსაზრებებზე, რომ თითქოს არ არსებობს ერთიანი, მამებისეული შეხედულების სისტემა. ამ მოსაზრებამ თავისი განვითარება ჰპოვა XIXს. პროტესტანტი ისტორიკოსების ნაშრომებში (რათა რეფორმის აუცილებლობა გაემართლებინათ). მაგრამ სხვაგვარად მიიჩნევდნენ თავად წმინდა მამები. მათთვის პატრისტიკა ყოველთვის ერთიანი იყო. არ არის საჭირო მრავალი ციტატის მითითება, საკმარისია VII მსოფლიო კრების ანეთამატიზმის გახსენება: ”ჩვენ ვაღიარებთ კათოლიკე ეკლესიის უძველეს კანონმდებლობას. ჩვენ ვინარჩუნებთ მამების განსაზღვრებებს. ვინც კათოლიკე ეკლესიის სწავლებას მიუმატებს ან გამოაკლებს რაიმეს – გადავცემთ ანათემას”.

 

ნათელია რომ ეკლესიის სწავლებისადმი წმიდა მამები შინაგანად ერთიანნი იყვნენ. სამართლიანად წერდა ამის შესახებ მამა სერაფიმე (როუზი): წმინდა მამები (ოღონდ თუ ისინი ნამდვილად წმინდა მამები არიან და არა გაურკვეველი ავტორიტეტის საეკლესიო მწერლები), აყალიბებდნენ რა ეკლესიის სწავლებას, არ ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, ჩვენი სუსტი გონებით მათში უთანხმოების არსებობაც რომ გვეჩვენებოდეს. ეს აკადემიური რაციონალიზმი აპირისპირებს ერთ მამას მეორესთან, შენიშნავს მათში ”გავლენებს” ერთმანეთზე, ჰყოფს მათ ”სკოლებად” ან ”ფრაქციებად” და პოულობს მათ შორის წინააღმდეგობას. ყოველივე ეს უცხოა წმინდა მამების მართლმადიდებლური გაგებისათვის. ჩვენთვის წმინდა მამების მართლმადიდებლური სწავლება ერთიანი და მთლიანია. ხოლო, რადგან მთელი სისავსით მართლმადიდებლური სწავლებას ნაწილს ჩვენ ვპოულობთ ერთ მამასთან, ნაწილს – მეორესთან და ერთი მამა განმარტავს იმას რაც გაუგებარია მეორესთან”4

 

ნებისმიერი ყურადღებიანი ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ სარწმუნოებრივი საკითხების უმრავლესობაში წმინდა მამებს ერთიანი აზრი გააჩნიათ, ასე, რომ მათი სწავლება ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის არ არის აზრების შემთხვევითი დამთხვევა, ეს სული წმინდის ტრადიციაა! დიახ ეკლესიას გააჩნია თავისი ინფორმაციის წყარო, რომელიც ფლობს უზენაეს ავტორიტეტს ყველა საკითხში, იმიტომ, რომ ის არის ყოველივე არსებულის შექმნის მიზეზი. ეს წყარო ერთადერთი მოწმეა შესაქმისა, რადგან ის თვით შემოქმედია. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, რამელსაც სწამს იმისი, არ საჭირობს ამასოფლიური სიბრძნის დამოწმებას, არამედ უფრო განერიდება და შეიძულებს მას. ამ წყაროს ინფორმაცია ღვთის სიტყვაშია, რომელიც ეკლესიაში ინახება. და მხოლოდ ეკლესიას აქვს უფლბა განმარტოს ღვთის სიტყვა, იმიტომ, რომ მასში დღემდე მოქმედებს და ცხოვრობს სულიწმინდა, რომელმაც მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით მოგვმადლა წმინდა წერილი და თავად განმარტა ის წმიდა მამების მეშვეობით. ჩვენ ვიცით თუ როგორ შევიცნოთ მისი წმინდა ხმა. მისი ხმა ისმის მაშინ, როდესაც წმიდა წერილი ყველა წმიდა მამას ერთაზროვნად ესმის. წმიდა გრიგოლ ნოსელი წერს, რომ ”მასწავლებლად ყოველივე ამაში უნდა გვყავდეს ეკლესია, რათა არ იყოს საჭირო გარეშე ხმა, იმიტომ რომ მაცხოვარი ამბობს: ”ხოლო უცხოსა არა შეუდგნენ, არამედ ილტვოდნენ მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის” (იოან 10.5)

 

მსოფლიო ეკლესიის მასწავლებელი წმ. იოანე ოქროპირი იმ უბედურებს, რომელნიც ცდილობენ თავისი აზრებით წმიდა წერილის განმარტებას აფრთხილებს, ”ღვთაებრივი წერილის შინაარსის უარმყოფელნი, მაგრამ თავისი მოსაზრების შემომღებნი, ვფიქრობ, უდიდეს საფრთხეში იგდებენ თავს” და მართლაც, ამაზე დიდი საშიშროება, უბრალოდ არ არსებობს. საუბარი ხომ მარადიულ სატანჯველზეა, რაგინდ სასაცილოდაც არ უნდა ეჩვენებოდეთ ჩვენ ბრძენკაცებს.

 

თუ ჩვენ სარწმუნოების მეშვეობით ვცხონდებით, (ეფ.28), მაშინ, მისი უარყოფის ან დამახინჯების შემთხვევაში დავიღუპებით, რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი? ”თეოლოგუმენისტების” მიერ უარყოფილია წმიდა წერილის ღვთივსულიერება და მისი განმარტების ტრადიციაც, რომელიც ჩვენ მოცემული გვაქვს წმიდა მამების მიერ. მათ მიერ დაშვებულია დოგმატების ცვალებადობა, რომლებსაც ცხონებისათვის მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოებად ჰყოფენ. მახინჯდება წმიდა გადმოცემა, სრულიად უგულებელყოფილია ”მამების თანხმობის” პრინციპი. შემოაქვთ მოსაზრებები, რომელნიც უარყოფილია ეკლესიის მიერ. მათ, ვინც თავის სარწმუნოებას გამოიგონებს, ვინც უარყოფს ღვთისგან ბოძებულ ერთადერთ ცხონების საშუალებას, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებლობის საზღვრებს მიღმა დააყენებს, ვინღა გადაარჩენს? მამა სერაფიმე (როუზი), ასეთ მოაზროვნეებს ”თეოლოგებს სიგარით” უწოდებდა. მათ ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის შეგრძნება აღარ გააჩნიათ და ავიწყდებათ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ყოველი ამაო სიტყვის გამო, და უმეტეს თვითდაჯერებული სიტყვისათვის ღვთის შესახებ.

 

 

1.    წმ ბიკენტი ლირინელი. „О Священном Предании Церкви` 19-20. 2000წ.

2.    არქ. რაფაელი (კარელინი) „Вызов новомодернизма` 1999 გვ 90-91

3.    „Очерки внутренной жизни Византийско-восточной Церкви»

4.    მ. სერაფიმე (როუზი) „Православный взгляд на эволюцию `1997 გვ. 36-37

5.    წმ. გრიგოლ ნოსელი „Творения` 1861. გვ. 204

 

 

ჟურნალიდან: Благодатный Огонь

მცირე შემოკლებით თარგმნა

კონსტანტინე (გოჩა) ჯინჭარაძემ

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge