ავტორიზაცია



Facebook Image






მსოფლმხედველობა და ზნეობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ხშირად ნახევრადრელიგიური ადამიანებისგან, რომლებიც თავს „თავისუფლად მოაზროვნე ქრისტიანებს“ უწოდებენ, შეიძლება შემდეგი სიტყვები მოისმინოთ: „რელიგიაში ზნეობაა მთავარი, დაე, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე სწამდეს, ოღონდ ადამიანებისთვის სიკეთე აკეთოს.. და იყოს ქრისტიანი“. მაგრამ როგორ შეიძლება ქრისტეს გარეშე იყო ქრისტიანი? ამგვარად მოაზროვნე ადამიანებიდან ზოგი ლოცვის აღსავლენად მართლმადიდებლურ ტაძარში შედის, შემდეგ კათოლიკურში ან სექტანტურ სამლოცველოებში, მეჩეთსა და სინაგოგაში მიდის. წარმართული ბომონი რომ ნახოს, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე იქაც შევა, შივასა და ბუდას წინ სანდალოზის ჩხირების დასანთებად ან კერპის ყვავილებით შესამკობად. ეს ადამიანები თვლიან, რომ ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ. „ყველა გზა რომში მიდის, ხოლო რადიუსები - ცენტრისკენ“ - ამბობენ ისინი. ამ ფართო, სინამდვილეში ვულგარულ გათანაბრებაშია მათი სულიერი კრედო, მათი „მრწამსი“. ასეთი ადამიანებისთვის მთავარი ზნეობრივი პოსტულატებია, მსოფლმხედველობით პრინციპებს - (ფილოსოფიურს და რელიგიურს) კი დროებით, კულტურული დონისა და ერის გენიაზე დამოკიდებულ ისტორიულ და რეგიონალურ ფორმად მიიჩნევენ. ეს რელიგიური კოსმოპოლიტიზმი* ჰუმანიზმისა და კულტურის გამოვლინება ჰგონიათ, ხოლო რელიგიური სისტემის მიმდევრობას, დოგმატების ურყევ რწმენას სულიერ ამპარტავნებად, შეუწყნარებლობად, სიყვარულის დეფიციტად, ობსკურანტიზმად*, ბრმა, სასტიკ ფანატიზმად, ვიწრო აზროვნებად და გულის გაქვავებად თვლიან.
 
ერთი ღმერთი ჰყავთ თუ არა სხვადასხვა რელიგიებს? - მამა დანიელ სისოევი

 

"რატომ ხართ ასეთი ფანატიკოსი? რატომ ამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ არ არის ცხოვნება? განა ერთი ღმერთი არ სწამს ყველას? - მუსლიმებს, ქრისტეანებს, იუდეველებს და ბუდისტებს? განსხვავება ხომ მხოლოდ წეს-ჩვეულებებშია. მაშ, რატომ უნდა ვამტკიცოთ საკუთარი განსაკუთრებულობა? ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ უზენაესი არ მიიღებს მუსლიმებს? მისთვის ხომ სულ ერთია, ვის როგორ სწამს. მთავარია, ადამიანი იყოს კეთილი!" - ასეთი სიტყვები ალბათ ათასჯერ მოუსმენია მართლმადიდებელ ქრისტეანს. 

 

და მართლაც, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ ღმერთი ერთია? განა ჯერ კიდევ მოციქულმა პავლემ არა სთქვა: "არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა" (1 კორინთ. 8:4). უფალი სამყაროს ერთადერთი განმგებელია და ის არის არა მარტო იუდეველთა, არამედ წარმართთა ღმერთიც (რომ. 3:29). ჩვეულებრივი საღი აზროვნება გვაჩვენებს, რომ შეუძლებელია იყოს ორი ყველგანმყოფი, - უბრალოდ, მათი ადგილი აღარ იქნებოდა, და ისინი შეზღუდავდნენ ერთმანეთს.

 
ბერი პაისი ათონელი - აბორტის ლეგალიზაციის შესახებ

 

ბერი პაისის სულიერი შვილი მამა ქრისტოდულოსი იხსენებს: ერთხელ ერთმა დეპუტატმა დამირეკა  და მთხოვა ბერთან მისვლა. - ჰკითხე, - მითხრა მან -  შეიძლება თუ არა სათათბიროში აბორტის კანონის აკრძალვის მოთხოვნა დავაყენო? როგორია მისი აზრი? გთხოვ, გადმომცე მისი პასუხი, რათა ვიცოდე, როგორ მოვიქცე.

 

მივედი ბერთან და კეთილმორწმუნე დეპუტატის კითხვა გავუმეორე. მან მიპასუხა: - მინახავს, მამაო, რომ ზოგიერთი დეპუტატი და მათი უმრავლესობაც კი ცდილობს სათათბიროში შესატანი თემის გამონახვას, ტკივილითა და კეთილშობილებით კი არა, არამედ იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოსდა, თავისი ღვწა სიკეთისათვის. და ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, ვინც რამდენიმე წლის წინ, როცა იღებდნენ ამ უსჯულო კანონს, არ შეეწინააღმდეგნენ და სიტყვაც არ დაუძრავთ მის საწინააღმდეგოდ. მე არ მაკმაყოფილებს ის ხერხი, რომლითაც ზოგიერთი ცდილობს წინ აღუდგეს შექმნილ მდგომარეობას. ხედავ? ისინი, ვისაც სურს ცუდი კანონის გატანა, ორგანიზებულად და დროულად იწყებს მზადებას: წერენ, საუბრობენ ტელევიზიით... ნუთუ არ გახსოვს, ერთმა ქალმა რამდენიმე ქალი რომ შეკრიბა, პლაკატებით რომ გამოვიდნენ ქუჩაში და გაჰყვიროდნენ: დაე, იყოს კანონი; მაშინ მილიონობით ბერძენ ქალთაგან მხოლოდ ხუთასი მოვიდა იქ. გამოვიდა აივანზე პრემიერ-მინისტრი და თქვა: - „მე იძულებული ვარ ქალების გამო აბორტის შესახებ კანონი მივიღო“.

 
მამაკაცის როლი ჩვილთა მკვლელობაში

 

ნუთუ მხოლოდ ქალია დამნაშავე აბორტის ცოდვაში? სად არის ამ დროს მამაკაცი, ნუთუ ის, როგორც ლაჩარი და მოღალატე, განზე გადგა? ნუთუ იგივენაირად დამნაშავე არ არის ქმარი, რომელიც ცოლს აბორტის გაკეთებას აიძულებს და მის ცხოვრებას ფსიქიკურ წამებად აქცევს? ნუთუ სისხლში გასვრილი არ არიან ამ ქალის ნათესავები, რომლებიც მას აბორტის გაკეთებას ურჩევენ? ნუთუ მკვლელობის ინიციატორი არ არის მამაკაცი, რომელმაც ქალი შეაცდინა? ნუთუ ბოროტმოქმედი არ არის ქმარი, რომელიც ფეხმძიმე ცოლს ტოვებს? და ნუთუ ყველაფერში მხოლოდ ქალია დამნაშავე? ღმერთმა თქვა: „ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.”

 
<< დაწყება < წინა 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 68 114-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge