ავტორიზაცია



Facebook Image






არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - რა მოაქვს საქართველოსთვის "იეჰოვას მოწმეების" სექტას
Share

 

      1. კითხვა: რას წარმოადგენს იეჰოველების სწავლება?

     

      პასუხი: იეჰოველთა სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვალებლობა, რომელიც ამჟამად, ჩვენს დროში არსებობს. მწვალებლობა, ანუ ერესი – ცრუ სწავლებაა, დამახინჯებული სწავლება ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებების შესახებ,რომლებიც სახარებაშია განცხადებული და საეკლესიო გადმოცემაში დაცული. თავის დასაბამს ეკლესია წმინდა მოციქულთაგან – ქრისტეს მოწაფეთაგან იღებს. მისი სწავლება თითქოსდა ერთი მდინარის უწყვეტი ნაკადია, მწვალებელთა სექტებს კი არა აქვთ არც მემკვიდრეობითობა და არც ტრადიცია. ისინი სხვადასხვა დროს ჩნდებოდნენ და წარმოადგენდნენ დამახინჯებულ შეხედულებებს ქრისტიანობაზე ამპარტავნებით შეპყრობილი ცალკეული ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფებისა, რომლებიც მოსწყვეტოდნენ ქრისტესეკლესიას და თავიანთი ცრუ შეხედულებანი დაეპირისპირებინათ მისი ჭეშმარიტი სწავლებისათვის.

     

      2. კითხვა: საიდან იღებს დასაბამს მწვალებლობა?

 

      პასუხი: მწვალებლობა დასაბამს იღებს ადამიანის გონების ამპარტავნებიდან, ეშმაკისმიერი ცდუნებიდან, რომელიც შთააგონებს ცოდვილი ადამიანის გონებასა და გულს თავის ცრუ სწავლებას, შინაარსით მრავალსახოვანსა და წინააღმდეგობრივს, მაგრამ ამავე დროს ერთი მიზნის მქონეს – შეარყიოს და მოსპოს ეკლესიის სწავლება, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს "სუეტსა და სიმტკიცესჭეშმარიტებისას" (1 ტიმ. 3, 15). იეჰოველების სიძულვილი ქრისტეს ეკლესიისადმი იმდენად მძვინვარე და შეურაცხმყოფელი ხასიათისაა, რომ ყურადღებით თუ ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რა სული მოქმედებს მათში. მათმიერი გმობა ქრისტეს ეკლესიის მიმართ აღსავსეა ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა – "სატანა", "ბაბილონის მეძავი" და ა.შ., რის უფლებასაც თავს ურწმუნო ადამიანიც არ მისცემდა.

 

      3. კითხვა: როდის და საიდან აღმოცენდა იეჰოველების სექტა?

 

      პასუხი: იეჰოველების სექტა აღმოცენდა ამერიკაში, პროტესტანტულ წრეში. თავის დროზე (XI ს.) მართლმადიდებლობას კათოლიციზმი გამოეყო, კათოლიციზმს – პროტესტანტობა (XVI ს.), პროტესტანტობა კი სექტებად ქუცმაცდებოდა; აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სექტიდან გამოვიდა იეჰოველობის ფუძემდებელი რასელი, რომელიც პროფესიით კომერსანტი იყო. ამიტომაც იეჰოველობამ გააგრძელა მთელი წყება განხეთქილებათა, განდგომილებათა და მწვალებლობათა.

 

      4. კითხვა: როდის წარმოიშვა ეს მწვალებლობა?

 

      პასუხი: XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ასაკის მხრივ იგი ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა სექტაა, უფრო ახალი, ვიდრე ბაპტიზმი, მოლოკანობა, ადვენტიზმი თუ პროტესტანტული სამყაროს სხვა ნამსხვრევებია.

 

      5. კითხვა: ჰქონდა თუ არა რასელს შეძენილი რაიმე საღვთისმეტყველო განათლება?

 

      პასუხი: რასელს არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება.ის მხოლოდ ვაჭრობასა და ბიზნესს მისდევდა, და დიდ ქონებასაც მოუყარა თავი.

 

      6. კითხვა: რით დაიწყო ეს მწვალებლობა?

 

      პასუხი: იეჰოველების მწვალებლობაც იმითვე დაიწყო, რითაც თითქმის ყველა სხვა მწვალებლობა იწყებოდა – თვითნებური, უსწორო, თავისუფალი განმარტებით საღმრთო წერილისა, ბიბლიისა. რასელმაჩამოაყალიბა წრე, რომელიც ასე იწოდებოდა – "ბიბლიის მკვლევარნი". ეს სახელწოდება მან შემდეგში შთამბეჭდავი გახადა და თავის წრეს "ბიბლიის სერიოზული მკვლევარნი" უწოდა. რასელის მემკვიდრეთახელში ამ მწვალებლურმა სექტამ საბოლოოდ მიიღო დღევანდელი სახელწოდება – "იეჰოვას მოწმეები".

 

      7. კითხვა: რას ნიშნავს თვით სიტყვა "იეჰოვა"?

 

      პასუხი: ბიბლიაში გვხვდება მთელი რიგი საღმრთო სახელებისა, როგორიცაა, მაგალითად, "ელოჰიმ", "საბაოთ", "ადონაი", და სხვანი. ღმერთის ერთ-ერთი ასეთი სახელია "იეჰოვა", რაც ებრაულად "მყოფს", "არსებულს" ნიშნავს.

      ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო იეჰოველები უარყოფენ ღმერთის დანარჩენ სახელწოდებებს. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ განსაკუთრებით –იეჰოველებისათვის. წინასწარმეტყველი და სჯულისმდებელი მოსეამბობს: "...უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს მისი" (გამოსვლათა 34,14). წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "ვაქებდე სახელსა ღმრთისაჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა" (ფსალმ. 68, 31), – ებრაულ ტექსტში იგი გადმოცემულია სიტყვით "ელოჰიმ", ბერძნულში – "თეოს", ქართულში – "ღმერთი", რუსულში – "ბოგ".

      ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "უფალი საბაოთ – სახელი მისი" (ეს.48, 2). ამოს წინასწარმეტყველიც ასევე იტყვის: "...იტყვის უფალი,ყოვლისა მპყრობელ (საბაოთ) სახელი მისი" (ამოს. 5, 27).

      როგორც ვხედავთ, იეჰოველები არღვევენ და უარყოფენ საღმრთო პირდაპირ მოწმობას, მათ მხოლოდ ერთი სახელი აირჩიეს ღმერთისა, ხოლო ყველა სხვა, რომლებითაც ღმერთი თავს განუცხადებდა ადამიანებს, უკუაგდეს.

 

      8. კითხვა: რატომ დაუშვებს უფალი ღმერთი მწვალებლობებისა დასექტების არსებობას?

 

      პასუხი: პავლე მოციქული ამბობს: "...წვალებანიცა ყოფად არიან თქვენ შორის, რათა რჩეულნი იგი თქვენ შორის გამოჩნდნენ" (1 კორ. 11, 19)). უფალმა თავისუფალი ნება მიანიჭა ადამიანს. ცოდვა ამ უდიდესისაბოძვარის ბოროტად გამოყენების შედეგი იყო. მწვალებლობა კი მხოლოდ ნებიდან და გრძნობიდან მომდინარე ცოდვა კი არ არის, არამედ, პირველ ყოვლისა, გონებისმიერი ცოდვაცაა. მწვალებლობის დასაბამია არქონა სიყვარულისა. იგი ვლინდება ამპარტავნებასა და განკერძოებაში. მწვალებლობათა შემომღებნი და "მოძღვარნი", თავიანთ სულიერ სიბრმავეში, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა თანასწორად მიიჩნევდნენ თავს. ეკლესია სიყვარულით იწყება, მწვალებლობანი კი – კრიტიკით, შფოთით, ბრძოლითა და სიძულვილით აღმოცენდებიან. მაგრამ, მეორეს მხრივ, მწვალებლებთან ბრძოლაში მართლმადიდებელი ქრისტიანი ქრისტეს მხნე მხედარი ხდება, და მისი დამოკიდებულებაც ეკლესიისადმი უფრო ღრმა და შეგნებულია, ანუ ადამიანი უფრო სრულყოფილი შეიქმნება და "რჩეულნიც იგი" ჩვენს "შორის გამოჩნდებიან".

 

      9. კითხვა: როდის შემოაღწია საქართველოში იეჰოველებისცრუსწავლებამ?

 

      პასუხი: არც თუ ისე დიდი ხნის წინ, XX საუკუნის 50-იან წლებში.მეორე მსოფლიო ომის დროს იეჰოველების სექტამ უკრაინაში გაიდგა ფესვები. ჩვენთანაც მისი პირველი მქადაგებლები სწორედ უკრაინიდან ჩამოვიდნენ. იეჰოველები აკრძალულ სექტათა შორის ირიცხებოდნენ. მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს თავიანთი ცრუსწავლება ხალხშიგაევრცელებინათ. მეტიც, მათ თავიც მოჰქონდათ როგორც "წამებულთ და სიმართლისათვის დევნილთ", და ამაში მთავრობას კი არ სდებდნენ ბრალს, არამედ – მართლმადიდებელ ეკლესიას.

 

      10. კითხვა: რამ შეუწყო ხელი იეჰოველობის გავრცელებას?

 

      პასუხი: იეჰოველობის გავრცელებას ხელი შეუწყო იმ დევნა-შევიწროებამ, რაც საბჭოთა მთავრობამ დაიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ და რაც ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა. ამდევნულობის შედეგად ხალხმა, რევოლუციის შემდგომი ორი თაობის ცხოვრების მანძილზე, დაივიწყა ეკლესიის მართლმადიდებელისწავლება. მონასტრებისა და ეკლესიების უმრავლესობა დახურეს; ბევრი მათგანი ააფეთქეს და სრულიად გაანადგურეს. სულიერი განათლება აღარსად იყო. ის ადამიანებიც, რომლებიც თავს ქრისტიანად თვლიდნენ,არასდროს არ იღებდნენ ხელში სახარებას. ადრეული ბავშვობიდანვე საბჭოთა ადამიანი ათეისტურ აღზრდა-განათლებას იღებდა. ადამიანებს ასწავლიდნენ ეკლესიის სიძულვილს, სიწმინდეთა შებილწვას, ღმერთის გმობას. ყოველივე ამან ქვეყნის სულიერი ცხოვრება უკაცრიელ უდაბნოდ გადააქცია. იმისთვის, რომ აღვიდგინოთ წარსულის სულიერი ცხოვრება, დროა საჭირო. და აი, ამ სულიერ უდაბნოში იეჰოველები შემოიჭრნენ,თანაც ისე, რომ არანაირ არსებით წინააღმდეგობას არ შეხვედრიან. აბა, რით უნდა შეპასუხებოდა მათ, ვთქვათ, რომელიმე გულუბრყვილო სოფლელი დედაკაცი, რომელმაც მხოლოდ ის იცოდა, რომ ბავშვები უნდა მოინათლონ, აღდგომას კი კვერცხი უნდა შეიღებოს? ადამიანის გული ხომ მარადის ღმერთისაკენ – თავისი შემოქმედისაკენ მიისწრაფის, და ამას მოხერხებულად იყენებდნენ იეჰოველები. ისინი ყველას სთავაზობდნენ, ბიბლიას განგიმარტავთო, სახარებებით მოგამარაგებთო. ხოლო იმ ადგილებში, სადაც იეჰოველთა სექტა დამკვიდრდებოდა, მატერიალურ დახმარებასაც უწევდნენ მის წევრებს.

 

      11. კითხვა: კიდევ რა საშუალებას იყენებენ იეჰოველები თავიანთიცრუსწავლების გასავრცელებლად?

 

      პასუხი: ისინი ასწავლიან ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, და არა – ზეციურზე; ქადაგებენ ქვეყნიურ სუფევას, და არა – ცათა სასუფეველს, რომლის დასამკვიდრებლადაც უფალი სინანულად მოგვიწოდებს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3, 2).

      ათეისტურ სახელმწიფოში აღზრდილი ადამიანები, რომელთაც დათრგუნვილი აქვთ სულიერება და რელიგიური გრძნობები, უფროადვილად იღებენ სწავლებას ამქვეყნიური ბედნიერი ცხოვრების შესახებ, რომელშიც, ვითომც უხვად იქნება სარჩო-საბადებელიცა და ყველანაირიშვება-სიამეც. იეჰოველები მოხერხებულად იყენებენ ადამიანთა მწუხარებას ახლობელთა სიკვდილის გამო და ჰპირდებიან მათ – იეჰოვახელახლა შექმნის მათ, ამქვეყნად დააბრუნებს და თქვენ კვლავ შეხვდებითო ერთმანეთს. ასე სპეკულირებენ ისინი დედობრივ გრძნობებზე. ამგვარი დაპირებების შემდეგ იეჰოველები აცხადებენ, რომ მეორედ შექმნილი ეს ადამიანები კვლავ მოკვდებიან, თუკი დროულად არ მიიღებენ იეჰოველების სწავლებას.

