როგორც აღვნიშნავდით, სუპერეკუმენისტი და მასონი პატრიარქი ბართლომე გვევლინება მე-8 მსოფლიო კრების მოწვევის მთავარ ინიციატორად. მან მოკავშირეები იპოვა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში, მათ შორის რუსეთის ეკლესიაში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რუსეთის ყოფილი პატრიარქი, ალექსი II არ იყო დამყოლი ბართლომეს მიმართ, არსებობდა, ასევე, საკმაოდ არაკეთილგანწყობა რომის პაპსა და მას შორის, ამიტომ იგი უბრალოდ მოიცილეს, ფიზიკურად გაანადგურეს, და მის მაგივრად მოიყვანეს სასურველი პატრიარქი, ეკუმენისტი კირილე, რომელიც მანამდე იყო რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. უნდა ითქვას, რომ ეს კომიტეტი არის მთავარი ეკუმენისტური ბუდე რუსეთის ეკლესიაში. სწორედ ეს კომიტეტი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსოფლიო კრების მოწვევისა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
დღევანდელ დღეს არსებობს სერიოზული შიში და თვით საგანგაშო ვითარება იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელოვნურად ახვევენ თავს დამანგრეველი ლიბერალიზმის სულს. ამ შიშს რეალური საფუძველი აქვს, რადგან აქტიურად მიმდინარეობს მზადება მართლმადიდებელი ეკლესიის ე.წ. დიდი კრებისათვის. ეკუმენიზმისათვის მებრძოლებმა კვლავ დაიწყეს ზრუნვა მერვე მსოფლიო კრების მოწვევისათვის. მკაფიოდ იკვეთება, რომ "კრების" მთავარი მიზანი იქნება არა უკვე საკმაოდ გავრცელებული ეკუმენიზმის მწვალებლობის მხილება, არამედ მისი დაკანონება.
ცნობილია, რომ ამ კრებისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 1961 წელს კუნძულ როდოსზე ლენინგრადის მიტროპოლიტის, ნიკოდიმოსის ინიციატივით, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფლებას, მოწვეულ იქნა ე.წ. სრულიად მართლმადიდებლური თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი ეკლესიების ეკუმენისტურად განწყობილი წარმომადგენლები. 1976 წელს განმეორებით შეიკრიბა ფორუმი, სრულიად მართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი, რომელიც უკვე არ მალავდა, რომ მისი მიზანი მერვე მსოფლიო კრების ჩატარება იყო.
მაგრამ მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა თავისი და ეკუმენისტების ოცნების, მერვე მსოფლიო კრების მოწვევის აღსრულება ვერ შეძლო, რადგან იგი მოულოდნელად 1978 წლის 5 სექტემბერს ფეხებში ჩააკვდა პაპ იოანე პავლე I-ს, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ეკუმენისტური ტრადიციის შესაბამისად, პაპმა მას წესი აუგო და პანაშვიდი გადაუხადა კათოლიკურ ტაძარში. მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის სიკვდილის გარემოებები ღრმად სიმბოლური აღმოჩნდა _ ის კათოლიკური "ეკლესიის" დიდი მეხოტბე იყო, პაპ იოანე XXIII-ს მიუძღვნა თავისი სადოქტორო დისერტაცია, ასევე რომში მგზავრობას ის "სამოციქულო ტახტის მოლოცვად" მიიჩნევდა.
თავისი რელიგიური შეხედულებებით ნიკოდიმოსი აშკარად კათოლიციზმისკენ იხრებოდა. მაგალითად, იგი საჯაროდ გამოთქვამდა თავის აღტაცებას კათოლიკური ტაძრების მიმართ, ამტკიცებდა, რომ მათში, ჩვენი, შედარებით მომცრო მართლმადიდებლური ტაძრებისაგან განსხვავებით, არის ჭეშმარიტი სიდიადე. გამოქვეყნებულია არა ერთი პირადი პოწმობა მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მიერ ლათინური წესით "რივატული მესების" ჩატარების შესახებ. 1969 წელს მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის დამსახურებით რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის სინოდმა მიიღო განჩინება კათოლიკების საიდუმლოებებთან დაშვების შესახებ. მაგრამ მალე ეს სკანდალური დაგენილება გააუქმეს.
უნდა აღინიშნოს, რომ მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის სიმბოლური სიკვდილით მის მიერ გამალებით ქადაგებულ და ხელშეწყობილ ეკუმენისტურ მწვალებლობას რუსეთის ეკლესიაში არსებობა არ შუწყვეტია, რადგან ნიკოდიმოსმა მოასწრო თავის შემდგომ დაეტოვებინა თავისი მოწაფეების მთელი პლეადა, რომლებსაც თავის დროზე მან დაასხა ხელი და დანიშნა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მათ შორისაა რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილე. მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის იდეალი და მთავარი ოცნება იყო "დასავლეთის დიდ ეკლესიასთან შეერთება" მერვე მსოფლიო კრების ჩატარების გზით. ამის განხორციელებას რუსი ეკუმენისტი იერარქები პატრიარქ ბართლომესთან ერთად მომავალშიც შეეცდებიან.
1991 წელს შვეიცარიის თათბირზე სათაურით "მართლმადიდებელი ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ (არხონდონისი) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობის განყოფილებასთან ერთად მიიღო ერთობლივი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "ქრისტიანთა ერთობის მიღწევის მიზნით მართლმადიდებელთა მონაწილეობა ეკუმენიზმში მოითხოვს მართლმადიდებლობის გამუდმებულ განწმენდას".
უკაცრავად, მაგრამ რისგან უნდა განიწმინდოს წმინდა, შეუმცდარი მართლმადიდებლობა? ბართლომე თავისი მასონური დისერტაციის მე-6 თავში პირდაპირ საუბრობს "ახალი კანონების" შექმნის აუცილებლობაზე.
XIX საუკუნის შუამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში აზრადაც არავის გაუვლია მერვე მსოფლიო კრება, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის მდგომარეობა არაერთხელ ყოფილა მეტად კრიტიკული (ლათინთა დაცემა (1054 წ.), ფლორენციის უნია 1453 წელი და ა.შ.) მხოლოდ პროტესტანტული შეხედულებების შეჭრის შემდეგ მართლმადიდებელთა ღვთისმეტყველებაში წარმოიშვა მისი ჩატარების მოსაზარება. მანამდელი დროის ღვთისმეტყველნი საუბრობდნენ არა მისი ჩატარების შეუძლებლობაზე, არამედ – აუცილებლობის არარსებობაზე, რადგან მსოფლიო კრებების ამოცანა იყო წარმოშობილი მწვალებლობების მხილება. და ვინაიდან ლათინთა, პროტესტანტთა და სხვა სექტანტების მწვალებლობა მხილებულია შვიდი მსოფლიო კრების მიერ, ამიტომ მერვე მსოფლიო კრების მოწვევის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.
რა ვითარებაა დღეს? როგორც ჩანს, ეკუმენისტურად მოაზროვნე იერარქებმა ჩათვალეს, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი წარუმატებელი ცდის, -მოიწვიონ და ჩაატარონ მერვე მსოფლიო კრება, - განსაახლებლად. მისადმი მზადება ამჟამად სრული სვლით მიმდინარეობს. აქტიურად ტარდება წინარე შეხვედრები და მოლაპარაკებები. პატრიარქმა ბართლომემ წამოაყენა 10 თემა განხილვისათვის:
1. მართლმადიდებლური დიასპორა. ეროვნულ საზღვრებს გარეთ არსებული მართლმადიდებლური გაერთიანებების იურისდიქციის განსაზღვრა.
2. საეკლესიო ავტოკეფალიის სტატუსის აღიარების პროცედურა.
3. საეკლესიო ავტონომიის სტატუსის აღიარების პროცედურა.
4. დიპტიხი. მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკური ურთიერთცნობის წესები.
5. დღესასწაულების საერთო კალენდრის დაწესება.
6. ქორწინების საიდუმლოს აღსრულების წესები და წინააღმდეგობები.
7. მარხვის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში.
8. კავშირი სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან.
