მართლმადიდებლობა და ეროვნულობა |
მართლმადიდებლობა – ეროვნული იდეოლოგიისა და უშიშროების ქვაკუთხედი
ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა პიროვნული ღმერთის აღმსარებელი რელიგიების მატარებელი ერებისა და ეროვნული სახელმწიფოების განადგურება, ხოლო უმთავრესი და საბოლოო მიზანი - ჭეშმარიტი სარწმუნოების, მართლმადიდებლობის აღმსარებელი ერებისა და სახელმწიფოების სულიერი და ფიზიკური გენოციდი. ამის შესახებ ჩვენ ვწერდით ჩვენს წიგნში „ქართული იდეა” (2006წ.). წინამდებარე ბუკლეტი წარმოადგენს აღნიშნული თემის გაგრძელებას და მიზნად ისახავს, ისტორიულ ჭრილში დაასაბუთოს იდეა: საქართველოსთვის, ჩვენი ერისთვის სწორედ მართლმადიდებლობა იყო ეროვნული იდეოლოგიის ქვაკუთხედი, იმდენად, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა, ლამისაა, სინონიმებად იქცნენ. ეს მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალიზაციის აპოკალიფსური პროცესების განვითარებისას. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ: ჩვენი ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმრთის აღმსარებლობაში, მართლმადიდებლობაშია და მისი როლი უმნიშვნელოვანესია დღეს, როგორც არასდროს. ეროვნული იდეოლო გიისა და ეროვნული უშიშროების ქვაკუთხედად მართლმადიდებლობის დასახვა არის გზა გადარჩენისა, რასაც ადასტურებს როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება, წარსულის უტყუარი მაგალითი, ისე აპოკალიფსური მომავლის პერსპექტივა და მის შესახებ წინასწარმეტყველური ცოდნა, რომელიც ჭეშმარიტ აღმსარებლობას, მართლმადიდებლობას გააჩნია, ცოდნა, რომელიც სულ უფრო თვალსაჩინოდ ცხადდება, წინასწარმეტყველება, რომელიც დღითიდღე აღესრულება. წყარო: www.religia.ge |
E-mail: info@qadageba.ge