      იეჰოველებმა მთელი მსოფლიო თავიანთი ქადაგების ზონებად დაჰყვეს, ყველგან მრავლად აგზავნიან მქადაგებლებს და რეგულარულად იღებენ ადგილობრივი თემებისაგან ანგარიშგებებს: თუროგორ მიდის ქადაგება, როგორია წარმატებანი, სად რა სიძნელეებია და რა სახის დახმარებაა საჭირო. ეს ანგარიშგებანი იგზავნება ამერიკაში,ბრუკლინში (ნიუ-იორკის ერთ-ერთი რაიონი), სადაც იეჰოველთამსოფლიო ცენტრი მდებარეობს. აქედან ყველა მიმართულებით ფართო ნაკადად მიედინება სექტის ლიტერატურა, წიგნები და ჟურნალები 100-ზე მეტ ენაზე, მრავალმილიონიანი ტირაჟებით. ეს გამოცემები მდიდრულად არის ილუსტრირებული: იეჰოველები მათზე გახსნილი, ნათელი სახეებით არიან გამოხატულნი, ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებულნი. მათ სახეებზე სიხარულია აღბეჭდილი იმის გამო, რომ ისინი იეჰოველები გამხდარან. მოწინააღმდეგეთ ისინი ციხიდან გამოქცეულ ბოროტმოქმედებსავით გამოსახავენ, გაბოროტებულთ, დაღვრემილთ, სიძულვილით აღსავსეთ. იესო ქრისტე მათს გამოცემებში გამოხატულია როგორც ვინმე ახალგაზრდა ფერმერი თუ კოვბოი,მიმზიდველღიმილიანი, ხორციელი სიამის მქადაგებელი, ამაქვეყნისმოყვარე... იეჰოველობის ფუძემდებელი რასელი კომერსანტი იყო. ამიტომაც მან კარგად იცოდა რეკლამის ყადრი. და მიუხედავად იმისა, რომ იეჰოველთა წიგნების შინაარსი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულობით, გარეგნულად ბრჭყვიალა რეკლამა პატარა ბავშვებივით იზიდავს მათკენ ადამიანებს.

 

      12. კითხვა: რა ბოროტება მოაქვს იეჰოველობას ადამიანებისათვის?

      პასუხი: ყოველგვარი სულიერი სიცრუე უკვე თავისთავად არის დიდი ბოროტება. როგორც არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანი სულ უფრო მოშორდება მიზანს, ასევე ცრუსწავლებას დამონებული ადამიანიც სულ უფრო განეშორება ღმერთს. იეჰოველობა მახვილივით არის მიმართული ქრისტიანობის გულისაკენ. ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი იმედი და სასოება იმაში მდგომარეობს, რომ იესო ქრისტე – ღმერთია, რომელმაც ადამიანური სხეული მიიღო, განკაცდა, რათა გამოესყიდა, ეხსნაკაცობრიობა. ხოლო იეჰოველები ასწავლიან, რომ ჩვენი მხსნელი – იესო ქრისტე ღმერთი კი არ არის, არამედ უმაღლესი ანგელოზია. კვალად ისინი განარჩევენ დიდ ღმერთსა და მცირე ღმერთს. მაგრამ განა შესაძლებელია ღმერთი მცირეც იყოს?! – იგი ხომ დაუსრულებელი და მარადიული სულია! იეჰოველები სიტყვიერ ხრიკებს მიმართავენ, რომელთა მიზანიც ერთია: დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ იესო ქრისტე არ არის თანასწორი და ერთარსი თავისი ღვთაებრივი მამისა, და ამიტომ, თითქოს მისი ჯვარცმა არ ყოფილა სრულყოფილი მსხვერპლი, გაღებული კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად.

      ქრისტიანის სახელს ქართველი ხალხი 16 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად ატარებდა, და აი, ახლა, იეჰოველებს სურთსხვა სახელით შეცვალონ იგი! მაგრამ "იეჰოვას" სახელს ხომ ებრაელებიც (იუდეველებიც) იყენებენ, როცა "იაჰვე"-ს მოუხმობენ, ასევემუსლიმებიც, როცა "ალაჰ"-ს გაიძახიან! მხოლოდ ქრისტიანის სახელი მოწმობს იმას, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვწამს როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჩვენი მხსნელი.

      იეჰოველები უარყოფენ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ თვით ქრისტე გვიმოწმებს მის არსებობასა და აუცილებლობას: "...ამას კლდესაზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანმას" (მათე 16, 18). ხოლო იეჰოველებს არათუ მიაჩნიათ, რომ ეკლესია უკვე დამარცხებულია ჯოჯოხეთის მიერ, არამედ "ბაბილონის მეძავადაც" აცხადებენ მას! ამგვარი გმობა, აქამდე არნახული და წარმოუდგენელი, მხოლოდ ცოფიანის, ბოროტად ეშმაკეულის საქციელია.

      იეჰოველები უარყოფენ ქრისტეს ეკლესიის უმთავრეს დოგმატს –ყოვლადწმიდა სამებას და საღმრთო პირთა – მამის, ძის და სულიწმიდის თანასწორობასა და ერთარსობას. ისინი ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა არა საკუთრივი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, არამედ როგორც მხოლოდ მართალი და კეთილმსახური ადამიანი; რომღირსებით იგი ანგელოზთა თანასწორია. სულიწმიდა კი იეჰოველებსმიაჩნიათ მხოლოდ გამოსხივებად იეჰოვასი, სინათლისა თუ რადიაციის მსგავს რაიმედ...

      საქართველოში ძველთაგანვე განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, – ივერია ხომ მისი წილხვედრი ქვეყანაა. ცნობები ამის შესახებ სხვა ხალხების მატიანეებშიც გვხვდება. ამ თაყვანისცემით იყო განმსჭვალული ქართველთა არამარტო სარწმუნოებრივი ცხოვრება, არამედ – საოჯახო-საეროც. უძველესიდროიდანვე ზეციური დედოფლის სადიდებლად სწევდნენ სასმისს ყოველი პურობის დასრულებისას და მისმიერი დალოცვითემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. იეჰოველებს კი ამ სიწმინდეზეც –ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზეც – მარადის ქალწულ მარიამზეც აღუმართავთ ხელი! ისინი ცრუდ ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე იშვა სულიწმიდისაგან, ღვთისმშობელს, თითქოს, სხვა შვილებიც ეყოლა იოსებ დამწინდველისაგან. თვით იესო ქრისტე ბრძანებს, რომუქორწინებლობა უმჯობესი ხვედრია ადამიანისათვის, და "რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ!"-ო (მათე 19, 12). ასევე პავლე მოციქულიც წერს: თუკი არ დააქორწინებ შენს ასულს, უმჯობესად იქმო (1 კორ. 7, 38). ხოლო თუკი იეჰოველების ცრუსწავლებას დავუჯერებთ,დედა ღვთისა, რომლისაგანაც კაცობრივი სხეული მიიღო იესო ქრისტემ და რომლის რძითაც იგი აღიზრდებოდა, ზნეობრივი თვალსაზრისით ქრისტეს ბევრ მიმდევარზე დაბლა მდგომი ყოფილა! აი, სადამდე მიდიან იეჰოველები თავიანთ გმობაში! განა შეეძლო სულიწმიდისაგან თავისი პირმშოს სასწაულებრივი ჩასახვისა და უბიწოდ შობის შემდეგ ქალწულ მარიამს მამაკაცისაგანაც ჩაესახა სხვა შვილები?! – ამის გაფიქრებაც ხომ საშინელი მკრეხელობაა! და თუკი იეჰოველებისმტკიცებისაებრ, ღვთისმშობელს შვილები ჰყავდა იოსებდამწინდველისაგან, მაშინ მისი სული ვნებით ყოფილა მოწყლული დაამ ვნებას იგი უსათუოდ გადასცემდა თავის ძესაც; და განა შეიძლება კაცობრიობის მხსნელი იყოს ის, რომელიც თავის შობითვეარასრულყოფილია?! – აი რისი ჩაგონება სურთ ადამიანებისათვისიეჰოველ მწვალებლებს! სინამდვილეში კი ისინი, ვისაც სახარებაში იესოს ძმანი ეწოდებათ, იოსებ დამწინდველის შვილები არიან მისი პირველი ქორწინებიდან. იუდეველი ხალხისა და ასევე ბევრი სხვა ძველი ხალხის კანონებით, ასეთი ნათესაობა სისხლისმიერ და-ძმობასუთანაბრდებოდა.

      იეჰოველები ხატმებრძოლებიც არიან – უარყოფენ წმიდა ხატებს, მათს თაყვანისცემას, და ამტკიცებენ, ხატები კერპებიაო. მაგრამ როგორც ვიცით, ქერუბიმთა გამოსახულებანი – ეს პირველი ხატები – სჯულისკიდობნის თავზე ჰქონდათ გამოსახული ძველ იუდეველებს, და ისინი ძველი აღთქმის კრეტსაბმელზეც იყო ამოქარგული „წმიდათა წმიდაში“ –საკურთხეველში. იმისთვის, რომ გვერდი აუქციონ თავისთვის ამ უსიამო ფაქტს – ბიბლიის მოწმობას სჯულის კარავსა და იერუსალიმის ტაძარში არსებული წმიდა გამოსახულებების შესახებ, იეჰოველებიამბობენ, რომ თითქოს ეს მხოლოდ ნახატები იყო ხალხისთვის, აწინდელი მათი ილუსტრირებული წიგნების მსგავსი. მაგრამ „წმიდათაწმიდაში“ – ძველი აღთქმის ტაძრის საკურთხეველში შესვლა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, და ისიც – წელიწადში ერთხელ, რათა იქ მთელი ერისთვის აღევლინა ლოცვა-ვედრება და სამსხვერპლო სისხლი ეპკურებინა! ამიტომაც იეჰოველების ეს ახსნა-განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს. კვალად, იეჰოველები უარყოფენ გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომასაც და ამბობენ, რომ ღმერთი, რომელსაც დამახსოვრებული ჰყავს თითოეული ადამიანი, მეორედ შეჰქმნის მათ.ისინი უარყოფენ თვით სულსაც და სულის უკვდავებასაც, ისევე, როგორც მატერიალისტები და ათეისტები. და ეს მაშინ, როცა სახარების იგავში გლახაკ ლაზარესა და მოულოდნელად მომკვდარ უკეთურმდიდარზე, ქრისტე თვით გვეუბნება სიკვდილზე, როგორც სულისა და სხეულის გაყრაზე შემდგომი არამატერიალური არსებობით სულისა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს გონი, მახსოვრობა, გრძნობები და სიყვარულიც თავისი ახლობლებისადმი (იხ. ლუკა 16, 19-31). იოანესგამოცხადებაში აღწერილია გარდაცვლილ მოწამეთა სულები, რომლებიც ლოცულობენ უფლის საყდრის წინაშე (6, 9-11). საღმრთო წერილის ყველა ამ მოწმობას იეჰოველები არად აგდებენ და უარყოფენ. მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემაში დაცულია მოწმობანი სულის უკვდავების შესახებ, გარდაცვლილთა ურთიერთობაზე ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებთან. ამ შემთხვევაში იეჰოველები იმეორებენ სადუკეველთა – იმ უღმერთო იუდეველთა – სწავლებას, რომელთაც განეკუთვნებოდნენ ქრისტესჯვარმცმელი მღვდელმთავარნი – ანნა და კაიაფა.

      იეჰოველები უარყოფენ მღვდლობასაც, თუმცა კი ცნობილია, რომ თვით უფლის წმიდა მოციქულნი ასხამდნენ ხელს და აკურთხევდნენეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს ახალი აღთქმის ეკლესიისათვის (იხ. პავლე მოციქულის ეპისტოლეები ტიტესა და ტიმოთესადმი). წმიდა მოციქულთა – იოანესა და პავლეს მოწაფე ეგნატეღმერთშემოსილი და პეტრეს მოწაფე კლიმენტი რომაელი მოუწოდებენ მორწმუნე ერს, პატივი მიაგეთ ღვთისმსახურთ და ყოველივეში დაემორჩილეთო. ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა ქრისტიანი ერებისლიტურგიათა უძველესი ტექსტების ხელნაწერები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ საზოგადო ღვთისმსახურებას ყოველთვის აღასრულებდნენ ეპისკოპოსები და მღვდლები.

      იეჰოველები უარყოფენ საეკლესიო წეს-ჩვეულებებსაც. მაგალითად, სანთლებისა და კანდელების დანთებას. და ეს მაშინ, როცა ცეცხლი აქ თაყვანისცემის საგანი კი არ არის, არამედ მხოლოდ სიმბოლოა. აკი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიტყვით ხოლმე – სულის ცეცხლიო, გულის მგზნებარებაო, გონების სინათლეო და ა. შ. სანთლის ცეცხლი, ნათელი –ლოცვითი სურვილია იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლეც სიყვარულით იწვოდეს და კეთილი საქმეებით ანათებდეს ღმერთისა და ადამიანთა წინაშე, რათა ღვთაებრივი მადლი სანთლისა თუ კანდელის ნათელივით გვინათებდეს ცხოვრების გზაზე. იოანეს გამოცხადებაში მოხსენიებული შვიდი ანთებული ლამპრის ქვეშ (4, 5) იგულისხმება შვიდი ანგელოზი, ანუ ქვეყნიური ეკლესია, ეს სახეა ზეციური ეკლესიისა.

      იეჰოველებს სძაგთ ჯვარი. და იმისთვის, რომ მისი ხსოვნაც კი მოესპოთ, ისინი "თალმუდს" დაესესხნენ ცნობას მასზედ, თითქოს იესო ქრისტე ბოძს მიამსჭვალეს, და არა – ჯვარს!

      თავის შვილებს ჯვარით ლოცავდა ყოველი ქრისტიანი დედა: ჯვრებით აცისკროვნებდნენ ჩვენი მამა-პაპების საფლავებს; ჯვრებს აღმართავდა ხალხი მაღალ მთებსა და მიუდგომელ კლდეებზე, რითაც ღმერთს მიუძღვანებდა თავის მიწა-წყალს, ახლა კი ამას შეცდომად და უგუნურთა ჩვეულებად აცხადებენ იეჰოველი მწვალებლები. ჯვრის გამოსახულებები ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო; მაგალითად, სწორედ ჯვრის გამოსახულება გააკეთებინა მოსემ, როცა აღმართულ ბოძზე სპილენძის გველი მიაკვრევინა და ხალხს უთხრა, გველი რომ დაგგესლავთ, რწმენით შეხედეთ ამ გამოსახულებას – ჯვარს! – და ღმერთი სიკვდილისაგან დაგიხსნითო, და ამის შემდეგ, მართლაც, ყველა დაგესლილი ცოცხალი რჩებოდა; ჯვრის გამოსახულება იყო ის სისხლიანი ნიშანიც, რომელიც ეგვიპტეში დასვეს ებრაელებმა თავიანთი სახლების კარებებზე, რათა უფლის ანგელოზს მათი ყრმანი არ მოეკლა. და კიდევ სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომელნიც ჯვარისსიწმიდესა და საღმრთო დანიშნულებას ადასტურებენ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში.

      მაჰმადიანები ნებას არ აძლევდნენ ქრისტიანებს ჯვრები აღემართათ ეკლესიების გუმბათებზე. უღმერთონი გულიდან აგლეჯდნენ ჯვრებს ბავშვებს; საბჭოთა არმიაში აკრძალული იყო ჯვრების ტარება, ადამიანს შეეძლო სამსახური და ლუკმა-პურიც დაეკარგა, თუკი მას ჯვარს აღმოუჩენდნენ. ახლა კი იეჰოველებს სურთ ადამიანთა გულიდანამოგლიჯონ ჯვარი და სასაცილოდ აიგდონ, წაბილწონ იგი!.. ჯვარი უფლისა ის ძალაა, რომლითაც იესო ქრისტემ ჯოჯოხეთს სძლია;ამიტომაც სატანას – ბოროტ სულს – სძულს ჯვარი, ძრწის მის წინაშე და ყველა მანქანებითა და მზაკვარებით ებრძვის მას თავისი მსახურების –იეჰოველი მწვალებლების მეშვეობით.

 

      13. კითხვა: ყველაზე მეტად რას ქადაგებენ იეჰოველები?

 

      პასუხი: იეჰოველები ქადაგებენ იმას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და იტაცებს ადამიანს, ანუ ქვეყნის დასასრულის საშინელ ამბებს. იეჰოველებმა წარსულში რამდენჯერმე დათქვეს ქვეყნის დასასრულის "ზუსტი" თარიღი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა. ამას სულაც არ შეუცბუნებია ისინი, – ყოველთვის გამონახავდნენ ხოლმე თავიანთი შეცდომის "გამამართლებელ" მიზეზს, და ასე იძახდნენ, – ქრისტე ნამდვილად მოვიდა ამქვეყნად ჩვენს მიერ დათქმულ დღეს, ოღონდ ჯერ მხოლოდ "სულიერი სახითო", ანდა ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, "ამ წელს დაიწყო უფლის უხილავი სამსჯავრო მსოფლიოზე"-ო.ამგვარი, "ქრისტეს უხილავი მეორედ მოსვლის" ახსნა შეუძლებელია შემოწმდეს, დამტკიცდეს თუ უარყოფილ იქნას, და იეჰოველებიციოლად გადიან ფონს.

      უკანასკნელად ქვეყნის დასასრულის თარიღად იეჰოველებმაგამოაცხადეს 1956 წელი. ამის შემდეგ კი იეჰოველებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია მხოლოდ ქვეყნის დასასრულის ნიშნების აღწერით დაკმაყოფილდნენ ხოლმე და არამც და არამც არ გამოაცხადონ ზუსტი თარიღები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იეჰოველების ლიდერმადიდებული სასახლე შეიძინა კალიფორნიაში, რათა ქვეყნის დასასრულის შემდეგ, ვითომც, მასში მიეღო მეფენი – დავითი, სოლომონი, სხვა მართალი მორწმუნეები ძველი აღთქმისა.

      იეჰოველების ქადაგებებში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი უკანასკნელი მსოფლიო ბრძოლის აღწერას – ე. წ."არმაგედონს", ანუ იმ ხოცვა-ჟლეტას, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა მოისპოს, რა თქმა უნდა, იეჰოველების გამოკლებით! თუმცა კი ახალ აღთქმაში სულ სხვა მოვლენებზეა ლაპარაკი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ქვეყნის დასასრულის წინ: ანტიქრისტეს გამოჩენაზე, რომელიც ცრუმოძღვარი და ტირანი იქნება, – ადამიანისა, ვინც სატანის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა და ყოველივეში მის ბოროტ ნებას აღასრულებს; აგრეთვე აპოსტასიაზე – ღვთისაგან დიდ განდგომილებაზე კაცობრიობის უდიდესი ნაწილისა. იეჰოველებიუარყოფენ ეკლესიის სწავლებას ანტიქრისტეზე როგორცღვთისმბრძოლზე, რომელიც შეეცდება წინ აღუდგეს ქრისტეს, და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათ მიერ შეცდენილმა ადამიანებმა ვერ შესძლონ მომზადება მომავალ უბედურებათათვის და რომ ისინი უძლურნი შეეგებონ ქრისტეს ეკლესიის დიდ დევნულებას, რაცანტიქრისტემ უნდა დაიწყოს. თუკი ჩვენ არ გვეცოდინება ჭეშმარიტი სწავლება ანტიქრისტეზე, მაშინ მისი გამოჩენა მოულოდნელი იქნება ჩვენთვის და მისი ცრუ, მოჩვენებითი სასწაულებიც შეგვაცდენს, ჭეშმარიტ, ღვთაებრივ სასწაულებად მივიღებთ მათ.

      კვალად, იეჰოველები უარყოფენ იესო ქრისტეს სხეულებრივ მკვდრეთით აღდგომას. მათი შეხედულებით, მ ი ს ი სხეული ან კვლავაც სადღაც მიწისქვეშა მღვიმეში დევს, ანდა ჰაერს განზავებია და სრულიად გამქრალა. იეჰოველებისათვის არ არსებობს პასექის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის – დღესასწაული, და ამ ლოგიკით, ისინი არც კვირას – საუფლო დღეს არ აღნიშნავენ. სიტყვები – "ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!" – არ განათბობენ მათს გულებს და არ განანათლებენ მათს სულებს.

 

      14. კითხვა: თუ აქვთ იეჰოველებს რაიმე დღესასწაულები? თუ იკრიბებიან ისინი ერთად ლოცვისათვის?