9. ეკუმენისტური მოძრაობა.
10. მართლმადიდებლობის წვლილი მსოფლიოს ქრისტიანული იდეალების, ძმობისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.
უმალ იბადება კითხვა: და განა ეს საკითხები უკვე გადაწყვეტილი არ არის ეკლესიის კრებების მიერ და მათ გადასაწყვეტად საჭიროა ახალი მსოფლიო კრების მოწვევა? ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიყვანოთ ღირსი იუსტინეს (პოპოვოჩი) სიტყვები:"ისტორიული რეალობა ნათელია: წმინდა მამათა წმიდა და ღმრთისმიერ კრებებს ჰქონდათ ერთი, უკიდურეს შემთხვევაში ორი ან სამი საკითხი, რომელიც ეკლესიის წინაშე დგებოდა დიდი მწვალებლობებისა და განხეთქილებების წარმოშობის გამო, მწვალებლობებისა, რომლებიც ამახინჯებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, არღვევდნენ ეკლესიას და დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანთა სულების ცხონებას, მართლმადიდებელი ხალხისა და ყველაფერი ღვთიურის გადარჩენას. ამიტომ მსოფლიო კრებებს ყოველთვის ჰქონდათ ქრისტოლოგიური ხასიათი, ანუ მათი ცენტრალური საკითხი, – ერთადერთი თემა და მთავარი აღმსარებლობა, – ყოველთვის იყო ღმერთკაცი იესო ქრისტე და ჩვენი გადარჩენა ქრისტეში".
ამგვარად, მსოფლიო კრებები იცავდნენ რწმენის სიწმინდესა და სისწორეს, ამიტომ მათზე განხილული საკითხები, ძირითადად, დოგმატური ხასიათის იყო. მოსალოდნელ მერვე მსოფლიო კრებას კი დღის წესრიგში არა აქვს რომელიმე დოგმატური საკითხი, რომელიც არ განხილულა შვიდ მსოფლიო კრებაზე.
მართლმადიდებელთათვის კრების ჩატარება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო: თუკი მასზე გაკეთდებოდა სწორი ეკლესიოლოგიური შეფასება და მხილება ეკუმენისტური მწვალებლობისა, რომელიც ამზადებს ანტიქრისტეს მოსვლას. მაგრამ ეს თემა მომავალ კრებაზე არ დაისმება, რაგან ამ კრების მიზანია – დააკანონოს ეს ერესთა ერესი, როგორც მას იუსტინე პოპოვიჩმა უწოდა. ამ კრებას თავად ეკუმენისტები იწვევენ, რათა გაამართლონ თავიანთი ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაცდომა, მოღალატური ქმედებები მართლმადიდბელი სარწმუნოების მიმართ. მათ იმედი აქვთ, ამ "კრებაზე" ხმათა უმრავლესობით შეცვალონ კანონები, რომლებიც ხელს უშლიან იმ კედლის დანგრევას, რომელიც აღმართულია მართლმადიდებელ ეკლესიასა და ფსევდოქრისტანული კონფესიების სწავლებებს შორის. ამის შემდეგ, – მსოფლიო კრების ავტორიტეტის მოშველიებითა და მართლმადიდებელთა მორჩილების საბაბით, _ ისინი შეეცდებიან აიძულონ მართლმადიდებლები, დაემორჩილონ და აღასრულონ მათი ნება, რომელიც მიმართული იქნება ყველა რელიგიის ერთ რელიგიად, ახალი მსოფლიო წესრიგის რელიგად გაერთიანებისკენ.
მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ შეუძლიათ სატანის მსახურთა ნების აღსრულება ერთი მიზეზის გამო: სულიწმინდა, რომელიც თავს დასტრიალებს ქრისტეს ყველა მხედარს, არ მისცემს მათ ამის გაკეთების საშუალებას. სწორედ ამას ეწოდება გულისმიერი აღმსარებლობა. ვინც ამ გულისმიერ აღმსარებლობას მიიღებს და შეიმეცნებს მერვე მსოფლიო "კრებისმიერი" გადაწყვეტილებების სიცრუეს, ის, მათი უარყოფით, ამცნობს ღმერთს, რომ ის არის ქრისტეს მხედარი, შეიარაღებული ქრისტეს ეკლესიის მთელი დოგმატური არსენალით. ხოლო ყველა ისინი, რომლებიც თავიანთ თავებს მართლმადიდებელ ქრისტიანებად წარმოაჩენენ, მაგრამ ასეთნი, ფაქტობრივად, არ არიან, ღმრთის ნებისადმი მორჩილებად მიიჩნევენ სატანის ნებისადმი "მორჩილებას". და მოხდება კეთილი თესლის განცალკევება ღვარძლისაგან, ანუ სასუფევლის ძეთა - უკეთურების ძეთაგან (მათე, 13, 38). იესო ქრისტე ასე ამბობს: "ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი; ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა" (მათე, 13, 30). შემდგომ კი იესო ქრისტემ გაგვაფრთხილა: "რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე, 13. 43).
რაც შეეხება კრების საკითხებს: პირველ ოთხ პუნქტის საკითხები განხილულია შვიდ მსოფლიო კრებაზე და წმიდა მამების მიერ მიღებულია დადგენილებები, რომლებიც ჩვენ უბრალოდ უნდა შევასრულოთ. ამის მიუხედავად კონსატანტინოპოლის პატრიარქის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მართოს მართლმადიდებელი ერი ლათინთა კონფესიის მსგავსად, სრულიად აშკარაა.
მეხუთე პუნქტი ასევე განხილული იყო ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო კრებაზე ნიკეაში და ყველა მართლმადიდებელს ნაანდერძევი აქვს, მისდიოს თთვენს იულიუსის კალენდრის შესაბამისად. მაგრამ ეკუმენისტები ცდილობენ, შემოიტანონ ახალი კალენდარული სტილი, რომელიც ემთხვევა ლათინთა კალენდარს.
მეექვსე პუნქტი ბართლომეს მიერ შეტანილია განმაახლებლური ჟინის დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა: ცოლიანი ეპისკოპოსი და მღვდელთა მეორედ ქორწინების დაშვება. მართალია, პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსებად ცოლიანებიც იქნენ გამორჩეული, მაგრამ შემდეგ ეკლესიამ განაჩინა, რომ, იმისათვის, რათა ეპისკოპოსებმა თავიანთი საქმიანობა მთლიანად ეკლესიას მიუძღვნან და თავი ქრისტეს შესწირონ, ისინი ბერები უნდა ყოფილიყვნენ.
მეშვიდე პუნქტი – ეკუმენისტებს უნდათ მარხვის გაუქმება (შესუსტება), რაც მიმართულია შვიდი მსოფლიო კრების განსაზვრებების წინააღმდეგ.
ხოლო ბოლო სამი პუნქტი – ეს სხვა არაფერია, თუ არა მწვალებლობლური ეკუმენიზმის დაკანონება.
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან აბსოლუტურად ცხადია, რომ მართლმადიდებელთათვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს კრების ჩატარება, მაგრამ ეს კრება აუცილებლად სჭირდებათ ეკუმენისტებს თავიანთი მწვალებლური სწავლების დასაკანონებლად და ავტორიტეტული სტატუსის მოსაპოვებლად. ეკუმენიზმი – ეს ახალი რელიგიაა, რომელშიც წაშლილია ყველა აღმსარებლობითი საზღვარი, რაც აუცილებელია ანტიქრისტეს გამეფებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეკუმენიზმი – ეს ანტიქრისტეს სარწმუნოებაა. როგორც მასზე ღირსი იუსტინე წერს: "ეკუმენიზმი არის დასავლეთ ევროპის ცრუეკლესიათა საერთო დასახელება. მათი საერთო სახელია – ყოვლადერესი".
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსალოდნელი "კრების" მთავრი მიზანია არა უკვე გავრცელებული ეკუმენიზმის მწვალებლობის მხილება, არამედ – მისი დაკანონება. ამიტომ გაააქტიურეს ასე თავიანთი მოღვაწეობა ამ ცრუსწავლების მიმდევრებმა და ჩქარობენ, ჩაატარონ ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრება.
|