ავტორიზაცია



Facebook Image






წმ. იუსტინე პოპოვიჩი - მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი

 

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!
 
 
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).
 
მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს,
 
რუის–ურბნისის საეკლესიო ძეგლის წერისა და სხვა კონფესიებისთის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ – დეკანოზი დავით ქვლივიძე

-   უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გაზეთ ,,ასავალ-დასავალს”, რომ დაიწყო საუბრები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შესახებ. ეს თემა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხმა არ იცის რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა. თქვენ უკვე წერდით იმის შესახებ, თუ რა უმძიმესი მდგომარეობა იყო საქართველოში და განსაკუთრებით ქართულ, სამოციქულო ეკლესიაში, როცა დავითი ავიდა ტახტზე. ეკლესიაში იყო აღებ-მიცემობა, გამოძალვა, სიმონია (ანუ ფულით ყიდულობდნენ მღვდლობას). სასულიერო პირებად და ეპისკოპოსებად დაწინაურებული იყო უღირსი ხალხი.

 
შავი მესის ექო (მუსიკის ზეგავლენა ადამიანზე) - არქიმნდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

"გული ეს თავად ადამიანი"
წმ. იოანე ოქროპირი

            როგორ უნდა ცხონდეს ის, ვინც ჩვენს დროში ღმერთს ეძიებს, როცა გეჩვენება, რომ ჯოჯოხეთმა დედამიწაზე თავისი მკვდარი წყლები ამოაფრქვია?         

            ადამიანი ორნაწილიანია. ის უხილავი სუბსტანციის - სამშვინველისა და ხილულის - სხეულისაგან შედგება. თავის მხრივ სამშვინველში არის დაფარული ცენტრი, ერთგვარი "სამშვინველის სამშვინველი", ანუ იდუმალი თვალი, რომელსაც ღვთაებრივი სხივის დაჭერა შეუძლია, მას სული ეწოდება. ცოდვით დაცემამდე სული ღვთისაკენ იყო მიპყრობილი და ადამიანი მოციმციმე ვარსკვლავს ჰგავდა. ცოდვით დაცემის შემდგომ სამშვინველის მდაბალი

 
<< დაწყება < წინა 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 61 70-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    დავითი 579-05-11-05;
                    E-mail: info@qadageba.ge