 

      პასუხი: იეჰოველებს მხოლოდ ერთი დღესასწაული აქვთ -"ქრისტეს ვნების – ძელზე გამოკიდების" მოხსენიება, რომლის დროსაც გამოაქვთ წითელი ღვინო და პური. ამ "ტრაპეზში" მხოლოდ ისინი მონაწილეობენიეჰოველთაგან, რომელთაც იეჰოვას "რჩეულებად" მოაქვთ თავი, სხვანი კი, "რიგითნი", ამ დროს დუმილით ადევნებენ თვალს ამ სცენას.ლოცვითი შეკრებების დროს იეჰოველების უფროსი ხმამაღლა კითხულობს "იმპროვიზირებულ" ლოცვას, სხვები კი მხოლოდ უსმენენ.

 

      15. კითხვა: როგორ მოქმედებენ იეჰოველები?

      პასუხი: იეჰოველები ყოველთვის ძალზე დაჟინებით და ენერგიულად მოქმედებენ. ყოველ მათგანს გეგმა აქვს შემუშავებული, კვირაში რამდენი საათი დაუთმოს ქადაგებებსა და საუბრებს, რამდენი – თავიანთი წიგნებისა და ჟურნალების გავრცელებას. ყოველი წევრი ვალდებულია რამდენიმე ადამიანი მაინც მიიყვანოს სექტაში. ამიტომაციეჰოველები ხშირად ქუჩაშიც აჩერებენ ადამიანებს და ესაუბრებიან; ასევე სამსახურშიც, ტრანსპორტშიც და ბაზარშიც ელაპარაკებიან ყველას თავიანთი სექტის შესახებ და ცდილობენ მათს "მოქცევას", – სექტაში ჩათრევას. შინაც გეწვევითო, – სთავაზობენ ისინი ადამიანებს, რათა თავიანთი პოზიციებიდან განუმარტონ ბიბლია. მოურიდებლად მიადგებიან ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანებს, ძალით აჩეჩებენ თავიანთ ლიტერატურას. ყოველივე ეს ძალდატანებაა, "კართა მტვრევაა", და იმას, ვინც თუნდაც სულ მცირე ინტერესს გამოხატავს მათი ცრუსწავლებისადმი, იეჰოველები უკვე არ ჰკარგავენ მხედველობისარედან. უმთავრესი საზრუნავი იეჰოველებისა არის ბიბლიის შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება, სემინარების მოწყობა, ასევე ახალ მქადაგებელთა მომზადება. რა თქმა უნდა, ბიბლიის ახსნა-განმარტება ხდება იეჰოველობის პოზიციებიდან, ბრუკლინის ცენტრიდანგამოგზავნილი გეგმების მიხედვით.

 

      16. კითხვა: რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქმედითად აღუდგეს წინ იეჰოველთასწავლებას?

     

      პასუხი: ამისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ცოდნის გაღრმავება და განვრცობა; სახარებისა და საეკლესიო წიგნების შესწავლა სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით; ცხოვრების ქრისტიანული წესისა და რიტმის დამკვიდრება ყოველ ოჯახში, რაცგულისხმობს დილისა და საღამოს ლოცვების აღსრულაბას, კვირაობითღვთისმსახურებაზე დასწრებას, მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებში, უმთავრესად – სინანულისა (აღსარება) და ზიარების საიდუმლოებებში.

      ადამიანთა ქრისტიანული განათლება უნდა დავიწყოთ ყველაზე მარტივი ცნებების მიწოდებით, მართლმადიდებელი სარწმუნოების ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გარკვევით. უმთავრესი კი ის არის, რომ ყოველ სოფელში, დაბასა თუ უბანში აღდგეს, აშენდეს თუ ამოქმედდეს ეკლესიები, სამლოცველოები. ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ძალა შესწევს ნებისმიერი ადამიანის სულიერი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, ყოველი ადამიანის სულიერი წყურვილი დაარწყულოს, როგორც დიდი,წყალუხვი მდინარე დაარწყულებს ყველას, ვინც კი მის ნაპირთან მიდის.

 

      17. კითხვა: რა მოაქვს ქართველი ხალხისთვის იეჰოველთა სწავლებას?

     

      პასუხი: უპირველესად – ცრუ სულიერი ორიენტირები; ასევე – უარის თქმა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე, რომლებიც განუყრელადაა დაკავშირებული მართლმადიდებელსარწმუნოებასთან და რომელთა გარეშეც თვით ადამიანებიც სხვაგვარნი ხდებიან.

      იეჰოველთა მთელი სწავლება და საქმიანობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთი დიდი საექიმო ოპერაცია, რომელსაც ხალხის გულს უტარებენ. ამ ოპერაციის მიზანია – ამპუტირება,ამოგლეჯა და მოსპობა ყოველივე იმისა, რაც საუკუნეთა მანძილზე ყველაზე ძვირფასი იყო ქართველი ხალხისათვის. ეს კი გამოიწვევდა უარის თქმას საკუთარ ისტორიაზე, თვით საკუთარ თავზეც.

      იეჰოველ მწვალებლებს რომ დავუჯეროთ, მაშინ გამოდის, თითქოს, საქართველოს მატიანე მხოლოდ შეცდომების ისტორიაა! დიდებულ ტაძრებსაც, რომლებიც ქართველმა ხალხმა ააგო როგორც ხორცშესხმული გამოხატულება თავისი სიყვარულისა ღმერთისადმი და თავისი ერთგულებისა მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი, იეჰოველებიმიიჩნევენ საკერპე ბომონებად, სადაც მათი აზრით ბოროტი სულები – ეშმაკნი დამკვიდრებულან. ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებსაც, რომლებშიც აღწერილია სასულიერო თუ საერო პირთა მოღვაწეობისა და გმირობის ამბები, ისინი მასიურ შეცდომილებად თვლიან, ხოლოწმინდანთა და რჩეულ მოსაგრეთა სახელებს აუგად მოიხსენიებენ და მათ დემონთა მსახურებად აცხადებენ. იეჰოველები ცინიკურადუწოდებენ წმიდა ხატებს – კერპებს, წმიდა ნინოს ჯვარს, რომლითაც ის საქართველოში შემოვიდა, – ჯოხს; წმიდა დიდმოწამესა დაძლევაშემოსილ გიორგის, რომლის პატივადაც მსოფლიოს მრავალი ხალხის ენებში საქართველოს "გეორგია", ანუ "გიორგის ქვეყანა" ჰქვია, სამხედრო დამნაშავედ ხმობენ, რაკი იგი მხედართმთავარი იყო და ბევრ ბრძოლაშიც მიუღია მონაწილეობა; კვალად, იმ მხედრებსაც, ბრძოლაში რომ დაცემულან რწმენისა და მამულისათვის და ამით ქართველი ერის ისტორიული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნებიათ, ისინი დიდ ცოდვილებად რაცხავენ, რადგან იეჰოველები, საერთოდ,ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამშობლოს დამცველებად კი არ მიიჩნევენ, არამედ დანაშაულებრივ ორგანიზაციებად აცხადებენ. მათი შეხედულებით ხომ იარაღის ხელში აღება უკვე თავისთავად არის შეცდომა, ხოლო სამშობლოს დათმობას მტრისათვის ისინი სავსებით დასაშვებ საქმედ მიიჩნევენ, – ეტყობა ფიქრობენ, რომ შემოსეულ მძვინვარე მტერს – მკვლელებსა და მოძალადეებს – შეიძლება უიარაღოდაც შეეწინააღმდეგო, მხოლოდ ცრუ-მოძღვარ რასელისბროშურებით ხელში. თვით მოსეც, რომელმაც საღმრთო მცნებები მოსცაადამიანებს – "არა კაც ჰკლა" და სხვანი, ომის ჟამს იარაღს იღებდა ხელში და თავისი ხალხის ლაშქრის მხედართმთავარი ხდებოდა. მაშასადამე, ამ საღმრთო მცნებაში ლაპარაკია სულ სხვა რაიმეზე, ანუ იმაზე, რომ დაუშვებელია ადამიანის მოკვლა შურისძიების, ანგარებისა და ა.შ. მიზნით. საკუთარი ისტორიისადმი გულგრილობითა და ზიზღით აღვსილი ხალხი იმ უდედმამო ბავშვს ჰგავს, რომელიც უპატრონოთა სახლში მიუციათ აღსაზრდელად და რომელსაც არც თავისი სახელი ახსოვს და არც გვარი.

