ავტორიზაცია



Facebook Image






მებრძოლი ეკლესია


აქცია დაკანონებული მკვლელობის - აბორტის წინააღმდეგ

 

7 აპრილს, ღვთისმშობლის ხარების დღეს, ვებგვერდ sibrdzne.ge-ს ადმინისტრაცია და ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი", მოძრაობა "ზნეობრივი საქართველოსათვის" თანადგომით სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გამართავს აქციას ე.წ. ოჯახური დაგეგმარების ნიღაბქვეშ არასასურველი ბავშვების მუცლადმოწყვეტის (აბორტის) დაკანონებული პრაქტიკის აკრძალვის მოთხოვნით. 


სახელმწიფომ უნდა გადახედოს აბორტის შესახებ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისობაში მოიყვანოს ის ეროვნულ და ქრისტიანულ პრინციპებთან. ჩვილის სიცოცხლის შეწყვეტა მუცელში ისეთივე მკვლელობაა, როგორიც ამქვეყნად მოვლენილი ჩვილის ან ზრდასრული ადამიანის სიცოცხლის და მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს. 

 
ხანუქობა: ვინ რისთვის იყენებს მას საქართველოში?

 

წელს ხანუქობა საქართველოში, კერძოდ, ქ. თბილისში, წინა წლებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებულად ჩატარდა: რუსთაველის პროსპექტზე გამოიტანეს მენორა, - ხანუქიალური სანთლები და გამოფინეს მილოცვა ქართული საზოგადოებისადმი.

იმისათვის, რათა გავერკვეთ ამ მოვლენის ნამდვილ არსში, უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ საკითხი, თუ როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით და როგორ უნდა შეფასდეს წელს საქართველოში მისი აღნიშვნის ფორმა.

ხანუქის დღესასწაული, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და 8 დღე გრძელდება, არის დღევანდელ ებრაელთა დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. ისტორიულად იგი მაკაბელთა გამარჯვებას უკავშირდება და დროთა განმავლობაში, მოსეს სჯულის თალმუდისტურ-თორასეული სწავლებით ჩანაცვლების კვალობაზე, ებრაელთა ნაციონალურ დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომელიც სიმბოლურად ებრაელთა არაებრაელებზე გამარჯვებას აღნიშნავს. მისი მთავარი ატრიბუტი - მენორა, ანუ ცხრატოტა შანდალი ბიბლიური შვიდტოტას განაციონალურების გზით ტრანსფორმირების შედეგს წარმოადგენს.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1 6-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    დავითი 579-05-11-05;
                    E-mail: info@qadageba.ge