ავტორიზაცია



Facebook Image






კათოლიციზმი


”მაგნუმ კრიმენ” ანუ მართლმადიდებელთა გენოციდი

 

1204 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობისას პაპისტების მიერ ჯვაროსნებმა ცეცხლსა და  მახვილს მისცეს კონსტანტინოპოლი; ცემდნენ და მუსრს ავლებდნენ მართლმადიდებელ ბერძნებს განურჩევლად წოდებისა, სქესისა და ასაკისა. წმინდა სოფიის ტაძარში ”კეთილშობილმა” რაინდებმა თავისი ხელით დაჩეხეს და ერთმანეთში გაინაწილეს ოქროთი და ძვირფასი ქვებით ჩამოსხმული წმ. სოფიის ტაძრის წმინდა საკურთხეველი. ბიზანტიის ამ უდიდეს წმინდა ტაძარში ჯვაროსნები ღრეობდნენ და მკრეხელობდნენ გარყვნილ ქალებთან ერთად, სვამდნენ ღვინოს ტაძრის სამსახურებელი წმინდა ჭურჭლებიდან, ცეკვავდნენ ტაძრის სამღვდელოების შესამოსელში გამოწყობილები, აგინებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებს, ანადგურებდნენ და იტაცებდნენ წმინდა წიგნებს და ხელნაწერებს, აუპატიურებდნენ კეთილშობილ ქალებს, მონაზვნებსა და ქალწულებს, იტაცებდნენ მოქალაქეთა ქონებას. კათოლიკე პაპისტი ეპისკოპოსები რომის უმკაცრესი ინსტრუქციების თანახმად იკავებდნენ ბერძენთა მართლმადიდებელ ტაძრებს და იქ ამკვიდრებდნენ კათოლიკურ წეს-ჩვეულებებს, მართლმადიდებელი საზოგადოება და ბერ-მონაზვნობა მასიურად რეპრესირებულ იქნა. მართლმადიდებლური ეკლესიები იკეტებოდა.

 
ჰუმანიზმის თანამედროვე მოღვაწე (დედა ტერეზას შესახებ) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ჰუმანიზმი მუდმივ კონფლიქტშია ქრისტიანობასთან. ჰუმანისტებს ჰყავთ თავისი გმირები, მოღვაწეები და მოწამეები. ხშირად მოწყალების საქმეები, რომლებსაც ადამიენები ჰუმანისტური მისწრაფებების გამო ასრულებენ, შეიძლება ქრისტიანული ზნეობის ტოლფასი მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა. უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ არა მხოლოდ სხვაობას, არამედ წინააღმდეგობასაც. ჰუმანისტი თავს შეიძლება ქრისტიანად თვლიდეს. ის შეიძლება მონაზვნობას ეკუთვნოდეს ან საეკლესიო წოდება ჰქონდეს. ის შეიძლება გულწრფელად ემსახურებოდეს თავის იდეას და თავდადებით აკეთებდეს სიკეთეს. მაგრამ ჰუმანიზმი მაინც ის რელიგიაა, რომელსაც ღმერთი არ სჭირდება. დედა ტერეზა, ისევე როგორც ბუდა, ჰუმანისტია. მათი პრაქტიკული სოტეოროლოგიაა ადამიანის დახსნა ტანჯვისგან. აქ ქრება იდეა, რომ ადამიანი მარადიული ცხოვრებისათვის არის შექმნილი და რომ მარადიული ცხოვრება მისი იწიერი არსებობის მიზანია. აქ დროებითის წინაშე ფერმკრთალდება მარადისობა.

 

ბუდა აგნოსტიკოსი და ათეისტია. დედა ტერეზა მორწმუნე კათოლიკეა, მაგრამ ღმერთი მისთვის ადამიანის ცნებასთან არის შერწყმული. უფრო მეტიც ღმერთი ადამიანად ტრანსფორმირდება და ამიტომ მისი რწმენა ადამიანის გაღმერთება, ადამიანის, როგორც უზენაესი ფენომენის თაყვანისცემაა. სწორედ ამას ქადაგებდა ტეიარ დე შარდენი, იეზუიტი მღვდელი. სახიფათოა, რომ თავად დედა ტერეზამ სულიერად ჩამოყალიბება დაიწყო იეზუიტების გავლენითა და აღზრდით და სიცოცხლის ბოლომდე მათ მადლიერებით იხსენებდა.

 
ათონელი ბერების ეპისტოლე იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი, კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე ვეკკას წინააღმდეგ (როდესაც მეფე და პატრიარქი ყველანაირად ცდილობდნენ ლათინებთან გაერთიანებას)

 

მეფეო! რომ ჩამოვთვალოთ საეკლესიო და ღვთაებრივ გადმოცემათა და განგებულებათა ყველა ის დარღვევა, რომლებიც ლათინთა მიერ არის ჩადენილი, მაშინ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და შენს სამეფო სმენას გადაღლის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ აღარ მოვიყვან ჩვენი წმინდა პატრიარქებისა და მღვდელმთავრების ნაწერებს მათ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამხელენ მათ; არამედ მოკლედ მოგწერთ შემდეგს. მათ, მეფეო, ცვლილებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს სხეულის სიმშვენიერიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მთელი სახარებისეული სწავლების ბეჭდად მოციქული იმდენად გალატელებს როდი მიმართავს, რომლებიც მხოლოდ ერთ პუნქტში ასწავლიდნენ სხვაგვარად, არამედ იტალიელებს, რომლებმაც თითქმის დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმინდა მამათა მიერი გარდმოცემა: „დაღათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!“ (გალ. 1,8-9). ასევე მეექვსე მსოფლიო წმინდა კრება თავის I კანონში ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელყოფდეს, იყავნ

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1 4-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    დავითი 579-05-11-05;
                    E-mail: info@qadageba.ge