ავტორიზაცია



Facebook Image






სტატიები


„სიწრფოებასა სჯიდით ძენო კაცთანო“ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა: „და იყუნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის“ (მათ. 10.22), „უკუეთუ მე მდევნეს თქვენცა გდევნენ“ (იოან.15.20), „უკეთუმცა სოფლისაგან იყუნეთ, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა: რამეთუ არასოფლისაგანნი ხართ თქუენ... - ამისათვის ჰძულთ თქვენ სოფელსა“ (იოან. 19.12). ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ეს სიტყვები ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე. იცვლება ქრისტეს მიმდევართა დევნის ფორმები, სულ უფრო ფაქიზი და დახვეწილი ხდება ეკლესიასთან ბრძოლის ხერხები. ხან მეტად აშკარაა, ხან დაფარულია ხრიკები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, და მაინც, დაპირისპირება ამა სოფელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის წამითაც არ სუსტდება, სულ უფრო იზრდება და საშინელ ქარიშხლად მოვარდნით გვემუქრება.

 
მამა დავით ნოზაძის პასუხი, დეკანოზ თამაზ ლომიძეს - 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე

 

მამა თამაზ, თქვენს წერილში, რომელიც შეეხებოდა 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, გმობთ ძალადობას, რომელიც, თითქოს, ეკლესიამ გამოავლინა უწყინარი ცოდვილების მიმართ, და გვთავაზობთ წმიდა წერილზე დაფუძნებულ შეგონებას.

 

თქვენს მსჯელობაში ვამჩნევთ სამწუხარო მოვლენას, როდესაც ეკლესიის მსახური ცდილობს შეგნებულად დაამახინჯოს ეკლესიის სწავლება ცოდვაზე, ცოდვილებთან ურთიერთობაზე, ეკლესიისა და სახემწიფოს ურთიერთობაზე, რითაც ცდილობთ აამოთ ამა სოფლის ძლიერთ და შეურაცხყოთ წმ. ეკლესია. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, გვეპასუხა თქვენთვის და წარმოგვეჩინა თქვენი არაგულწრფელობა.

 

1. თქვენ ამბობთ: „რატომ სდევნი ძალადობით განსხვავებულ, თუნდაც ცოდვილ ადამიანს? განა ასე იქცეოდა უფალი შენი, პირველი მღვდელთავარი და მოძღვარი იესო ქრისტე?განა სდევნიდა იგი ვინმეს? მახარებლები მოგვითხობენ მაცხოვრის ასვლას იერუსალიმის ტაძარში: „და შექმნა შოლტი საბლისა და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაი და ცხოვარი, კერმისმსყიდველთა მათ დაუთხია კერმაი და ტაბლები იგი დაუმხუა“ (იოანე 2.15). გაიხსენე წმიდა ნიკოლოზი, როდესაც მან კვერთხი დაჰკრა ღვთისმგმობ არიოზს, რის გამოც საპყრობილეში მოათავსეს იგი. თუმცა ღმერთმა საღმრთო გამოცხადებით გამოაჩინა (მაცხოვარი და ღმრთისმშობელი გადასცემენ მას სახარებას და ომოფორს), რომ წმიდა ნიკოლოზის ეს საქციელი იყო ღვთისაგან. და ბოლოს, კვლავ ცილი რომ არ დასწამოთ ეკლესიის იქ გამოსულ ნაწილს ზემოთქმულის გამო, თითქოს და მომხრენი ვართ ადამიანთა შეურაცხყოფისა და დარბევისა, შეგახსენებთ წმიდა გარეჯელის ცხოვრებიდან შემდეგს: წმიდა მამამ ვერ შეაჩერა ქაშვეთთან შეკრებილი ხალხი, რემლებმაც ქვით ჩაქოლა მისი ცილისმწამებელი ქალი, რის გამოც დატოვა თბილისი და წავიდა გარეჯის უდაბნოში.

 
აბორტის კრიმინალიზაციის შესახებ

 

ცოდვა ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე წარმოიშვა - სინათლის ანგელოზის ამპარტავნების სახით. ცოდვაში პირველი ადამიანებიც ჩავარდნენ და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი პირველი ცოდვა, რომელიც კაცთა შორის გაჩნდა იყო მკვლელობა, კაენის მიერ მისი ძმის აბელის მოკვლა. აქედან მოყოლებული მკვლელობა შავ ლაქად გასდევს კაცობრიობის ისტორიას. მკვლელობა ხდებოდა სხვადასხვა შემთხვევებში და სხვადასხვა სახით: კლავდნენ დღისით და ღამით, შურისძიებით და ანგარებით, მეფეებს და გლეხებს, მორწმუნეებს და ურწმუნოებს, „დიდთა“ და „მცირეთა“, დაბადებულ თუ ჯერაც დაუბადებელ ადამიანებს. მკვლელობის მრავალ სახეთა შორის მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო დაუბადებელი (ჩასახული) ბავშვის (ანუ ემბრიონის) მკვლელობას. მას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება.

 
ემანსიპაცია

 

დღევანდელ ცხოვრებაში ხშირად შეხვდებით ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ უკმაყოფილებას გამოთქვამენ სიტყვებით: „ორი წელი გავატარე შინ, ბავშვის აღზრდაში, სამსახურში არ გავსულვარ, ისე მრცხვენია! აუცილებლად უნდა გამოვძებნო რაიმე საქმე...“ ეს სიტყვები ზუსტად ასახავს თანამედროვე ცხოვრებაში გამეფებულ სულისკვეთებას. დედობა უკვე არ აღიქმება ქალის უპირველეს მოვალეობად. ქალი მიილტვის წარმატებისკენ ბიზნესში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში... რასაკვირველია, ასეთი ცვლილებები არ შეიძლება არ აწუხებდეს მამაკაცებს, ოჯახსა და საერთოდ, საზოგადოებას.

 
აქვთ თუ არა სიცოცხლის უფლება ავადმყოფ ბავშვებს? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

სპარტის - მთიანი პელოპონესის დედოფლისა და ათენის მრისხანე მეტოქის სიახლოვეს იყო კლდე, რომლის ციცაბო ფერდი ხევში ეშვებოდა. ამ ადგილს ძველ დროში არ სტუმრობდნენ ტურისტები, რომლებიც დღეს ფოტოაპარატებით დარბიან და ჭიანჭველებივით დაფუსფუსებენ მსოფლიოს არქეოლოგიურ რუკაზე. აქ არ მოდიოდნენ პოეტები, რათა დამტკბარიყვნენ მთვარის - ღამის უძირო ოკენაეში მცურავი ამ ცეცხლოვანი ყინულის ლოდის იდუმალი ვერცხლისფერი შუქით. კლდის ქარაფზე, როგორც ციხე-სიმაგრის ბაქანზე სპარტელებს მოჰყავდათ ბავშვები, რომლებიც, ქალაქის უხუცესების აზრით, ვერ შეძლებდნენ გამხდარიყვნენ ამტანი მეომრები - ჰიპოლიტები და მშობლის თვალწინ ყრიდნენ უფსკრულში, როგორც პირსისხლიანი ურჩხულის ხახაში. სპარტელს არ უნდა შესცოდებოდა ვინმე; ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც სამხედრო ბანაკს ჰგავდა, არ იყო ადგილი ავადმყოფების, სუსტებისა და ხეიბრებისათვის.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1 9-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    დავითი 579-05-11-05;
                    E-mail: info@qadageba.ge