      ამგვარად, იეჰოველები, ხალხის სიწმიდეთა ეს შემბილწველნი, მოგვევლინნენ მეორე დამანგრევლებად ეკლესია-მონასტრებისაკომუნისტების შემდეგ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელნი უხეში ძალის გამოყენებით სპობდნენ ყოველივეს, რაც კი სარწმუნოებასთან და სულიერ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული,იეჰოველებს კი სურთ თითოეული ადამიანი გადააქციონ ღვთის ტაძრის ნებაყოფლობით დამანგრეველად, – როგორც ქვათაგან აგებულისა, ასევე – სულიერისაც, ანუ საკუთარი სულისაც. გამოდის, რომ იეჰოველები ამღვთის საწინააღმდეგო საქმეში სოლიდარულნი არიან კომუნისტებთან და სწორედ მათ ბოროტ საქმეს აგრძელებენ. თუკი ხალხს მის წარსულს წაართმევენ, მას აღარც მომავალი ექნება; იგი გადაიქცევა გაურკვეველ,ამორფულ მასად, რომელსაც, გარედან ზემოქმედებით, ნებისმიერი სახის მიღება შეუძლია.

      იეჰოველები უარყოფენ სახელმწიფოს, არმიას, ეკლესიას. რა დაემართებოდა საქართველოს, ასეთ ცრუმოძღვრებას ჭიასავით რომ გამოეხრა მისი სარწმუნოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება? – იგი ერთ წელიწადსაც ვერ გაუძლებდა მტრის შემოსევას, ვერც ისეთი მძლავრი სახელმწიფოებისას, როგორიც წარსულში სპარსეთი და თურქეთი იყვნენ, და ვერც სხვა რომელიმესი, დაე, თუნდაც ნებისმიერი ველური ტომისა!

      ქრისტიანობა აღმოსავლეთიდან მოვიდა მსოფლიოში, ახლა კი შავბნელი ღრუბელი იეჰოველთა მწვალებლობისა დასავლეთიდან მოემართება ჩვენსკენ. მართლმადიდებელი აღმოსავლეთი ბრძენია დაშემმეცნებელი; ყოველთვის სულიერი სიმდიდრე ერჩია მას მატერიალურ კეთილდღეობას, და ამიტომაც ყოველთვის მარადიულზე, საღმრთოზე ფიქრში იყო ჩაძირული.

      დასავლეთმა კი სხვა მოდელი შემოგვთავაზა – ტექნიკური ცივილიზაცია, რომელშიც ადამიანის სულიერი პროგრესი შეცვლილია მანქანური პროგრესით. მაგრამ სულიერებისა და რელიგიურობის მხრივის ყოველთვის მართლმადიდებელ აღმოსავლეთზე დაბლა იდგა. ამჟამად დასავლეთს სურს მართლმადიდებელი აღმოსავლეთის მასწავლებელი იყოს, და ავიწყდება, რომ ერთ დროს თვითონ სწავლობდა მისგან.

      საქართველოს ისტორია მის მძლავრ მტრებთან მხოლოდ ბრძოლისა და ომების მატიანე კი არ არის, როცა ქვეყნის ცხოვრება სისხლითმოისყიდებოდა, არამედ ეს, უპირველესად, სხვადასხვა სარწმუნოებრივ გამოცდათა, განსაცდელთა მატიანეა.

      ცეცხლთაყვანისმცემლობის ბატონობის ჟამს წარმართები სხვადასხვა პრივილეგიასა და ჯილდოს აღუთქვამდნენ ქრისტიანებს ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფისა და წარმართობაში გადასვლის სანაცვლოდ, მაგალითად, ბაჟისა და გადასახადების გაუქმებას, მაღალი წოდებებისა და თანამდებობების მიცემას თავად-აზნაურებისათვის, ხშირად კი პირდაპირ მოსყიდვასაც არ ერიდებოდნენ. მაგრამ ქრისტიან ქართველ ერს ყოველთვის რწმენის ერთგულება ერჩია ყოველგვარ სიმდიდრესა და კეთილდღეობას, და მას არასდროს არ გაუყიდია სული. იმჟამად სპარსელები სპეციალურ სკოლებში, მაგალითად განძაკში, თავიანთიმქადაგებლების მთელ ლაშქარს ამზადებდნენ, რომლებიც შემდეგ საქართველოში მოდიოდნენ ცეცხლთაყვანისმცემელთა ბომონებისასაშენებლად სპარსული ფულით და ქართველ ჭაბუკებს უფასო განათლებას სთავაზობდნენ სპარსეთში. მაგრამ ქართველი ერი ყოველთვის შეურყევლად იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ხოლო როცა ამის საშუალება ეძლეოდა, როგორც ეს ვახტანგ გორგასლის ზეობისასიყო, ქვეყნიდან განდევნიდა კიდეც ამ წარმართ მქადაგებლებს.

      მუსლიმთა ბატონობისას ქრისტიანთა მდგომარეობა მშვიდობიანობის დროსაც კი მძიმე იყო. არაბნი, სპარსნი თუ თურქნი დიდძალი გადასახადებით შეაჭირვებდნენ მათ; ამ გადასახადებს უმალვეუუქმებდნენ იმას, ვინც მაჰმადიანობას მიიღებდა. გარდა ამისა, თავად-აზნაურობას მაღალ თანამდებობებსაც ჰპირდებოდნენ მაჰმადიანურ ქვეყნებში. მაგრამ ქრისტიანმა ქართველმა ერმა ამ განსაცდელსაც გაუძლო – საქართველო კვლავაც ქრისტიანულ ქვეყნად დარჩა და"ჯვარისმტვირთველის" საპატიო სახელწოდებაც დაიმსახურა.

      იეჰოველები დიდ მატერიალურ დახმარებას ჰპირდებიან თავიანთი სექტის მომავალ წევრებს. საიდან მომდინარეობს ეს მხარდაჭერა? უანგაროა კი იგი? ბიბლიაში მოთხრობილია, თუ როგორ გაჰყიდა შიმშილით შეწუხებულმა ესავმა თავისი პირმშოობა და მამისეული კურთხევა ერთ ქოთან ოსპის შეჭამადზე. სახარებაში წერია, რომ უკანასკნელ ჟამს, ქვეყნის დასასრულის წინ, გამოჩნდებიან ახალიცრუსწავლებანი და ცრუმოძღვრები, რომლებიც მრავალთ შეაცდენენ. ცოდვის გამრავლება ამქვეყნად, ურთიერთსიყვარულის გაიშვიათება ადამიანებში, მატერიალურ ინტერესებში ჩაფლობა, რელიგიურიუგულისხმობა და უმეცრება – ყოველივე ეს ფართო ასპარეზსგადაუშლის ამ ცრუმოძღვრებს მოქმედებისათვის.

      ეშმაკს არ შეუძლია შექმნას რაიმე, ის მხოლოდ ანგრევს, და ეს ადამიანებიც – იეჰოველი ცრუმოძღვრებიც სულიერ მნგრეველებად გვევლინებიან. ისინი გმობენ, ცილს სწამებენ, აბუჩად იგდებენ ყოველივეიმას, რითაც ხალხი საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდა, და სანაცვლოდბრუკლინში დაბეჭდილ იმ ბრჭყვიალა სურათებიან ბროშურებს გვთავაზობენ, "კოკა-კოლას" რეკლამას რომ წააგავს. მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისინი ველურ ხალხად, უბირ პაპუასებად მიიჩნევენ, რომელნიც უნდა "განანათლო", და ავიწყდებათ ის, რომ როდესაც ქართველნი თავიანთ ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, მაშინ ბრუკლინის ადგილას ველური ინდიელები თავიანთ ვიგვამებსდგამდნენ.

      ზნეობრივი თვალსაზრისით, იეჰოველთა მწვალებლობას მხოლოდნიჰილისტის აღზრდა შეუძლია, ანუ ისეთი ადამიანისა, რომელსაც დაკარგული აქვს იდეალები, ტრადიციები, ყოველგვარი სიწმიდეები;იეჰოველები უარყოფენ ყოველივეს, აბუჩად იგდებენ, დასცინიან ყველას და ყველაფერს, არღვევენ, ანგრევენ, თვითონ კი არაფერს არ ჰქმნიან.ამიტომ მათ მიერ აღზრდილი ადამიანიც ასეთია: არა სჯერა სულის, როგორც სხეულისაგან განსხვავებული ბუნების არსებობა, რამეთუფსალმუნთმგალობელი დავით მეფის სიტყვით, "ჰბაძვიდა იგიპირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფსალმ. 48, 13).

      იეჰოველები ანტიქრისტიანულ სექტას შეადგენენ, მაგრამ ქრისტეს სახელით ინიღბებიან, რადგან ხალხს უყვარს თავისი მხსნელი – იესო ქრისტე, თუმცა უმრავლესობამ არ უწყის მართლმადიდებლობის საფუძვლებიც კი და, მეტადრე – ღვთისმეტყველება. იეჰოველებსმხოლოდ ერთი რამ სურთ: დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ იესო ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი; და თუ ისინი ამას მოახერხებენ, მაშინ ამ შეცთომილ ადამიანებს აღარ ეყოლებათ უფალი ჩვენი იესო ქრისტე როგორც კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი.

      ამიტომაც იეჰოველთა მწვალებლობასა და ქრისტიანობას შორის ღრმა, გაუვალი უფსკრულია. იეჰოველებთან მისული ადამიანი უკვე ამითვეაუარმყოფელი იესო ქრისტესი, როგორც ღმერთკაცისა. ანგელოზსა და ადამიანს ძალუძთ ერთგულად ემსახურონ შემოქმედ ღმერთს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კაცობრიობის ხსნა. ქრისტიანობის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ხორციელ-იქმნა და განკაცდა იმისთვის, რომ გამოესყიდა ადამიანები ეშმაკის ტყვეობისაგან, გაეთავისუფლებინა ისინი ჯოჯოხეთისაგან და მიენიჭებინა მათთვის ცათა სასუფეველი, საუკუნო ნეტარი ცხოვრება და ღმერთთან მადლმოსილი ერთობა.

      ათეისტები უარყოფენ ქრისტეს; იეჰოველები შესცვლიან მას, სხვასჰქადაგებენ ქრისტეს სახელით. შედეგი კი ორსავ შემთხვევაში ერთია: მათ მიერ შეცდენილი ადამიანი მარტოდმარტო რჩება თავისიგამოუსყიდველი ცოდვებით დამძიმებული ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს წინაშე.

      მაშ, შენ რას ამოირჩევ, მართლმადიდებელო ქრისტიანო, ქართველო კაცო: ჭეშმარიტ ეკლესიას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, თუ ახალ, დამღუპველ მწვალებლობას, რომელიც გადაშენებას უქადის მას?! წმიდა გიორგის მაცხოვნებელ ეკლესიას, თუ იეჰოველ მწვალებელთასულისწარმწყმედ კლუბს?! იერუსალიმის ღვთაებრივ ნათელს, თუ ბრჭყვიალა ბრუკლინურ რეკლამებს?! ვისთან ერთად გსურს შენ საუკუნო ცხოვრება: შენს სულმნათ წინაპრებთან ერთად, რომელნიც საკუთარი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას და მართლმადიდებელი სარწმუნოებაც თავის მძლე საფარველს ჰფენდა მათ, – თუ იმ უღირს ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბოროტ სულს ემსახურებიან და ფეხით სთელავენ შენს საუკუნოვან სიწმიდეებს?!

      უფალი ღმერთი, შემოქმედი შენი, ასე მოგიწოდებს:

      "მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქვეყანასა, რამეთუ ცხოვრებასა და სიკვდილსა დავსდებ თქვენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა. გამოირჩიეშენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი!" (მეორე სჯული 30, 19), – სცხოვნდე უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

                                                                                                                                                                                   თარგმნა ვასილ ბურკაძემ

 

                                                    წყარო: http://martlmadidebloba.ge/sacdurebi2.html

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge